სომხური სამოციქულო ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 47:
==ისტორია==
[[File:Tiridates III of Armenia-Baptism.jpg|thumb|[[თრდატ III]]-ის ნათლობა]]
[[სომხეთი|სომხეთში]] სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა IV საუკუნეში გამოცხადდა. სომხური საეკლესიო ტრადიცია ამ აქტის თარიღად 301 წელს მიიჩნევს,<ref>'''The Journal of Ecclesiastical History''' – Page 268 by Cambridge University Press, Gale Group, C.W. Dugmore</ref><ref>'''The Armenian Massacres''', 1894–1896: 1894–1896 : U.S. media testimony – Page 131 by A. Dzh. (Arman Dzhonovich) Kirakosian</ref> სამეცნიერო გამოკვლევების მიხედვით კი ეს 313 წლის შემდეგ უნდა მომხდარიყო. ამავე პერიოდში სომხეთში გამოჩნდნენ პირველი ქრისტიანი მოწამეები [[რიფსიმე]] და [[გაიანე]]. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება მოხდა მეფე [[თრდატ III]]-ის დროს, [[გრიგოლ განმანათლებელი|გრიგოლ განმანათლებლის]] მოღვაწეობის შედეგად. გრიგოლივე გახდა სომხეთის პირველივე [[ეპისკოპოსი]]. ის ხელდასმულ იქნა კესარია–კაბადოკიის მთავარეპისკოპოს ლეონტის მიერ, რითაც სომხეთის ეკლესია მოექცა კესარია–კაბადოკიის ეკლესიის იურისდიქციაში. გრიგოლმა დააარსა საეპისკოპოსო კათედრა [[ვაღარშაპატი|ვაღარშაპატში]]. კათედრალს ეწოდა [[ეჩმიაძინის მონასტერი|ეჩმიაძინი]]. მის დროსვე შექიმნა რამდენიმე ეპარქია არსებული [[ნახარარები|სანახარაროების]] შესაბამისად. ეპისკოპოსის ტიტული თავდაპირველად მემკვიდრეობით გადადიოდა. 368 წლამდე სომხეთის ეკლესია რჩებოდა ესარია–კაბადოკიის ეკლესიის დაქვემდებარებაში. 387 წელს [[ბიზანტიის იმპერია]]მ და [[სასანიანები]]ს იმპერიამ სომხეთი ორად გაიყვეს. 391 წელს სამეფო ხელისუფლება გაუქმდა ბიზანტიის, ხოლო 428 წელს ირანის ნაწილში. ამიერიდან ერთიანი [[სომხეთი]]ს სიმბოლო გახდა სომხეთის სამოციქულო ეკლესია, რომელსაც დაახლოებით ამავე ხანებში სათავეში ჩაუდგა ავტოკეფალური ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი, რომლის რეზიდენციაც ხან [[ვაღარშაპატი|ვაღარშაპატში]] იყო, ხან [[დვინი|დვინში]]. სომხური ეკლესიის წარმომადგენლები მონაწილეობას იღებდნენ პირველ სამ [[მსოფლიო საეკლესიო კრება]]ში ([[ნიკეის პირველი საეკლესიო კრება|ნიკეის]] 325 წ., [[კონსტანტინოპოლის პირველი საეკლესიო კრება|კონსტანტინოპოლის]] 381 წ. და [[ეფესოს საეკლესიო კრება|ეფესოს]] 431 წ. კრებები). იზიარებდნენ მათ [[სარწმუნოების სიმბოლო]]ს და განსაზღვრებებს. [[სომხური დამწერლობა|სომხური დამწერლობის]] შექმნამდე ღვთისმსახურება სავარაუდოდ [[ბერძნული ენა|ბერძნულ]] და [[სირიული ენა|სირიულ]] ენებზე აღესრულებოდა. V საუკუნეში [[მესროპ მაშტოცი|მესროპ მაშტოცმა]] შექმნა სომხური ანბანი. სომხურ ენაზე ითარგმნა წმინდა წერილი, შეიქმნა ღვთისმსახურებისთვის აუცილებელი ლიტერატურა და სომხური ენა გახდა ლიტურგიის ენა.
