ძვლები (ტელესერიალი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{Subst:მუშავდება}}{{ინფოდაფა ტელევიზია|გადაცემის_სახელი=ძვლები|...
 
No edit summary
ხაზი 5:
 
== მიმოხილვა ==
{{სიუჟეტი}}
სერიალის მთავარი გმირია [[FBI]]-ის სპეცაგენტი სილი ბუთი და მისი პარტნიორი, ანთროპოლოგიის დოქტორი ტემპერანს ბრენანი, თავისი გუნდის წევრებითურთ. ბრენანი არის ჯეფერსონის ინსტიტუტის სამეცნიერო-იურიდიული ლაბორატორიის უფროსი და გუნდის ხელმძღვანელიც, რომელიც თანამშრომლობს FBI-სთან. სერიალის ვითარება ვაშინგტონში ხდება, თუმცა ხანდახან შტატის გარეთაც უწევთ ხოლმე გასვლა და მუშაობა. მათი მთავარი საქმეა ადამიანის გახრწნილი გვამით მისი ვინაობის დადგენა, მკვლელობის შემთხვევაში კი ცხედარზე არსებული ნაწილაკებით დამნაშავემდე მისვლა და მისი დაკავება.
 
დოქტორი ბრენანი თავის გუნდთან ერთად, რომელიც დაკომპლექტებულია მხატვარ და სახეების რეკონსტრუქტორ ენჯელა მონტენეგროსა და ასევე ნაწილაკების ექსპერტ ჯეკ ჰოჯინსისაგან, უზრუნველყოფს სხეულზე ჩასატარებელ სამეცნიერო ექსპერტიზას, აგენტი ბუთი კი სასამართლოსა და საგამოძიებო მსვლელობაზეა პასუხისმგებელი. გარდა ამ საქმიანი და დეტექტიური ურთიერთობისა, პერსონაჟებს შორის პარალელურად ვითარდება უფრო ახლო და ზოგჯერ ინტიმური ურთიერთობებიც. ბუთი და ბრენანი თანდათან ახლოვდებიან და ერთმანეთი უყვარდებათ, მიუხედავად იმისა, რომ ფუნდამენტურ საკითხებზე განსხვავებული შეხედულებები აქვთ. მაგალითად: ბუთი მორწმუნე კათოლიკეა, ბრენანი კი ათეისტი, რომელიც ხშირად აქილიკებს მას მისი რწმენის გამო. მათ ურთიერთობას მძიმე კომედიური ელფერი აქვს, რაც გახრწნილ გვამებთან მუშაობის გამო მაყურებლებში გამოწვეული უსიამოვნო გრძნობების განეიტრალებას ემსახურება.
 
სერიალში ასევე დიდი ადგილი უკავიათ ენჯელა მონტენეგროსა და ჯეკ ჰოჯინსს, რომლებიც, მსგავსად ბრენანისა და ბუთისა, საბოლოოდ ქორწინდებიან. ასევე ერთ-ერთი მთავარი გმირია დოქტორი კამილ საროიანი, პათოლოგ-ანატომი, რომელიც შემდეგში გუნდის უფროსად გვევლინება. აღსანიშნავია სტაჟიორების მბრუნავი ჯგუფიც, მთელი სერიალის განმავლობაში ბრენანს ჰყავს სტაჟიორების ჯგუფი, თითოეულ სერიაში კი მხოლოდ თითოეული მათგანი ფიგურირებს, ხოლო როდესაც ერთი წრე დასრულდება, მათი გამოჩენა თავიდან იწყება.
 
== პერსონაჟები და მსახიობები ==
{{სიუჟეტი}}
 
=== ტემპერანს ბრენანი ===
'''დოქტორი ტემპერანს ბრენანი''' ({{Lang-en|Dr. Temperance Brenann}}), დაბადების სახელია '''ჯოი კინანი''' ({{Lang-en|Joy Keenan}}), მის როლს ასრულებს მსახიობი [[ემილი დეშანელი]]. იგი წარმოადგენს საკუთარ პროფესიასა და სამსახურზე შეყვარებულ ადამიანს, რომელიც მაღალი დონის პროფესიონალია და შეიძლება ითქვას, რომ მუშაობაზე დამოკიდებულია, რაც იმაში გამოიხატება, რომ შვებულებებზე არა დასასვენებლად, არამედ სხვა ქვეყანაში მიდის მოხალისედ, იგი თაფლობის თვეშიც კი ახერხებს საქმის გამოძებნასა და მკვლელობის გახსნას. მიუხედავად იმისა, რომ იგი სასამართლო და აღმასრულებელ უწყებებთან თანამშრომლობს და მათთვისვე მუშაობს, ტემპერანსის ოჯახს კრიმინალური წარსული აქვს. მამამისი ცნობილი დამნაშავეა, დედამისი კი მის გამო მოკლეს, თავად ტემპერანსი შემდეგში ძმამაც მიატოვა და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლში გაიზარდა, თუმცა მათი ოჯახი საბოლოოდ კვლავ ახერხებს გაერთიანებას. მას საკმაოდ მაღალი [[.iq|IQ]] და შთამბეჭდავი შესაძლებლობები აქვს, ამასთან, იგი [[ათეიზმი|ათეისტია]] და უარყოფს ისეთ რელიგიურ დღესასწაულებს, როგორებიცაა [[ქრისტეს შობა|შობა]] და [[აღდგომა]]. მიუხედავად ამისა, იგი ახერხებს მორწმუნე სილი ბუთთან კარგი ურთიერთობის აწყობას, მეშვიდე სეზონში კი მისგან ბავშვსაც აჩენს, სახელად კრისტინას.
 
