ადერკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 56:
 
[[მითრიდატე (სომხეთის მეფე)]]
 
==ისტორიული წყაროები==
;მოქცევაჲ ქართლისაჲ<ref>[http://www.amsi.ge/istoria/qm/qarTlis_moqceva.pdf მოქცევაჲ ქართლისაჲ]</ref>
{{ციტატა|და მეფობდა როკ, რომელმან რაჲთურთით მცხეთაჲ გაიშორა. და მეფობაჲ ორად გაიყო, ორნი მეფენი დასხდეს იმიერ და ამიერ.}}
;მეფეთა ცხოვრება<ref>[http://science.org.ge/new/upload/filemanager/documents/Books/Kartlis%20cxovreba/2%20leonti.pdf მეფეთა ცხოვრება]</ref>
{{ციტატა|და ამან ადერკი დაიპყრა ყოველი ქართლი და ეგრისი, და მოსცა სომეხთა მეფემან ასული თჳსი ცოლად, და დაჯდა მცხეთას, და მეფობდა კეთილად. ოცდაათისა წლისა მეფე იქმნა და ორმეოცდაათჩჳდმეტ წელ მეფობდა.
 
ხოლო პირველსავე წელსა მეფობისა მისისასა იშვა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე ბეთლემს ჰურიასტანისასა, და მოვიდეს მისა მოგუნი ძღუნისა შეწირვად. და შემდგომად მოგუთა შესლვისა იერუსალემს მოვიდა ჰამბავი მცხეთას, ვითარმედ სპარსთა იერუსალემი წარმოტყუენესო. და ჰურიანი, რომელნი მცხეთას იყვნეს, იქმნა მათ შორის გლოვაჲ და ტირილი. და შემდგომად მეორესა წელსა, სხუაჲ მოვიდა ჰამბავი, ვითარმედ: „სპარსნი იგი არა ტყუენვად მოვიდეს იერუსალემს, არამედ აქუნდა ძღუენი ყრმისა ვისმე შობილისათჳს“. და განიხარეს ჰურიათა მცხეთელთა.
 
შემდგომად ამისა ვითარ გარდაჴდეს წელნი ოცდაათნი, მოვიდეს მოციქულნი ჰურიათაჲსანი იერუსალემით ჰურიათა თანა მცხეთელთა, ვითარმედ: „იგი, რომლისათჳს მოვიდეს მოგუნი და შეწირეს ძღუენი, აღზრდილ არს და იტყჳს იგი თავსა თჳსსა ძედ ღმრთისა. და აწ წარმოგჳვლენიან ჩუენ მოციქულნი ყოველთა ჰურიათა თანა, რაჲთა მოვიდენ მეცნიერნი შჯულისანი და განვიკითხოთ და განვბჭოთ მის ზედა. და აწ თქუენგანცა შჯულისა მეცნიერნი წარმოვიდენ“.
 
და წარვიდეს მცხეთით ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი და მუნ დახუდეს ჯუარცუმასა უფლისასა.
 
და მოიღო მუნით კუართი უფლისაჲ ელიოზ მცხეთელმან, ვითარცა წერილ არს ესე განცხადებულად „მოქცევასა შინა ქართლისასა“.
 
და ამან მეფემანვე ადერკი უმატა ყოველთა ციხე-ქალაქთა ქართლისათა სიმაგრე და უმეტეს მოამტკიცნა ზღუდენი ქალაქისა მცხეთისანი წყლისა იმიერ და ამიერ.
 
და ამისვე ადერკისა მეფობასა შინა მოვიდეს ათორმეტთა მოციქულთაგანნი ანდრია და სჳმეონ კანანელი აფხაზეთს და ეგრისს. და მუნ აღესრულა წმიდაჲ სჳმეონ კანანელი ქალაქსა ნიკოფსსა, საზღვარსა ბერძენთასა, ხოლო ანდრია მოაქცინა მეგრელნი და წარვიდა გზასა კლარჯეთისასა.
 
