ფრედი მერკური: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 55:
მერკური დაიბადა [[ზანზიბარი]]ს კუნძულზე, [[ტანზანია]]ში. მისი მშობლები იყვნენ ბომი და ჯერ ბულსარები, რომლებიც მისდევდნენ [[ზოროასტრიზმი|ზოროასტრიზმს]]. ბულსარების ოჯახი გადავიდა ზანზიბარში, იმისთვის რომ მამამისს გაეგრძელებინა მუშაობა. ფაროჰს ჰყავდა უმცროსი დაც - კაშმირა.
 
1954 წელს, რვა წლის ასაკში ფრედი წაიყვანეს წმინდა პიტერის სკოლაში ინდოეთში, [[ბომბეი]]სთან ახლოს. სკოლის პერიოდში ის გატაცებული იყო სპორტით, განსაკუთრებით კი კრივით. სკოლაში მან ჩამოაყალიბა პოპულარული ჯგუფი, რომელსაც „[[The Hectics]]“ ერქვა, იგი [[ფორტეპიანო]]ზე უკრავდა. მისი ძველი მეგობარი იხსენებს, რომ ფრედის შეეძლო [[რადიო]]ში გაგონილის პიანინოზე ზუსტად გადმოტანა. ამ დროს იგი საკუთარ თავს უკვე უწოდებდა "ფრედის"„ფრედის“. მერკური თითქმის მთელი ბავშვობა ინდოეთში ცხოვრობდა ბებიასთან და დეიდასთან ერთად. განათლების მიღების შემდეგ იგი ზანზიბარში დაბრუნდა.
 
1964 წლის რევოლუციის გამო 17 წლის მერკური ოჯახთან ერთად ზანზიბარიდან გაიქცა და დასახლდა ლონდონში. იგი შევიდა სასწავლებელში, სადაც ეუფლებოდა ხელოვნებას. სწავლის დამთავრების შემდეგ ფრედი მუშაობდა ბევრ ადგილას- ლონდონში ყიდდა მეორად ტანსაცმელს, ასევე მუშაობდა აეროპორტშიც. მისი ძველი მეგობრები იხსენებენ, რომ იგი იყო წყნარი და მორცხვი ახალგაზრდა, რომელიც დიდად იყო გატაცებული მუსიკით. 1969 წელს მან ჩამოაყალიბა ჯგუფი „[[Ibex]]“, რომლის სახელი მალევე გადაკეთდა „<nowiki/>[[Wreckage]]-ადად“. ჯგუფი დაიშალა. 1970 წლისთვის იგი შევიდა „[[Sour Milk Sea]]“ შემადგენლობაში, რომელიც ასევე დაიშალა.
 
ამავე წლის აპრილში მერკურიმ გაიცნო გიტარისტი ბრაიან მეი და დრამერი როჯერ ტეილორი, რომელთა ჯგუფსაც „[[Smile]]“ ერქვა. იგი შეუერთდა მათ და ჯგუფსაც ახალი სახელი „[[Queen]]“ შეურჩია. სწორედ ამ დროისთვის მან კანონიერად გადაირქვა სახელი ფრედი მერკურად.
ხაზი 73:
=== კომპოზიტორი ===
 
მერკურიმ დაწერა ჩვიდმეტიდან ათი სიმღერა ალბომიდან „<nowiki/>[["Greatest Hits"|Greatest Hits]]<nowiki/>“ : [[Bohemian Rhapsody]], [[Seven Seas of Rhye]], [[Killer Queen]], [[Somebody to Love]], [[Good Old-Fashioned Lover Boy]], [[We Are the Champions]], [[Bicycle Race]], [[Don't Stop Me Now]], [[Crazy Little Thing Called Love]] და [[Play the Game]], ამ ალბომში შეტანილი იყო Queen-ის საუკეთესო ჰიტები.
 
ხალხის აზრით მისი წარმატებული კომპოზიტორობა ძირითადად განპირობებული იყო იმით, რომ იგი იყენებდა მრავალ მუსიკალურ ჟანრს და მიმდინარეობას და არ იყო შემოფარგლული მხილოდ ერთით(მაგ. მხოლოდ როკით, დისკოთი და სხვ.) იგი ამბობდა რომ მას არ შეეძლო და არ უყვარდა ერთიდაიგივის კეთება მრავალჯერ, რაც აისახება მის სიმღერებზეც. სიმღერებს იგი ძირითადად წერდა პიანინოზე და დაწერისას იყენებდა უამრავ აღნიშვნას.
ხაზი 87:
მერკური ცნობილი იყო მისი საშემსრულებლო ნიჭით. იგი კონცერტებზე ადვილად იყოლიებდა ხალხს და მათგან ითხოვდა აყოლოდნენ მუსიკას, როგორც მიმიკებით, ასევე ხშირად სიმღერითაც.
 
მერკურის ყველაზე შედეგიან გამოსვლად [[Queen]]-თან ერთად ითვლება 1985 წლის „<nowiki/>[["Live Aid"|Live Aid]]<nowiki/>“, როდესაც მთელი სტადიონი (72 000 ადამიანი) ტაშს აყოლებდა, მღეროდა და უნისონში ირხეოდა. მისი კარიერის განმავლობაში მას Queen-თან ერთად შესრულებული აქვს 700-მდე კონცერტი.
 
== პირადი ცხოვრება ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფრედი_მერკური“-დან