 
451 წელს სომხური ეკლესიის წარმომადგენლებმა [[ავარაირის ბრძოლა|ავარაირის ბრძოლის]] გამო მონაწილეობა ვერ მიიღეს [[ქალკედონის საეკლესიო კრება]]ში და შემდგომში გაემიჯნენ მას. V საუკუნის ბოლოდან სომხეთის საკათალიკოსო კათედრა გადავიდა დვინში. V საუკუნის II ნახევრის განმავლობაში სომეხ მღვდელმთავრებს მონაწილეობა არ მიუღიათ [[დიოფიზიტობა]]სა და [[მონოფიზიტობა]]ს შორის გამართულ პოლემიკაში. 506 წელს [[დვინის საეკლესიო კრება]]ზე ქართლისა და ალბანეთის ეკლესიებთან ერთად სომხეთის ეკლესიამ მიიღო [[ზენონის ჰენოტიკონი]] და დაგმო [[ნესტორიანელობა]]. 551-554 წლებში ჩატარდა დვინის მეორე კრება, სადაც მიღებულ იქნა „ხაჩეცარი“ და სომხური ეროვნული კალენდარი. 591 წელს სომხეთი კვლავ ორად გაიყო ბიზანტიასა და ირანს შორის და დვინის საკათალიკოსოსთან ერთად [[ავანი (სოფელი)|ავანში]] ჩამოყალიბდა დიოფიზიტური სომხური საკათალიკოსო. VI საუკუნიდან საფუძველი ეყრებოდა [[საეკლესიო განხეთქილება კავკასიაში|საეკლესიო განხეთქილებას]] ქართლის, სომხურ და კავკასიის ალბანურ ეკლესიებს შორის, რომელიც საბოლოოდ 609 წელს განხორციელდა. ქართლის და ალბანეთის ეკლესიებმა დიოფიზიტობა აირჩიეს. VII საუკუნის 10-იან წლებში ირანმა გაიმარჯვა ბიზანტიაზე და მოწვეულ იქნა ე.წ. სპარსული კრება. [[ხოსრო II]]-ის ბრძანებით მის ქვეშევრდომ იერარქებს ან სომხური სარწმუნეობა უნდა ეღიარებიათ, ან ქვეყანა დააეტოვებინათ. აღდგა სომხეთის ერთიანი მონოფიზიტური ეკლესია და ალბანეთმაც მიიღო მონოფიზიტობა. VII საუკუნის 20-იან წლებში ბიზანტიან გაიმარჯვა ირანზე და დაიწყო მონოფიზიტობის და დიოფიზიტობის შემარიგებელი პოლიტიკის, მონოთელიტობის, გატარება. [[ეზრა ფარაჟნაკერტელი]]ს მეთაურობით სომხური ეკლესია 631 წელს თეოდოსიოპოლის კრებაზე ეზიარა [[კონსტანტინოპოლის საპატრიარქო]]სთან ერთობას, რაც VII საუკუნის ბოლომდე გაგრძელდა. 726 წელს [[იოანე ოძუნელი]]ს მიერ მოწვეულ მანასკერტის საეკლესიო კრებაზე სომხური ეკლესია საბოლოოდ დაუბრუნდა მონოფიზიტურ დოგმატიკას და პრაქტიკას: აიკრძალა ზიარებისას საფუარიანი პურის და წყალგარეული ღვინის გამოყენება. ამავე ხანებში ალბანეთის ეკლესიამაც სომხური ეკლესიის მხარე დაიკავა.
387 წელს [[ბიზანტიის იმპერია]]მ და [[სასანიანები]]ს იმპერიამ სომხეთი ორად გაიყვეს. 391 წელს სამეფო ხელისუფლება გაუქმდა ბიზანტიის, ხოლო 428 წელს ირანის ნაწილში. ამიერიდან ერთიანი [[სომხეთი]]ს სიმბოლო გახდა სომხეთის სამოციქულო ეკლესია, რომელსაც დაახლოებით ამავე ხანებში სათავეში ჩაუდგა ავტოკეფალური ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი, რომლის რეზიდენციაც ხან [[ვაღარშაპატი|ვაღარშაპატში]] იყო, ხან [[დვინი|დვინში]].