ხოლო ვითარცა ესმა მეფესა ადერკის მეგრელთაგან სჯულისა დატევებაჲ, განუწყრა და წარავლინნა ერისთავნი მისნი და იძულებით კუალადვე მიაქცივნა მეგრელნი, და დამალნეს ჯუარნი და ხატნი. და შერისხნა მეფე ერისთავთა კლარჯეთისათა, რომელ მშჳდობით განუტევეს ანდრია მოციქული.
 
და ამისვე ადერკის მეფობასა გამოჩნდა კუალად მეფობაჲ სპარსეთისაჲ, რამეთუ, რაჲთგან შესრულ იყო ალექსანდრე და განერყუნა სპარსეთი, აქა ჟამამდე არღარა დაჯდომილ იყო მეფე სპარსეთს, რამეთუ ადგილთა და ადგილთა იყვნეს ერისთავნი სპარსეთსა. მაშინ შეკრბეს ერისთავნი სპარსეთისანი და დასუეს მეფედ აჟღალან ბრძენი. მაშინ სომეხნი და ქართველნი იყვნეს მორჩილ აჟღალანის, სპარსთა მეფისა.
 
და ვიდრე ადერკის მეფობადმდე ერთი დაჯდის ქართველთა მეფედ, რაჲზომცა მრავალ იყვნიან შვილნი მეფეთანი. და ამას ადერკის ესხნეს ორ ძე, რომელთა განუყო ქალაქი მცხეთაჲ და ქუეყანაჲ მტკუარსა, შიდაქართლი, მცხეთაჲ, მუხნარით კერძი ქალაქი და ყოველი ქართლი მტკუარსა ჩრდილოჳთ, ჰერეთითგან ვიდრე თავადმდე მტკუარისა და ეგრისისა, ესე მისცა ბარტომს, ძესა თჳსსა, ხოლო არმაზით კერძი ქალაქი მტკუარსა სამხრით, ქართლი ხუნანითგან ვიდრე თავადმდე მტკუარისა, და კლარჯეთი, მისცა ქართამს, ძესა თჳსსა.}}
;ივერიის ისტორია (თეიმურაზ ბატონიშვილი)<ref>[http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/65894/1/Teimuraz_Batonishvili_Istoria.pdf ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგისა, რომელ არს სრულიად საქართველოისა]</ref>
{{ციტატა|დაიპყრა ყოველი ივერია მეფემან ადერკი და იწყო მართებად მათდა სიმშვიდით და კეთილად ყოვლითა წარმატებითა, განმტკიცნა ზღუდენი და სიმაგრენი ქალაქისა მცხეთისანი და სიმაგრეტა აღუმატა ნაპირთა ზედა მდინარეთა და მთათა სამეუფოსა მის ქალაქისასა. შეიყვარეს ყოველთა ქართლოსიანთა ფრიად და მორჩილებდეს მას ერთგულებით და მოიყვანა მეფემან ადერკი '''ასული ედესისა მეფისა ავგაროზისა''' და ქმნა ქორწილი ჩინებული, იშვებდა და იხარებდა და იყო ყოველი ივერია განცხრომით მშვიდობასა და წარმატებასა შინა.
 
ხოლო პირველსა წელსა მეფობისა ამისსა იშვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბეთლემს ურიასტანისასა...
 
წინაითვე მოსწავებისათვის სრულიად ივერიის მოქცევისათვის კერპთ-მსახურებისაგან ქრისტეს სარწმუნოებასა ზედა საქართველოსა საეკლესიოსა მოთხრობათაგან, თუ რომლისა სახითა მოტანილ იქმნა ივერიად ქალაქსა მცხეთას კვართი იგი, რომელიცა ემოსა უფალსა ჩვენსა იესო ქრისტესსა, რომელსა ზედაცა ურიათა განიგდეს წილი ჯვარცმის მისისა ჟამსა...
 