=== სილი ბუთი ===
'''სილი ჯოზეფ ბუთი''' ({{Lang-en|Seeley Joseph Booth}}), მის როლს ასრულებს მსახიობი დევიდ ბორეანაზი. [[FBI]]-ის სპეც-აგენტი, ყოფილი სნაიპერი და ავღანეთის ომის გმირი, როგორც შემდეგში ირკვევა, [[აბრაამ ლინკოლნი|აბრაამ ლინკოლნის]] მკვლელის შთამომავალი. იგი თავისი საქმის პროფესიონალია და აქტიურად თანამშრომლობს ბრენანსა და მისი გუნდის წევრებთან. ჰყავს ერთი ვაჟი, პარკერი, თუმცა დედამისზე დაქორწინებული არ ყოფილა. იგი მორწმუნე [[კათოლიციზმი|კათოლიკეა]], ამის გამო კი განსხვავებული მსოფლმხედველობა აქვს, რის გამოც ხშირად კამათობს თავის პარტნიორსა და შემდეგში მეუღლესთან, ტემპერანს ბრენანთან. აღსანიშნავია მისი დამოკიდებულება აზარტული თამაშებისადმიც, რაც მოგვიანებით თავს იჩენს და ხდება ტემპერანსისა და მისი დაშორების მიზეზი, თუმცა იგი დამოკიდებულებას ამარცხებს და ცოლს კვლავ ურიგდება. მოგვიანებით მას ბრენანთან შეეძინება გოგონა, სახელად კრისტინა.
 
=== ენჯელა მონტენეგრო ===
'''ენჯელა პერლი-გეიტს მონტენეგრო-ჰოჯინსი''' ({{Lang-en|Angela Pearly-Gates Montenegro-Hodgins}}), დაბადების სახელია '''პუკი ნუდლინ პერლი-გეიტს გიბონსი''' ({{Lang-en|Pookie Noodlin Pearly-Gates Gibbons}}), მის როლს მსახიობი [[მიქაელა კონლინი]] ასრულებს. პროფესიით მხატვარია, ოცნებობს ბედნიერ ქორწინებასა და [[პარიზი|პარიზში]] მხატვრად მუშაობაზე, თუმცა იძულებულია თავის მეგობართან, ტემპერანსთან იმუშაოს ჯეფერსონის ინსტიტუტში. სერიალში ენჯელას მთავარი საქმეა გარდაცვლილი ადამიანის თავის ქალისაგან მისი სახის მიახლოებული მოდელის შექმნა, ასევე დამნაშავეების ფოტორობოტებისა და მკვლელობის სცენების გრაფიკულად წარმოჩენა. მუშაობის პროცესში ენჯელას თავისი თანამშრომელი ჯეკ ჰოჯინსი უყვარდება, თუმცა მასზე ქორწინების წინ აღმოჩნდება, რომ ენჯელა უკვე დაქორწინებულია, თუმცა მას თავისი ქმრის ვინაობა არ ახსოვს, რომ განქორწინდეს. როგორც აღმოჩნდა, [[ფიჯი|ფიჯიზე]] ყოფნისას იგი ხუმრობით დაქორწინდა, თუმცა ამ ქორწინებას იურიდიული ძალა ჰქონდა. საბოლოოდ იგი ახერხებს პირველი ქმრის სახელის გახსენებას, მასთან განქორწინებასა და ჯეკზე ქორწინებას, რის შემდეგაც იგი ორ ბავშვს აჩენს.
 
