სომხური სამოციქულო ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 38:
===კალენდარი===
ძველი სომხური კალენდრით 552 წლის [[11 ივლისი]] არის სომხური ეროვნული და საეკლესიო წელთაღრიცხვის დასაწყისი. წელიწადში 365 დღეა, ხოლო ერთი მოქცევის ციკლი 532 წლისგან შედგება. სომხური კალენდარი პრაქტიკაში დაინერგა 584 წლიდან. პირველი 532 წლიდანი ციკლის დასრულებიდან 1084 წლიდან, იწყება „მიცრე სომხური სათვალავი“. კალენდარმა საუკუნეთა განმავლობაში რამდნეიმე ცვლილება განიცადა. 1924 წლიდან სომხური ეკლესია, გარდა რუსეთის, საქართველოსა და უკრაინის ეპარქიებისა, გადასულია ახალ საეკლესიო კალენდარზე.
 
==საეკლესიო მწერლობა==
[[File:Armenian Medieval Miniature.jpg|thumb|შუა საუკუნეების სომხური მინიატურა]]
სომხურმა საეკლესიო მწერლობამ სათავე დაუდო [[სომხური ლიტერატურა|სომხურ ლიტერატურას]]. V საუკუნიდან მოყოლებული სომხურ ენაზე ითარგმნებოდა [[წმინდა წერილი]] და წმინდა მამათა თეოლოგიური და საეკლესიო თხზულებები. სომხურ ენაზე შემონახულია მდიდარი ორიგინალური და თარგმნილი საღვთისმეტყველო და პოლემიკური ლიტერატურა. სომხური სასულიერო მწერლობის დარგია [[ისტორიოგრაფია]]. სომეხი ისტორიკოსები საეკლესიო მოღვაწეებიც იყვნენ და მათი თხზულებები ასახავს საერო და საეკლესიო ისტორიას. ასეთია [[აგათანგელოსი]]ს „ისტორია“, ასევე [[ლაზარ ფარპეცი]]ს, მალაქია აბეღას, ვარდან დიდის, სტეფანოზ ორბელიანის, [[თომა არწრუნი]]ს, [[კირაკოს განძაკეცი]]ს, [[იოანეს დრასხანაკერტცი]]ს თხზულებები. წმინდანად შერაცხულ სომეხთა სიმრავლის გამო სომხური მწერლობის მნიშვნელოვანი დარგია [[ჰაგიოგრაფია]]. სომხური ჰაგიოგრაფიისთვის დამახასიათებელია ქრისტიანობისთვის მოწამეობის და ღვაწლის შერწყმა ეროვნულ ბრძოლასთან და მარტიროლოგიური ჟანრის შენარჩუნება ჰაგიოგრაფიის არსებობის ბოლომდე.
 
IX სუაკუნიდან მოყოლებული სომხეთსა და [[კილიკიის სომეხთა სამეფო|კილიკიის სომხეთში]] ვითარდებოდა და XII-XIII საუკუნეებში უმაღლეს დონეს მიაღწია საეკლესიო ხელნაწერი წიგნის [[კალიგრაფია]]მ, ტექსტის და ყდის მხატვრულმა გაფორმებამ, [[კილიკიის სამინიატიურო სკოლა|მინიატურულმა ხელოვნებამ]].
 