შეასრულა რა სიტყვაჲ ესე ქალწულმან სიდონია, მპყრობელი მკერდსა ზედა თჳსსა კვართისა უფლისასა დაეცა ქვეყანასა ზედა და მოკვდა და სული თჳსი ხელთა ღუთისათა შევედრა. იხილარა ესე ძმამან მისმან ელიოზ მოიცვა იგი შიშისა ზარმან და საკვირველებამან, იგლოვდა დასა მას თჳსსა მწუხარებითა დიდითა და ტყებიტა; მაშინ ენება ელიოზს, რათა გამოუღოს კვართი იგი უფლისა გულისაგან დისთჳსისა და მიჰყო რაჲ ჴელი ვერა შეუძლო გამოღებად მკვლავთაგან კვდრისა მის და მწე ექმნენ მას მოყვასნი მისნი და ვერცა მათ უძლეს გამოღებად...
 
მაშინ შეკრბენ მუნ უმრავლესნი ერნი და განმგენი ქალაქისანი და აცნობეს საკვირველებაჲ ესე მეფესა ადერკის. მოვიდა თჳთ მეფე და დიდებულნი კარისა მისისანი, იხილეს რა საკვირველებაჲ ესე და საკვირველი იგი კვართი ქრისტესი ფრიად ჰსთნდა მეფესა, რათა აქვნდეს თჳთ, მრავლისა გულისმოდგინებითა იღვაწეს და ვერ შეუძლეს, ვერცა კვართი იგი აღებად გულისაგან სიდონიასა და ვერცაღა მისი უძლეს შეძვრად ადგილისა მისგან...
 
შემდგომად ქრისტეს ამაღლებისა მეექვსესა წელსა მოიწივნეს ესე ორნი მოციქულნი ქრისტესნი პირველ-წოდებული ანდრია და სიმონ კანანელი...
 
თუმცაღა წმინდათა საღმრთოთა მოციქულთა ჰქადაგეს და მოაქცივნეს მრავალნი და მას ჟამსა არცა მეფემან ადერკიმ უქმნა წინა-აღმდეგი რაჲმე...
 
ხოლო იყო ადერკი მეფე სიმხნითა და გონიერებითა თჳსითა და ეშინოდათ გარემოთა თჳსთა ყოველთა მისგან, აქუნდა უკვე მეფესა ადერკის რომაელთა თანა ფრიადი შეკრულება და ამათ ჟამთა შორის იყო უკვე შფოთი მრავალთა ძლით აღრეულებათა პართიანელთა და სომეხთა შორის; ხოლო ივერიელნი სარგებლობდნენ ამით უმეტეს წარმატებასა შინა...
 
ხოლო ჰყვეს მეფესა ადერკის ძენი ორნი ბარტომ და ქართამ; ხოლო ქართამს ყვნეს ძენი ფარსმან და მიტრიდატ, ხოლო ესე ფარსმან და მიტრიდატ იყვნეს ფრიად მხნენი, გოლიათნი და ყოვლითა სამამაცოთა ზნეთა და სამოქალაქოთაცა განსწავლულნი. მიტრიდატ უკვე პაპამან თჳსმან ადერკი მეფემან მისცნა კეისარსა ტიბერიოსს და აღზარდა მან და სათნო უჩნდა თვალთა მისთა იგი ფრიად. და ვინაჲთგან სათანადო იყო ჟამსა მას აღრეულებათაგამო სხვათა და სხვათა პართიელთა და სომეხთა შორის; ამისთვის სათნო იჩინა და შერაცხა იგი ერთგულად ტიბერიოსმან და მოსცა მას მეფობა სომეხთა და განაძლიერა იგი პირისპირ პართიანელთა და სპარსთა, რამეთუ მაშინ ეპყრათ სომხითი პართიანელთა და არა მორჩილებდეს რომაელთა.
 
წარმოავლინა რა მიტრიდატ ძალითა დიდითა ტიბერიოსმან მოუმცნაცა მეფესა ადერკის, რათა იგიცა მწე ეყოს მიტრტიდატს შვილისშვილსა თჳსსა. ხოლო ადერკიმ წარუვლინა მხედრობითა მრავლითა ძის ძეჲვე ფარსმან, მიუღეს პართაგან სომხითი და იქმნა მიტრიდატ მეფე სომეხთა ზედა (ამას უხმობდეს რომაელნი მიტრიდატ ივერსა)...
 
