გიორგიწმინდის ღვთისმშობლის მესამე ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 1:
{{მმ*|გიორგიწმინდის ღვთისმშობლის ეკლესია}}
'''გიორგიწმინდის ღვთისმშობლის მესამე ეკლესია''' — არქიტექტურული ძეგლი [[საგარეჯოს მუნიციპალიტეტი|საგარეჯოს მუნიციპალიტეტის]] სოფელ [[გიორგიწმინდა (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი)|გიორგიწმინდის]] ჩრდილოეთით, სასაფლაოზე. აქვე ,მდგარ ღვთისმშობლის ეკლესიის გვერდით. თარიღდება გვიანდელი [[შუა საუკუნეები|შუა საუკუნეებით]].
 
ეკლესია დარბაზულია (5X3,4 მეტრზე), უაფსიდოა. ნაგებია რიყის წვრილი ქვითა და [[აგური|აგურით]]. კედლები ძირითადად [[რიყის ქვა|რიყის ქვითაა]], რომლებშიც ერთმანეთს ენაცვლება სხვადასხვა მხარეს დახრილი ქვებით გამოყვანილი რიგები. კედლების ზედაპირი კი [[დუღაბი|დუღაბითაა]] გასწორებული. [[კამარა]] და შესასვლელი ღიობი გამოყვანილია აგურით. კუთხეებში აგურისა და მოზრდილი, რიყის ქვის შერეული წყობაა (მონაცვლეობით). ფასადებისგანფასადებისაგან განსხვავებით შიგნით კედლების წყობის ხარისხი რამდენამდე დაბალია.
 
ძეგლი ძლიერაა დაზიანებული: ჩამოშლილია სახურავის საფარი, მონგრეულია ჩრდილოეთ ფასადის ზედა ნახევარი, ჩრდილოეთ-დასავლეთ კუთხე (მთელ სიმაღლეზე) და დასავლეთ კედლის ზედა ნაწილი, ჩამოქცევის პირასაა მისული კამარა.
 
შესასვლელი სამხრეთიდანაა. [[საკურთხეველი|საკურთხევლის]] აღმოსავლეთ კედელში რიყის მოზრდილი ქვით ნაწყობი, თითქმის პარალელურწირთხლებიანი სარკმელია, რომელსაც ძირი თარაზული აქვს და გარეთკენ საფეხურებად დაბლდება იმდენად, რომ სარკმლის გარეთა ღიობი ფორმით კვადრატს უახლოვდება. საკურთხევლის ჩრდილოეთით და სამხრეთით თითო, პატარა სწორკუთხა [[ნიში (არქიტექტურა)|ნიშაა]].
 
==ლიტერატურა==