ბურდიანის გამოქვაბული მონასტერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ბურდიანის გამოქვაბული მონასტერი''' — არქიტექტურული ძეგლის [[საგარეჯოს მუნიციპალიტეტი|საგარჯოს მუნიციპალიტეტის]] სოფელ [[ბურდიანი|ბურდინის]] ჩრდილოეთ დაახლოებით 2 კილომეტრზე,. თარიღდება ადრინედლი [[შუა საუკუნეები|შუა საუკუნეებით]]. ძეგლი აღმოჩნდა [[2004]] წელს, ადგილობრივი მაცხოვრებლების ნ. ტაბატაძის მიერ. ძეგლი ამავე წელს შეისწავლა [[საქართველოს ეროვნული მუზეუმი|საქართველოს ეროვნული მუზეუმის]] [[სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმი|სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის]] შუა საუკუნეების არქეოლოგიის განყოფილების გამოქვაბულთა შემსწავლელმა სპეციალიზირებულმა ჯგუფმა ( გ. გაფრინდაშვილი, ს. ბურდილაძე). აღმოჩნდა კლდეში ნაკვეთი. ორნავიანი ეკლესია და მასზე სამხრეთიდან მიშენებული [[აფსიდა|აფსიდიანი]] ნაგებობაა. გათხრების შედეგად მიაკვლიეს ქვის კარიერებსაც. გამოვლინაგამოვლინდა აგრეთვე ბერის საცხოვრებელი სენაკი და რამდენიმე სამარხი ქვაყუთი. აფსიდიან ნაგებობაში აღმოჩნდა ქვის, ოთხწახნაგა ტრაპეზი. რომლის შემდგომი რესტავრაცია-კონვერსაციის მიზნით, გადაიტანეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში. [[2006]] წელს [[საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო|საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ]] ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია გაწმინდა მიწისა და კლდის ჩამონაშლისგან, გამოქვაბულის ჩამოშლილი, ზედა ნაწილი გადაიხურა ხის ძვლებით. ჰიდროიზოლაციისათვის დაიყარა ღორღი, რომლიც დაიბურა ბალახის საფარით, ჩატარდა ძეგლის საკონსერვაციო და გამგრებითი სამუშაოებიც.
 
ეკლესია ორნავიანია. ორივე ნავი თითქმის თანაბრი ზომისაა ( სიგრძე - 6,8 მეტრი, მაქსიმალური სიგრძე-2,5 მეტრი), გამოკვეთილია კლდის ძნელად დასამუშავებელ ქანში, რის გამოც კედლები უსწორმასწოროა. ნავები ერთმანეთთან დაკავშირებულია კლდეშივე გამოკვეთილი სამი მაღალი თაღოვანი მალით, რომლებიც ერთმანეთისგან ოთხწახნაგა ბურჯებით არის გამიჯნული. აღმოსავლეთით ორივე ნავი ნახევარწრიული აფსიდითაა დასრულებული. ჩრდილოეთ ნავის ჩრდილოეთ კედელში იატაკიდან დაახლოებით 1 მეტრ სიმაღლეზე, ამოკვეთილია ვიწრო (სიგანე 50 სანტიმეტრი), მოგრძო (სიგრძე - 1,5 მეტრი) [[ემბაზი |ემბაზი]], რომლის ფსკერი თითქმის ნავის იატაკის დონეზეა. ჩრდილოეთ ნავი, აფსიდითურთ, ერთიანი კამარითაა გადახურული. კამარით იყო გადახურული სამხრეთ ნავიც, რომელის უმეტესი ნაწილი ჩამოშლილია. სამხრეთით მდებარე ნავს სამხრეთიდან ეკვრის ნატეხი ქვით ნაშენი, აფსიდიანი ნაგებობა (კედლები 1-1,5 მეტრ სიმარლეზეა შემორჩენილი), რომელიც, ადგილის ტოპოგრაფიიდან გამომდინარე, ეკლესიის გამოკვეთის დროსვე უნდა იყოს აგებული.
 
ეკლესიის აღმოსავლეთით, თხუთმეტიოდე მეტრზე, კლდის იმავე მასივში, მცირე ზომის გამოქვაბულია, მის პირდაპირ კი, ნახევარწრიული მოხაზულობის კედლის ნაწილია (სიმაღლე დაახლოებით 1,3 მეტრი) შემორჩენილი. კლდეების ნაშთებია ეკლესიის სამხრეთიდაც, ათიოდე მეტრზე. მონასტრის აღმოსავლეთით ნაგებობათა ნაშთები და საამრხებია. ყოველივე ეს კი საფუძველს ქმნის, ვივარაუდოთ, რომ მოანსტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ადრე დიდი დასახლება არსებობდა.
 
ეკლესიაში აღმოჩენილი [[ტრაპეზი]] ოთხწახანაგაა (სიმაღლე 101 სანტიმეტრი, წინა და უკანა მხარეების სიგრძე 60 სანტიმეტრი, გვერდითი მხარეების სიგრძე 48 სანტიმეტრი), გამოკვეთილია მთლიან [[ქვიშაქვა|ქვიშაქვაში]]. დაზიანებულია., კერძოდ, ზედაპირის მნიშვნელოვანი ნაწილი მას მოტეხილი აქვს. ფრაგმენტებიდან ნაწილი ადგილზე, გათხრების დროს აღმოჩნდა, ნაწილი კი დაკრგულია.
 
ტრაპეზი მდიდრულადაა შემკული. ოთხივე კუთხეში მას ნახევარსვეტი აუყვება. წინა კუთხეების ამყოლი ორივე ნახევარსვეტი შედგენილია თანაბარი ზომის ბურთულებისგან, რომლებიც ერთმანეთისგან განცალკევებულია ვიწრო, ორმაგი, რელიეფური ზოლით. უკანა კუთხეების ამყოლი სვეტები კი სადაა. ტრაპეზის წინა მხარე გაყოფილია თითქმის თანაბარი სიმაღლის სამ არედ, რომლებიც ერთმანეთისგან, გამიჯნულია ბრტყელი ზოლით. ზედა და შუა არეების გამყოფი ზოლი გაფორმებულია ნაძვის წიწვისებრად განლაგებულია ხაზების რიგით. როგორც ჩანს, ასეთივე ზოლით იყო გამიჯნული შუა და ქვედა არეც. სამივე არე მოქცეულია ერთიან, ორმაგ რელიეფური ზოლით გამოყვანილ, ვიწრო ჩარჩოში. სამივე არეზე გამოსახულია თითო მრავალფიგურიანი, რელიეფური კომპოზიცია. ფიგურები დაბალი რელიეფით არის მოცემული და პლასტიკურად თითქმის დაუმუშავებელია.