==ისტორია==
[[File:Tiridates III of Armenia-Baptism.jpg|thumb|[[თრდატ III]]-ის ნათლობა]]
[[სომხეთი|სომხეთში]] სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა IV საუკუნეში გამოცხადდა. სომხური საეკლესიო ტრადიცია ამ აქტის თარიღად 301 წელს მიიჩნევს,<ref>'''The Journal of Ecclesiastical History''' – Page 268 by Cambridge University Press, Gale Group, C.W. Dugmore</ref><ref>'''The Armenian Massacres''', 1894–1896: 1894–1896 : U.S. media testimony – Page 131 by A. Dzh. (Arman Dzhonovich) Kirakosian</ref> სამეცნიერო გამოკვლევების მიხედვით კი ეს 313 წლის შემდეგ უნდა მომხდარიყო. ამავე პერიოდში სომხეთში გამოჩნდნენ პირველი ქრისტიანი მოწამეები [[რიფსიმე]] და [[გაიანე]]. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება მოხდა მეფე [[თრდატ III]]-ის დროს, [[გრიგოლ განმანათლებელი|გრიგოლ განმანათლებლის]] მოღვაწეობის შედეგად. გრიგოლივე გახდა სომხეთის პირველივე [[ეპისკოპოსი]]. ის ხელდასმულ იქნა კესარია–კაბადოკიის მთავარეპისკოპოს ლეონტის მიერ, რითაც სომხეთის ეკლესია მოექცა კესარია–კაბადოკიის ეკლესიის იურისდიქციაში. გრიგოლმა დააარსა საეპისკოპოსო კათედრა [[ვაღარშაპატი|ვაღარშაპატში]]. კათედრალს ეწოდა [[ეჩმიაძინის მონასტერი|ეჩმიაძინი]]. მის დროსვე შექიმნა რამდენიმე ეპარქია არსებული [[ნახარარები|სანახარაროების]] შესაბამისად. ეპისკოპოსის ტიტული თავდაპირველად მემკვიდრეობით გადადიოდა. 368 წლამდე სომხეთის ეკლესია რჩებოდა ესარია–კაბადოკიის ეკლესიის დაქვემდებარებაში.
აღიარებულია, რომ [[სომხეთი|სომხეთმა]] პირველმა მიიღო სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა 301 წელს. იწოდება სამოციქულოდ, ვინაიდან სომხური ტრადიციის თანახმად, სომხეთის ტერიტორიაზე ქრისტიანობის პირველი მქადაგებლები იყვნენ [[იუდა იაკობისი|იუდა]] და [[ბართოლომე მოციქული|ბართლომე]] მოციქულები. თუ მხედველობაში არ მივიღებთ ლეგენდებს, სომხეთში ქრისტიანთა არსებობის შესახებ პირველი ცნობა (დაახლოებით [[274]]) დასტურდება ათანასე ალექსანდრიელთან. სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა სომხეთში გამოცხადდა [[IV საუკუნე|IV საუკუნის დასაწყისში]] (სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურის მიხედვით [[301]] <ref>'''The Journal of Ecclesiastical History''' – Page 268 by Cambridge University Press, Gale Group, C.W. Dugmore</ref><ref>'''The Armenian Massacres''', 1894–1896: 1894–1896 : U.S. media testimony – Page 131 by A. Dzh. (Arman Dzhonovich) Kirakosian</ref>, ხოლო უკეთ არგუმენტირებული სამეცნიერო შეხედულებით [[315]] წელს), [[თრდატ III]]-ის დროს, [[გრიგოლ განმანათლებელი|გრიგოლ განმანათლებლის]] ღვაწლით. გრიგოლივე გახდა სომხეთის პირველივე [[ეპისკოპოსი]] (ერთხანს საეპისკოპოსო ხარისხი გრიგოლის საგვარეულოში მემკვიდრეობით გადადიოდა). წმ. გრიგოლი სომეხთა ეპისკოპოსად ხელდასხმულ იქნა კესარია–კაბადოკიის მთავარეპისკოპოს [[ლეონტი (კესარია–კაბადოკიის მთავარეპისკოპოსი)|ლეონტის]] მიერ, რითაც სომხეთის ეკლესია იქცა კესარია–კაბადოკიის ეკლესიის იურსდიქციის ქვეშ მყოფად, ეს დამოკიდებულება გაგრძელდა [[368]] წლამდე, როდესაც სომხეთის მეფე [[პაპი (დიდი სომხეთი)|პაპმა]] დამოუკიდებლად დასვა სომხეთის მთავარეპისკოპოსი, რითაც საფუძველი ჩაეყარა სომხური ეკლესიის ავტოკეფალიას <ref>ზაზა ალექსიძე, „სომეხთა წმინდა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია” წიგნში „რელიგიები საქართველოში”, თბ. 2008, გვ. 196</ref>. IV-V საუკუნეების მიჯნაზე [[ბიზანტია|ბიზანტიისა]] და [[ირანი]]ს ცდით ორად გაყოფილ სომხეთში ადგილობრივი საერო ხელისუფლება მოიშალა და ამიერიდან ერთიანი [[სომხეთი]]ს სიმბოლო გახდა სომხეთის სამოციქულო ეკლესია, რასაც დაახლოებით ამავე ხანებში სათავეში ჩაუდგა ავტოკეფალური ეკლესიის პატრიარქ-კათალიკოსი, რომლის რეზიდენციაც ხან [[ვაღარშაპატი|ვაღარშაპატში]] (ეჩმიაძინი) იყო, ხან [[დვინი|დვინში]].
 
387 წელს [[ბიზანტიის იმპერია]]მ და [[სასანიანები]]ს იმპერიამ სომხეთი ორად გაიყვეს. 391 წელს სამეფო ხელისუფლება გაუქმდა ბიზანტიის, ხოლო 428 წელს ირანის ნაწილში. ამიერიდან ერთიანი [[სომხეთი]]ს სიმბოლო გახდა სომხეთის სამოციქულო ეკლესია, რომელსაც დაახლოებით ამავე ხანებში სათავეში ჩაუდგა ავტოკეფალური ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი, რომლის რეზიდენციაც ხან [[ვაღარშაპატი|ვაღარშაპატში]] იყო, ხან [[დვინი|დვინში]].
 
==იხილეთ აგრეთვე==