სამშვილდე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 37:
}}
 
'''სამშვილდე''' — ერთ-ერთი უძველესი ისტორიული ციხე-ქალაქი [[საქართველო]]ში, ახლანდელი სოფელ [[სამშვილდე (თეთრი წყაროსთეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი)|სამშვილდის]] მახლობლად, ისტორიულ [[ქვემო ქართლი|ქვემო ქართლში]]. ციხე-ქალაქი შემორჩენილია ნანგრევების სახით. ქალაქისათვის შერჩეული იყო მდინარე [[ჭივჭავა|ჭივჭავისა]] და [[ქცია|ხრამი]]ს შესართავში მდებარე ბუნებრივად გამაგრებული კონცხი, რომლის ორ მხარეს კლდოვანი, შვეული ხრამებია, მესამე მხარეს მას გალავანი შემოუყვება.
 
==ისტორია==
[[ვახუშტი ბატონიშვილი]]ს მას ქართლის ცხოვრებაში მოხსენიებული ორბის ციხედ მოიაზრებდა. თუმცა ზოგიერთი თანამედროვე მეცნიერთა აზრით ორბის ციხე ალგეთის ხეობაში მდებარე [[ორბეთის ციხე]]ს აღნიშნავს.
 
ნაქალაქარი ქართლის სახელმწიფოს წარმოქმნისთანავე წარმოადგენდა [[სამშვილდის საერისთავო|სამშვილდის საერისთავოს]] ცენტრს. მის მიდამოებში მდებარე [[გამოქვაბული|გამოქვაბულები]], [[მენჰირი|მენჰირები,]] [[ნამოსახლარი|ნამოსახლარები]] და მათთან ვრცელი [[სამაროვანი|სამაროვნები]], არქეოლოგიური კვლევის შედეგებით მიეკუთვნება ძვ. წ. IV ათასწლეულის II ნახევარსა და III ათასწლეულს. სამშვილდე იხსენიება [[ალექსანდრე მაკედონელი]]ს საქართველოში ვითარსი ლაშქრობასთან დაკავშირებით. VIII-IX საუკუნეებში სამშვილდე [[თბილისის საამირო|თბილისის საამიროს]] ექვემდებარებოდა ხოლო მფლობელები "ნათესავით [[პიტიახში|პიტიახშნი]]" იყვნენ. IX საუკუნის ბოლოს სამშვილდეს [[ანისის სამეფო|ანისის სამეფოს]] დაეუფლა. X საუკუნის დასაწყისში მთავარიტაოს ერისთავთ-ერისთავი [[გურგენ IV|გურგენი]] შეეცადა სამშვილდის განთავისუფლებას, მაგრამ უშედეგოდ.
 
X საუკუნის ბოლოს სამშვილდე გახდა [[ტაშირ-ძორაგეტის სამეფო]]ს დედაქალაქი (ამის გამო ქართულ წყაროებში სომეხი მეფე დავითი (989-1049) სამშვილდარად იხსენიება). [[1001]] წელს სამშვილდე დაიპყრო ანისის მეფემ [[გაგიკ I|გაგიკ I-მა]]. [[1064]] სომეხთა მეფემ [[კვირიკე II (სომეხი)|კვირიკე II-მ]] ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს ცენტრი სამშვილდიდან [[ლორე]]ში გადაიტანა. XII-XIII საუკუნეებში ქართულ და სომხურ წყაროებში სამშვილდე ეწოდება აგრეთვე ციხე-ქალაქის მიმდებარე ტერიტორიას - "ყოველი სამშვილდე". ამ პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა სამშვილდის სამხედრო-პოლიტიკური მნიშვნელობა. ქვემო ქართლის მრავალი ციხესიმაგრე ცნობდა მის პირველობას.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სამშვილდე“-დან