=== ზაკ ედი ===
 
=== ჯეკ ჰოჯინსი ===
'''დოქტორი ჯეკ ჰოჯინსი''' ({{Lang-en|Dr. Jack Hodgins}}), სრული სახელია '''ჯონათან სტენლი ჰოჯინს IV''' ({{Lang-en|Jonathan Stanley Hodgins IV}}), მის როლს მსახიობი თიჯეი თაინი ასრულებს. იგი არის მინერალების, ნაწილაკების, სპორებისა და მწერების ექსპერტი, ასევე [[ენტომოლოგია|ენტომოლოგიის]] დოქტორი. ვინაიდან მისი აღმოჩენები ხშირად გადამწვეტ როლს ასრულებენ საქმის გახსნასა და მკვლელობის ადგილისა და დროის დადგენაში, იგი თავს „ლაბორატორიის მეფეს“ უწოდებს. როგორც შემდეგში ირკვევა, იგი საკმაოდ მდიდარი ამერიკული ოჯახის ერთადერთი მემკვიდრეა, რასაც იგი საგულდაგულოდ მალავს, რადგან სურს ლაბორატორიაში მშვიდად მუშაობა შეეძლოს. მისი ჰობი [[შეთქმულების თეორია|შეთქმულების თეორიის]] შესწავლაა, ასევე სჯერა უცხოპლანეტელების, მეკობრეთა დამარხული განძისა და სხვა გამოგონილი ამბების. მოგვიანებით იგი თავის თანამშრომელ ენჯელაზე ქორწინდება და მასთან შვილებიც ეყოლება, თუმცა საბოლოოდ ჰოჯინსი ინვალიდდება, რის გამოც მისი და ენჯელას ურთიერთობა ფუჭდება, თუმცა შერიგებას ახერხებენ.
 
=== დანიელ გუდმანი ===
 
=== კამილ საროიანი ===
'''დოქტორი კამილ საროიანი''' ({{Lang-en|Dr. Camille Saroyan}}), მის როლს მსახიობი ტამარა ტეილორი ასრულებს. ჯეფერსონის ინსტიტუტში მან დოქტორი გუდმანი ჩაანაცვლა, როგორც გუნდის უფროსი, რასაც თავიდან დოქტორი ბრენანი ცუდად შეეგუა, თუმცა საბოლოოდ ის და კამილი დამეგობრდნენ. აღსანიშნავია, რომ წარსულში მას ბუთთანაც ჰქონდა ურთიერთობა. პროფესიით იგი [[პათოლოგიური ანატომია|პათოლოგ-ანატომია]]. იგი სერიალში არ ქორწინდება, თუმცა როდესაც გაიგებს, რომ თავისი ყოფილი პარტნიორი მოკლეს, იგი მის ობლად დარჩენილ გოგონას, 16 წლის მიშელს იშვილებს და საკუთარი შვილივით ზრდის.
 
=== ლენს სუიტსი ===
'''დოქტორი ლენს სუიტსი''' ({{Lang-en|Dr. Lance Sweets}}), მის როლს მსახიობი ფრენსის დეილი ასრულებს. იგი FBI-ის საკმაოდ ახალგაზრდა ფსიქოლოგია, რომელიც თავიდან მხოლოდ ბრენანისა და ბუთის ურთიერთობის გამოსწორებაზე მუშაობდა, თუმცა შემდეგ ჯეფერსონში აიყვანეს დამნაშავეთა ფსიქოპორტრეტების შესაქმნელად. მას რომანი აქვს ტემპერანსის სტაჟიორ დეიზი უიკთან, რომელიც, როდესაც ლენსს კლავენ, მისგან ორსულად რჩება და ბავშვს აჩენს. <gallery widths="140" heights="150" caption="სერიალის მთავარი პერსონაჟები">
 
ფაილი:Emily Deschanel (7594525296).jpg|ემილი დეშანელი, ტემპერანს ბრენანის როლის შემსრულებელი
=== ჯეიმზ ობრი ===
ფაილი:David Boreanaz.jpg|დევიდ ბორეანაზი, სილი ბუთის როლის შემსრულებელი
ფაილი:Michaela Conlin at Paleyfest 2012.jpg|მიქაელა კონლინი, ენჯელა მონტენეგროს როლის შემსრულებელი
ფაილი:T.J. Thyne at Paleyfest 2012.jpg|თიჯეი თაინი, ჯეკ ჰოჯინსის როლის შემსრულებელი
ფაილი:Tamara Taylor 2012 (cropped).jpg|ტამარა ტეილორი, კამილ საროიანის როლის შემსრულებელი
ფაილი:John Francis Daley cropped image.jpg|ჯონ ფრენსის დეილი, ლენს სუიტსის როლის შემსრულებელი
</gallery>
 
== სეზონები და ეპიზოდები ==