სომხური სამოციქულო ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 59:
[[File:Karekin II (cropped).jpg|thumb|ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი [[გარეგინ II]]]]
[[სომხეთის სსრ]]-ის არსებობის პერიოდში სომხური ეკლესიის გავლენა ძლიერ შემცირდა. 491-დან 38-მდე შემცირდა მოქმედი ეკლესიების რაოდენობა, გაუქმდა ბევრი ეპარქია. 1939 წელს ეჩმიაძინს ჩამოერთვა ხელნაწერთა დიდი საცავი, რომელიც ჯერ საჯარო ბიბლიოთეკას, შემდეგ კი ხელნაწერთა ინსტიტუტს გადაეცა. XX საუკუნის 80-იანი წლებიდან დაიწყო სომხური ეკლესიის აღმავლობა, რაც გაძლიერდა სომხეთის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. აღდგა ძველი და გაიხსნა ახალი ეპარქიები, სომხური ეკლესია ჩაერთო [[განათლება სომხეთში|სომხეთის განათლების სისტემაში]], გაიხსნა ახალი სემინარიები, სატელევიზიო არხი, საეკლესიო გამომცემლობა, საღვთისმეტყველო ცენტრი, მოწესრიგდა ურთიერთობები კილიკიის საკათალიკოსოსთან.
 
==სომხური ეკლესია საქართველოში==
[[File:Norashen Holy Mother of God Armenian Church 0008.jpg|thumb|[[ნორაშენი]], თბილისი. ეკლესიის გარშემო მიმდინარეობს დავა ქართულ და სომხურ მხარეებს შორის]]
[[საქართველო]]ში მოქმედებს სომხური ეკლესიის [[ეპარქია]]. არქიეპისკოპოსის რეზიდენცია მდებარეობს [[თბილისი|თბილისში]]. მისი კათედრალური ტაძარია [[სურფგევორქი]].
 
მძიმე ისტორიული ვითარების გამო [[სომხები]] ხშირად ისწრაფოდნენ საქართველოსკენ. 451 წელს ირანის წინააღმდეგ აჯანყების დამარცხების შემდეგ [[მამიკონიანები]]ს საგვარეულოს წარმომადგენლები შეიფარა ქართლის პიტიახშმა [[არშუშა]]მ. ზოგი მათგანი დაბრუნდა სომხეთში, მაგრამ ბევრი საქართველოში დარჩა. [[გოგარენე]] სომხეთის და ქართლის მოსაზღვრე რეგიონი იყო და იქ კომპაქტურად დასახლებული სომხური თემი არსებობდა. გოგარენეს სომხური თემი შედიოდა ცურტავის საეპისკოპოსოში. მას სათავეში ედგა ეთნიკურად ქართველი ან სომეხი ეპისკოპოსი, რომელსაც ღვთისმსახურების აღსრულება შეეძლო ქართულ და სომხურ ენებზე. გოგარენეს სომხური თემი გაძლიერდა მამიკონიანთა და მათი ამალის აქ დასახლების შემდეგ. [[წმინდა შუშანიკი]]ს საფლავზე აგებული სამარტვილე იქცა მრევლის გამაერთიანებელ ცენტრად. [[კირონ I]]-მა ცურტავის საეპისკოპოსოში ღვთისმსახურების ერთადერთ ენად [[ქართული ენა|ქართული]] გამოაცხადა.
 