[[File:Gravestones and Khatchkars in Noraduz Cemetery 06.jpg|thumb|XIII საუკუნის [[ხაჩქარი]]]]
 
886 წელს აღდგა სომხეთის სახელმწიფო [[აშოტ I]]-ით სათავეში. დაარსდა [[ანისის სამეფო]], რომელმაც იარსება 1045 წლამდე. ამ პერიოდში სომეხ სასულიერო იერარქებს აქტიური კავშირი ჰქონდათ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან, რომელიც ცდილობდა სომხური ეკლესიის დიოფიზიტობაზე მოქცევას. სომხურმა ეკლესიამ დიოფიზიტობა არ მიიღო, მაგრამ დაახლოება [[მართლმადიდებლობა]]სთან მაინც მოხდა. 893 წელს [[დვინის მიწისძვრა (893)|დვინის მიწისძვრამ]] დაანგრია ქალაქი დვინი და კათოლიკოსის რეზიდენციამ გადაინაცვლა [[აღთამარი]]ს მონასტერში. X საუკუნის მეორე ნახევარში კათოლიკოსის რეზიდენცია გადავიდა ქალაქ [[ანისი]]ს მახლობლად, [[არგინა]]ში. აღთამარის ეპისკოპოსებს ამის შემდეგაც დიდხანს ჰქონდათ პრეტენზიები სომხურ ეკლესიაში განსაკუთრებულ იერარქიულ მდგომარეობაზე და 1114 წელს აღთამარის ეპისკოპოსმა თავი სომხეთის კათოლიკოსად და პატრიარქად გამოაცხადა. ეს მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელებულა, მაგრამ აღთამარის ეპისკოპოსებმა კათოლიკოსის ტიტული მაინც დიდხანს შეინარჩუნეს. 992 წლიდან რეზიდენცია დამკვიდრდა ანისში. 1045 წელს ანისი ბიზანტიის იმპერიამ დაიკავა და რეზიდენცია გადაიტანა [[სებასტია]]ში. XI საუკუნის 60-იანი წლებიდან სომხეთში დამკვიდრდნენ [[თურქ-სელჩუკები]]. დაიწყო სომეხთა მასობრივი გადასახლება [[კილიკია]]ში, სადაც 1198 წელს შეიქმნა [[კილიკიის სომეხთა სამეფო]]. 1149 წელს კათოლიკოსის რეზიდენციამაც კილიკიაში, ჰრომკლაში გადაინაცვლა, ხოლო 1293 წლიდან დედაქალაქ [[სისი]]ში დამკვიდრდა. XII საუკუნის მეორე ნახევრიდან ცენტრალური და ჩრდილოეთ სომხეთი [[საქართველოს სამეფო]]მ გაათავისუფლა თურქ-სელჩუკებისგან და შეიერთა. საქართველოს სამეფოში მოხვედრილი სომხური მოსახლეობის სასულიერო ლიდერობა იკისრა თბილისის სომეხმა არქიეპისკოპოსმა. სომხეთის ამ ტერიტორიაზე დაიწყო ეკონომიკური და კულტურული აღმავლობა, რამაც შესაძლებელი გახადა XV საუკუნეში საეპისკოპოსო კათედრის დაბრუნება ეჩმიაძინში. ბიზანტიის იმპერიის დაცემამდე კილიკიის საკათალიკოსოს აქტიური ურთიერთობა ჰქონდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ეკლესიების დაახლოების მიზნით. ამ მიზნით 1178 წელს ჰრომკლაში გაიმართა საეკლესიო კრება, მაგრამ 1204 წელს ჯვაროსნების მიერ ბიზანტიის აღებამ ეს პროცესი შეაჩერა. ამავე პერიოდში დაიწყო აქტიური კონტაქტების დამყარება [[ჯვაროსნები|ჯვაროსნებთან]], რასაც მოჰყვა უნიატების მოძრაობის გაძლიერება. უნიატები ცდილობდნენ სომხების მოქცევას [[კათოლიციზმი|კათოლიკობაზე]]. XIV საუკუნეში კილიკიაში გამართულ რამდენიმე კრებაზე სომეხ იერარქთა ნაწილი ეზიარა კათოლიკეებთან ერთობას და მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნა შეტანილი დოგმატიკასა და ლიტურგიაში. 1361 წელს სისში გამართულ VII საეკლესიო კრებაზე ეს სიახლეები და კათოლიკეებთან ურთიერთობა აიკრძალა, ხოლო მალე, 1375 წელს, კილიკიის სამეფოც გაუქმდა.
 
==იხილეთ აგრეთვე==