სლავთმცოდნეობა: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მNo edit summary |
მNo edit summary |
||
ხაზი 1:
'''სლავთმცოდნეობა''', ''სლავისტიკა,'' [[სლავები]]ს, მათი ენების, [[ფოლკლორი|ფოლკლორის]], [[ლიტერატურა|ლიტერატურის]], [[ისტორია|ისტორიის]], [[ეთნოგრაფია|ეთნოგრაფიის]], [[ეკონომიკა|ეკონომიკის]], [[ხელოვნება|ხელოვნების]] და [[რელიგია|რელიგიის]], სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლების შემსწავლელი მეცნიერება. სლავთმცოდნეობა პირველად შეიქმნა მაშინ, როცა სლავური სახელმწიფოს კონსოლიდაციის შემდეგ გააზრებული და წერილობით ფიქსირებულ იქნა სლავთა ეთნიკური ერთიანობა (ნესტორის „გარდასულ წელთა ამბავი“, გალ ანონიმის და კოზმა პრაღლის ქრონიკები და სხვა). სლავებისადმი ინტერესი ჩანს მოგვიანო ხანის ისტორიულ და მხატვრულ-პუბლიცისტურ ძეგლებში (ჰუსიტურ ტრაქტატებში, დილიმილის ჩეხურ გარითმულ ქრონიკაში, ი. დლუგოშის „პოლონეთის ისტორიაში“, ვ. პრიბოევიჩის ტრაქტატში — „სლავების წარმოშობისა და ბედის შესახებ“ და სხვა). სლავთმცოდნეობა, როგორც ფილოლოგიის დისციპლინა, ჩამოყალიბდა XVIII საუკუნის მიწურულს ჩეხეთში. მისი ფუძემდებელი იყო ი. დობროვსკი, რომელმაც განსაზღვრა სლავური ფილოლოგიის განვითარების ძირითადი პრობლემები. სლოვაკი ისტორიკოსისა და სლავისტის პ. შაფირიკის ნაშრომში „სლავური სიძველენი“ (1837) თავმოყრილია გამოჩენილ მეცნიერთა ცნობები სლავების შესახებ, რაც ძირითადი წყარო გახდა სლავების არქეოლოლოგიის, და ეთნოგრაფიის, ფილოლოგიისა და ისტორიის სლავისტიკური შედარებითი კვლევის დარგში. სლავთმცოდნეობის განვითარებაში თავიანთი წვლილი შეიტანეს ვ. კოპიტარმა, ფ. მიკლოშიჩმა ([[სლოვენია]]), ი. იაგიჩმა ([[ხორვატია]]), ვ. კარაჯიჩმა ([[სერბია]]), ა. მიცკევიჩმა ([[
სლავთმცოდნეობის პრობლემებს დღეს ფართოდ იკვლევენ არა მარტო სლავური ქვეყნების სამეცნიერო ცენტრებში, არამედ არასლავურ ქვეყნებშიც ([[ავსტრია]], [[გერმანია]], [[რუმინეთი]], [[საფრანგეთი]], [[ინგლისი]], [[აშშ]] და ა. შ.)
|