სომხური სამოციქულო ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 28:
 
საბოლოო სახით სომხური ეკლესიის დოგმატური ხედვა ჩამოაყალიბა კათალიკოსმა [[ნერსეს IV შნორალი|ნერსეს მადლმოსილმა]] 1166 წელს თავის ეპისტოლეში ბიზანტიის იმპერატორ [[მანუელ I კომნენოსი]]სადმი – „გარდამოცემა სომხური ეკლესიის სარწმუნოებისა“.
 
==ლიტურგია==
სომხურ ეკლესიაში ღვთისმსახურება აღესრულება [[ძველი სომხური ენა|ძველ სომხურ ენაზე]], ხოლო ქადაგება წარმოითქმის ახალ [[სომხური ენა|სომხურ ენაზე]]. უმთავრესი ლიტურგიკული წიგნებია ჭაშოცი (ლექციონარი), პატარაგატეტრი (კონდაკი), ჟამაგირქი (ჟამნი), მაშტოცი (კურთხევანი). ამ უკანასკნელმა სახელი მიიღო კათოლიკოს [[მაშტოც ელივარდელი]]ს პატივსაცემად, რომელმაც კურთხევანის საბოლოო ვერსია შეიმუშავა. სომხური ეკლესიის შვიდი [[საიდუმლონი|საიდუმლოა]] ნათლისღება, მირონცხება, ზიარება, ქორწინება, სინანული, მღვდლობა, ზეთის კურთხევა. [[ზიარება|ზიარებისას]] იყენებენ უსაფუარო პურს და წყალგაურეველ ღვინოს. [[შობა]]სა და [[ნათლისღება]]ს აღნიშნავენ ერთად, [[6 იანვარი|6 იანვარს]]. ამ დღეს სამწმინდა გალობას ემატება პეტრე ანტიოქელის მიერ შემოღებული „რომელი ჩვენთვის ჯვარს ეცვი“ („ხაჩეცარი“). პირჯვარს იწერენ სამი თითით მარცნიდან მარჯვნივ. [[დიდმარხვა|დიდმარხვის]] წინ ინახავენ სამკვირიან მარხვას „არაჯავორქს“. 1924 წლიდან სომხური ეკლესია, გარდა რუსეთის, საქართველოსა და უკრაინის ეპარქიებისა, გადასულია ახალ საეკლესიო კალენდარზე.
 
სომხური საეკლესიო ნაგებობებისთვის დამახასიათებელია შედარებით მაღალი [[საკურთხეველი]] და [[ფრესკა]]თა არარსებობა.
 
==ისტორია==