მანავის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 3:
ეკლესია დარბაზულია, ნაგებია მოზრდილი ზომის [[რიყის ქვა|რიყის ქვითა]] და ქვიშაქვის ნატეხი ქვით, ალაგ-ალაგ გამოყენებულია [[შირიმი|შირიმიც]]. ძლიერ დაზიანებულია: შენობას გადახურვა და კედლების ზედა ნაწილები დანგრეული აქვს. შემორჩენილი კედლებიდან ყველაზე დიდ სიმაღლეზე ჩრდილოეთ კედელი დგას.
 
აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ღერძზე გაჭრილია განიერი, გარეთკენ შევიწროვებული სარკმელი. აფსიდის ორივე გვერდში თაღოვანი [[ნიში (არქიტექტურა)|ნიშაა]], რომლებიც იატაკის დონიდან იწება. ორივე [[ნიში (არქიტექტურა)|ნიშის]] გვერდით თითო პატარა, სწორკუთხა ნიშაცაა. დარბაზის გრძივი კედლები პილასტრების გარეშეა. გარედან ეკლესიის შემორჩენილი კედლები სადაა. სამხრეთ ფასადის წყობაში ჩატანებულია შირიმის საკმაოდ დიდი, სრულიად დაუმუშავებელი ქვა.
 
==ლიტერატურა==