ალექსანდრე სვანიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
{{ინფოდაფა პიროვნება
| სახელი = ალიოშა სვანიძე
| ფოტო =Aliosha Svanidze 1915.jpg
| ფოტოს სიგანე =
|წარწერა = 1915 წელს, უნივერსიტეტში სწავლისას
| დაბსახელი = ალექსანდრე სვანიძე
| დაბთარიღი = [[1886]]
ხაზი 31:
ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, 1920-1921 წლებში იყო საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის დასავლეთის განყოფილების უფროსის მოადგილე, 1921-1924 წლებში ეკავა ამიერკავკასიის სფსრ განათლების და ფინანსთა სახალხო კომისრის თანამდებობა, იმავდროულად ეკავა [[საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა|საქართველოს სსრ]] საგარეო საქმეთა და ფინანსთან სახალხო კომისრის თანამდებობები. მონაწილეობას იღებდა [[ყარსის ხელშეკრულება|ყარსის კონფერენციაში]], სადაც 1921 წლის 13 ოქტომბერს, ხელი მოეწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას საბჭოთა კავშირსა და თურქეთს შორის, რომლის მიხედვითაც [[თურქეთი|თურქეთმა]] დათმო [[ბათუმი]] და [[გიუმრი]], ხოლო სანაცვლოდ საბჭოთა კავშირმა [[ართვინი]], [[არტაანი]], [[ყარსი]] და [[იღდირი]]<ref>[http://hrono.ru/dokum/192_dok/19211013kars.php Договор о дружбе между АССР, ССРА и ССРГ с одной стороны и Турцией с другой, заключенный при участии РСФСР в Карсе]</ref><ref>ვარდოსანიძე ს., გურული ვ., ხარაძე კ., ჯიქია ლ., კვარაცხელია მ., საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ისტორია (1917-1957), თბ., 2015</ref>. 1922 წელს გადააყენეს ფინანსთა სახლახო კომისრობიდან, რადგან მხარს უჭერდა ქართული ფულის ერთეულის შენარჩუნებას.<ref>{{cite book| | first=| last= [[ნიკიტა თალაკვაძე|თალაკვაძე, ნ.]]| series= | title=„მოქალაქე მღვდლის დღიურიდან“| publisher=ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი |location=თბილისი |year=2013| origyear=| isbn=978-99940-28-77-1| edition=|page=359|url=}}</ref>
 
1921 წელს ალიოშამ ცოლად შეირთო თბილისის ოპერის მომღერალი, ქართველი ებრაელი მარია კორონა, რომლისთვისაც ეს მეორე ქორწინება იყო. პირველი ქორწინებიდან მას ჰყავდა ვაჟი ანატოლი, მეუღლე კი 1918 წელს გარდაეცვალა. ალიოშას და მარიას 1927 წელს ვაჟი ჯონი (ივანი) შეეძინათ, რომელსაც სახელი [[ამერიკელები|ამერიკელი]] ჟურნალისტის [[ჯონ რიდი|ჯონ რიდის]] პატივსაცემად დაარქვეს.<ref name="მარია კორონა">[http://www.hrono.ru/biograf/bio_s/svanidze_ma.html Сванидзе (Корона) Мария Анисимовна, hrono.ru]</ref>[[ფაილი:Aliosha Svanidze 1915.jpg|მინი|439x439პქ|1915 წელს, უნივერსიტეტში სწავლისას]]

1924-1935 წლებში მუშაობდა სსრკ სავაჭრო წარმომადგენლად გერმანიაში, ამავე დროს სსრკ საგარეო ვაჭრობის ბანკის სამმართველოს თავმჯდომარე. 1935 წლიდან იყო სსრკ სახელმწიფო ბანკის სამმართველოს თავმჯდომარის მოადგილე. თანამედროვეების გადმოცემით ამ პერიოდში ის იყო სტალინთან ყველაზე დაახლოებული პიროვნება.
 
პოლიტიკური კარიერის პარალელურად აქტიურად იყო ჩართული სამეცნიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში: სწავლობდა ძველი აღმოსავლეთის ისტორიას; აქტიურად იყო დაკავებული ალაროდიული ენების შესწავლით; [[ასურეთი|ასურეთის]] და [[ურარტუ|ურარტუს]] უძველეს წყაროებზე დაყრდნობით მოამზადა ნარკვევი მაშინდელი პერიოდის [[სამხრეთი კავკასია|ამიერკავკასიაზე]]; რუსულ ენაზე თარგმნა [[შოთა რუსთაველი|შოთა რუსთაველის]] [[ვეფხისტყაოსანი]]; დააარსა ჟურნალი [[:wikidata:Q3224523|Вестник древней истории]], რომლის პირველი რედაქტორი თავადვე იყო.