გიორგი ჩანგაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
 
== ბიოგრაფია ==
გიორგი ჩანგაშვილმა დაამთავრა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეომორფოლოგიის სპეციალობით 1948 წელს. მუშაობა დაიწყო საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მდივნის თანამდებობაზე; 1951–54 წლებში სწავლობდა [[საქართველოს მეცნიერებათა აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის]] ასპირანტურაში აკადემიკოს [[ალექსანდრე ჯავახიშვილი]]ს ხელმძღვანელობით; 1956 წლიდან მუშაობდა [[ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი|ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში]], 1977-1980 წლებში იყო თანამედროვე გეომორფოლოგიური პროცესების ჯგუფის ხელმძღვანელი; 1980-1990 წლებში თანამედროვე გეომორფოლოგიური პროცესების ლაბორატორიის გამგე, შემდეგ იყო წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი, კახეთის[[კახეთი]]ს სტიქიური გეომორფოლოგიური პროცესების ექსპერიმენტული სტაციონარის ხელმძღვანელი.

საკანდიდატო დისეტაცია დაიცვა 1955 წელს თემაზე: „მდ. ალაზნის აუზის მარჯვენა მხარის გეომორფოლოგია (სოფ. ბაკურციხის ზემოთ)“. მის სადისერტაციო ნაშრომში მოცემულია უხვი ფაქტობრივი მასალა, რომელიც ველზე კვლევის შედეგად შეაგროვა. მთავარი ყურადღება გამახვილებულია თანამედროვე [[გეომორფოლოგია|გეომორფოლოგიურ პროცესებზე]], განსაკუთრებულ სტიქიურ მოვლენებზე და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებზე. შესრულებული აქვს 102 სამეცნიერო ნაშრომი, რომელთგან 70 გამოქვეყნებულია და 40 სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომი (ჟურნალ-გაზეთებში). მისი ბევრი წინადადება და რეკომენდაცია დაინერგა სახალხო მეურნეობასა და საპროექტო დაწესებულებებში, მათ შორის, [[ეროზია|გვერდითი ეროზიით]] წაღებული მიწების აღდგენის შესახებ (წინანდლის დენდროლოგიური პარკი). მუშაობდა სტიქიურ გეომორფოლოგიურ პროცესებსა და გეოეკოლოგიაზე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის: სსრკ გეოგრაფიის ინსტიტუტის საპატიო სიგელი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი (1962), საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1984). ომისა და შრომის ვეტერანი, ხოდაშნის ს/კ სტაციონარის ხელმძღვანელი. საკანდიდატო დისეტაციის თემა - "მდ. ალაზნის აუზის მარჯვენა მხარის გეომორფოლოგია (სოფ. ბაკურციხის ზემოთ)", დაიცვა 1955 წელს.