მანავის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''მანავის ეკლესია''' — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიცი...
 
No edit summary
ხაზი 1:
'''მანავის ეკლესია''' — არქიტექტურული ძეგლი [[საგარეჯოს მუნიციპალიტეტი|საგარეჯოს მუნიციპალიტეტის]] სოფელ [[მანავი|მანავში]], სოფლის ჩრდილოეთით, ოთხიოდე კილომეტრის მანძილზე, ნასოფლარ თარაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით,აღმოსავლეთ განაპირას, სწორ ადგილზე. განეკუთვნება განვითარებულ [[შუა საუკუნეები|შუა საუკუნეებს]].
 
ეკლესია დარბაზულია, ნაგებია მოზრდილი ზომის [[რიყის ქვა|რიყის ქვითა]] და ქვიშაქვის ნატეხი ქვით, ალაგ-ალაგ გამოყენებულია [[შირიმი|შირიმიც]]. ძლიერ დაზიანებულია: შენობას გადახურვა და კედლების ზედა ნაწილები დანგრეული აქვს. შემორჩენილი კედლებიდან ყველაზე დიდ სიმაღლეზე ჩრდილოეთ კედელი დგას.
 
აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ღერძზე გაჭრილია განიერი, გარეთკენ შევიწროვებული სარკმელი. აფსიდის ორივე გვერდში თაღოვანი [[ნიში (არქიტექტურა)|ნიშაა]], რომლებიც იატაკის დონიდან იწება. ორივე ნიშის გვერდით თითო პატარა, სწორკუთხა ნიშაცაა. დარბაზის გრძივი კედლები პილასტრების გარეშეა. გარედან ეკლესიის შემორჩენილი კედლები სადაა. სამხრეთ ფასადის წყობაში ჩატანებულია შირიმის საკმაოდ დიდი, სრულიად დაუმუშავებელი ქვა.
 
==ლიტერატურა==