სლავთმცოდნეობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''სლავთმცოდნეობა''', ''სლავისტიკა,'' [[სლავები]]ს, მათი [[ენა|ენების]], [[ფოლკლორი|ფოლკლორის]], [[ლიტერატურა|ლიტერატურის]], [[ისტორია|ისტორიის]], [[ეთნოგრაფია|ეთნოგრაფიის]], [[ეკონომიკა|ეკონომიკის]], [[ხელოვნება|ხელოვნების]] და [[რელიგია|რელიგიის]], სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლების შემსწავლელი მეცნიერება. სლავთმცოდნეობა პირველად შეიქმნა მაშინ, როცა სლავური სახელმწიფოს კონსოლიდაციის შემდეგ გააზრებული და წერილობით ფიქსირებულ იქნა სლავთა ეთნიკური ერთიანობა (ნესტორის „გარდასულ წელთა ამბავი“, გალ ანონიმის და კოზმა პრაღლის ქრონიკები და სხვა). სლავებისადმი ინტერესი ჩანს მოგვიანო ხანის ისტორიულ და მხატვრულ-პუბლიცისტურ ძეგლებში (ჰუსიტურ ტრაქტატებში, დილიმილის ჩეხურ გარითმულ ქრონიკაში, ი. დლუგოშის „პოლონეთის ისტორიაში“, ვ. პრიბოევიჩის ტრაქტატში — „სლავების წარმოშობისა და ბედის შესახებ“ და სხვა). სლავთმცოდნეობა, როგორც ფილოლოგიის დისციპლინა, ჩამოყალიბდა XVIII საუკუნის მიწურულს ჩეხეთში. მისი ფუძემდებელი იყო ი. დობროვსკი, რომელმაც განსაზღვრა სლავური ფილოლოგიის განვითარების ძირითადი პრობლემები. სლოვაკი ისტორიკოსისა და სლავისტის პ. შაფირიკის ნაშრომში „სლავური სიძველენი“ (1837) თავმოყრილია გამოჩენილ მეცნიერთა ცნობები სლავების შესახებ, რაც ძირითადი წყარო გახდა სლავების არქეოლოლოგიის, და ეთნოგრაფიის, ფილოლოგიისა და ისტორიის სლავისტიკური შედარებითი კვლევის დარგში. სლავთმცოდნეობის განვითარებაში თავიანთი წვლილი შეიტანეს ვ. კოპიტარმა, ფ. მიკლოშიჩმა ([[სლოვენია]]), ი. იაგიჩმა ([[ხორვატია]]), ვ. კარაჯიჩმა ([[სერბია]]), ა. მიცკევიჩმა ([[პოლონეთი]]), ლ. კარაველოვმა ([[ბულგარეთი]] და სხვებმა). [[რუსეთი|რუსეთში]] სლავთმცოდნეობის ჩასახვას უსწრებდა მ ლომონოსოვის ნაშრომები, რომლებშიც საყურადღებო მასალაა მოცემული სლავური ენების ნათესაობის, რუსული სალიტერატურო ენის ჩამოყალიბებაში საეკლესიო სლავურისა და მსოფლიო კულტურის განვითარებაში სლავების როლის შესახებ. რუსეთში მეცნიერული სლავთმცოდნეობის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა ნ. რუმიანცევისა და ა. შიშკოვის წრემ. პოლონეთში სლავთმცოდნეობის ფუძემდებელი იყო მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე ი. პოლოცკი (XVIII ს.), გერმანიაში - ი. ჰერდერი (XVIII ს.). XIX საუკუნის I ნახევარში სლავთმცოდნეობის კათედრები შეიქმნა ევროპაში სლავური და არასლავური ქვეყნების უნივერსიტეტებში. რუსი მეცნიერებიდან სლავური ენების შესწავლაში დიდი ღვაწლი მიუძღვით ა. ვოსროკოვს (გამოაქვეყნა „მსჯელობა სლავურ ენაზე“, „ძველი სლავური ენის ლექსიკონი“, 2 ტ.), ი. სრეზნეევსკის, ვ, გრიგოროვიჩს, ვ. შჩეპკინს, ფ. ფორტუნატოვს, ბოდუენ დე კურტენეს, ა. სობოლევსკის, ა. კარსკის, ა. სელიშჩევს და სხვებს. XIX საუკუნის II ნახევარსა და XX საუკუნის დამდეგს გაფართოვდა სლავთმცოდნეობის დისციპლინების დიფერენცია. ფილოლოგიურიპრობლემატიკისფილოლოგიური პრობლემატიკის კვლევის პარალელურად მიმდინარეობდა ისტორიულ-ეკონომიური, სამართლის, ეთნიკის და სხვა კვლევა. რუსეთში ფართო ლინგვისტურ კვლევასთან ერთად (ა. შახმატოვი) ინტერესს იჩენენ სლავთა [[ეთნოგენეზი|ეთნოგენეზის]] პრობლემებისადმი. მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ჩეხი ისტორიკოსის, არქეოლიგისა და ეთნოგრაფის ლ. ნიდერლეს მიერ „სლავური სიძველეების“ (ტ. 1 -4, 1902-1934) გამოცემა.
 
სლავთმცოდნეობის პრობლემებს დღეს ფართოდ იკვლევენ არა მარტო სლავური ქვეყნების სამეცნიერო ცენტრებში, არამედ არასლავურ ქვეყნებშიც ([[ავსტრია]], [[გერმანია]], [[რუმინეთი]], [[საფრანგეთი]], [[ინგლისი]], [[აშშ]] და ა. შ.)