ხოლო განაწესა ამან და დასდვა, რათა იქმნებოდენ შემდგომად მისთა ორნი მეფენი, მსგავსად ძველთა მათ ჩვეულებათა ლაკედემონიელთასა და ზოგად ორთავე ძეთა თჳსთა მისცა მეფობაჲ ქართამს და ბარტომს; ხოლო განჰყოფდა ქალაქსა მცხეთასა საშუალ მდინარე მტკვარი, გამოღმით მცხეთა და გაღმით არმაზი. დაადგინა პალატსა შინა მცხეთისასა ქართამ და პალატსა შინა არმაზისასა ბარტომ...
 
გარდაიცვალა მეფე ადერკი წელთა ქრისტესით 43 ორმეოცდამესამესა, იგლოვეს იგი ყოველმან ივერიამან და დაფლეს სამარხოსა მეფეთასა ბომონსა არმაზ კერპისა მთისასა დიდისა დიდებითა.}}
 
;საქართველოს ისტორია (ვახუშტი ბატონიშვილი)<ref>[http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/68532/1/Vaxushti_Saqartvelos_Istoria_Nawili_Pirveli.pdf ვახუშტი ბატონიშვილი საქართველოს ისტორია გამოცემული დ. ბაქრაძის მიერ, თბ., 1885 წ.]</ref>
 
{{ციტატა|და დაიპყრა ადერკიმ ყოველი საქართველო და შეირთო ასული სომეხთა მეფისა. ხოლო ამის მეფობისა პირველსა წელსა იშვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე და მოვიდა ამბავი, ვითარ შევიდნენ სპარსნი იერუსალიმს მოტყვენვად და შეწუხდნენ ურიანი მცხეთელნი; არამედ კვალად მოვიდა ამბავი არა მოტყვენვად, არამედ ყრმისა ახალშობილისა თაყვანისცემად. შემდგომად მეოცდაათესა წელსა მოითხოვეს მცხეთელთა ურიათა იერუსალიმითგან განკითხვისა და ჯვარ-ცმისათვის იესო ქრისტესა. ხოლო წარვიდნენ ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი ურიანი და ამათ მოიღეს კვართი უფლისა მცხეთას. და კვალად ოცდამეთვრამეტესა წელსა მოვიდნენ მოციქულნი ანდრია მოციქული და სვიმონ კანანელი. ანდრიამ მოაქცივნა მეგრელნი და წარვიდა. ხოლო სვიმონ მოკვდა მუნდა დაფლეს ნიკოფსიას. ჰსცნა რა ადერკიმ, შერისხნა მეგრელთა და მათ დამალნეს ხატნი და ჯვარნი; კვალად შერისხნა ერისთავსა კლარჯეთისასა მშვიდობით განტევებისათვის ანდრიასსა. კვალად ამასვე ჟამსა იწყო მეფობად სპარსეთს ჟღალან (რამეთუ ოდით შესრულ იყო ალექსანდრე დიდი, არღარა იყო მეფობა სპარსთა), და მორჩილებდნენ სომეხნი და ქართველნი. ხოლო ადერკის ესხნეს ორნი ძენი ბარტომ და ქართამ; ამათ განუყო სამეფო: ბარტომს მისცა მცხეთა და ჩრდილო-კერძი ჰერეთით ვიდრე ეგრისით ზღვადმდე; ხოლო ქართამს არმაზი და სამხრეთით კერძი ბერდუჯითგან ვიდრე ზღვადმდე პონტიისა. რამეთუ ამის მეფობამდე რაოდენი ჰყვნენ ძენი მეფეთა, იყვის მეფე ერთი; ხოლო ამან გაყო ესრეთ, რამედ თვით გამეფდა 30 წლისა და იმეფა 57 წელი მშვიდობით და ნებიერად; შემდგომად მოკვდა დასაბამითგან 4004, ქართულსა 339, ქრისტეს შემდეგ 55.}}
 
{{დაიწყე ყუთი}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ადერკი“-დან