კომპაქტური სომხური თემი არსებობდა თბილისში, სადაც X საუკუნის II ნახევარში მოღვაწეობდა სომეხი მღვდელი კირაკოზი. 1178 წელს ჰრომკლას საეკლესიო კრების მონაწილეთა შორის მოხსენიებულია თბილისის არქიეპისკოპოსი ბარსეღი. XII საუკუნის მეორე ნახევრიდან ცენტრალური და ჩრდილოეთ სომხეთი [[საქართველოს სამეფო]]მ გაათავისუფლა თურქ-სელჩუკებისგან და შეიერთა. [[დავით აღმაშენებელი|დავით აღმაშენებელმა]] სომხური მოსახლეობა დაასახლა [[გორი|გორში]] და ხელს უწყობდა მათ ვაჭრობა-ხელოსნობის განვითარებაში. საქართველოს სამეფოში მოხვედრილი სომხური მოსახლეობის სასულიერო ლიდერობა იკისრა თბილისის სომეხმა არქიეპისკოპოსმა. XI-XIII საუკუნეებში სომეხ-ქართველთა რამდენიმე ერთობლივი საეკლესიო კრება შედგა: 1046 წელს [[ღრტილის კრება]], 1197 და 1204 წლებში თბილისში გამართული კრებები. ერთიან სახელმწიფოში [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია]] ცდილობდა შეეერთებინა სომხური ეკლესია, თუ არადა დოგმატური დაახლოებსთვის მაინც მიეღწია. ამ მიზნით [[ზაქარია მხარგრძელი|ზაქარია მხარგრძელმა]] 1205 წელს ლორეში და 1207 წელს ანისში მოიწვია საეკლესიო კრებები. საქართველოს სამეფოში შემავალი [[ბაგრევანდი]]ს მხარეში შეიქმნა [[ვალაშკერტის საეპისკოპოსო]] და აშენდა ქართული ტაძრები.
 
1655 წელს თბილისში აშენდა [[ხოჯავანქი]]ს ეკლესია და სასაფლაო. 1780 და 1787 წლებში [[ერეკლე II]]-მ 7 ათასი სული სომეხი გადაასახლა [[ერევნის სახანო]]დან თბილისში. მათი უდიდესი ნაწილი შემდეგ [[განჯა]]ში გადასახლდა. [[ივანე პასკევიჩი]]ს მეცადინეობით1826-1828 წლებში [[რუსეთ-სპარსეთის ომი (1826-1828)|რუსეთ-სპარსეთის ომის]] დროს 35 ათასი სული სომეხი გადაასახლეს ქვემო ქართლში, ხოლო 1828-1829 წლებში [[რუსეთ-ოსმალეთის ომი (1828-1829)|რუსეთ-ოსმალეთის ომის]] დროს 90 ათასი სული სომეხი დაასახლეს ოსმალეთიდან [[ჯავახეთი|ჯავახეთში]]. ასეთი დიდი რაოდენობით დასახლებულ სომხურ მოსახლეობას სჭირდებოდა ეკლესიები და აშენებდა კიდეც. XIX საუკუნის შუა წლებიდან დაიწყო სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დაკრძალვა ხოჯივანქის სასაფლაოზე და ასე გაჩნდა [[თბილისის სომხური პანთეონი]]. საქართველოს სომეხთა სამწყსოს იერარქები ხშირად სომხური ეკლესიისა და კულტურის გამოჩენილი მოღვაწეები იყვნენ. რამდენიმე მათგანი შემდგომში სრულიად სომხეთის კათოლიკოსი გახდა. მათ შორის იყო [[ნერსეს აშტარაკელი]]. [[სსრკ|საბჭოთა პერიოდში]] მრავალი სომხური ეკლესია მოიშალა და განადგურდა.
 
XX საუკუნის 90-იანი წლებიდან სომხური სამოციქულო ეკლესია საქართველოსგან ითხოვს სადავო ეკლესიების საკითხს გადაჭრას. ასეთი სადავო ეკლესიებია [[ნორაშენი]], სურბ ასტვაწაწინი, სურბ მინასი, [[სურფნიშანი]], [[მოღნისის წმინდა გიორგის ეკლესია]], ახალციხის სურფნიშანი. 2004 წლიდან სომხური ეკლესიის თბილისის ეპარქიას ხელმძღვანელობს ვაზგენ მირზახანიანი. ამჟამად საქართველოში მოქმედია თბილისში [[სურფგევორქი]]სა და [[ეჩმიაძინი (თბილისი)|ეჩმიაძინი]]ს ტაძრები, [[ახალქალაქი|ახალქალაქში]] სურბ ხაჩის, [[ნინოწმინდა]]ში სურბ სარგისის, [[ახალციხე]]ში გრიგოლ განმანათლებლის, [[ბათუმი|ბათუმში]] მაცხოვრის და [[მარნეული|მარნეულში]] ღვთისმშობლის ეკლესიები.
 
==იხილეთ აგრეთვე==