სულ მცირე III საუკუნის მეორე ნახევარში ტრირი იქცა [[საეპისკოპოსო რეზიდენცია (ტრირი)|ეპისკოპოსის სარეზიდენციო]] ქალაქად; პირველი ეპისკოპოსი [[ევქარიუსი]] გახდა. 271–დან271-დან 274 –მდე-მდე კი ქალაქი იქცა სეპარატისტული წარმონაქმნის ე.წ. [[გალთა იმპერია (Imperium Galliarum)|გალურ–რომაულგალურ-რომაულ]] იმპერიის კეისრის [[ტეტრიკუს I.)|ტეტრიკუს I.]]-ს [[რეზიდენცია|სარეზიდენციო]] ქალაქად. 275 წელს ტრირს [[ალემანები]] შემოსევიან და დაუნგრევიათ იგი. 293–392293-392 წლებში კი ’’’ტრევერისი’’’ გადაიქცა დასავლეთ რომის კეისრის სარეზიდენციო ქალაქად. (იხ. [[გვიანი ანტიკური ხანა]]). [[კონსტანტინე დიდი]]ს (306–337306-337) მმართველობისას ქალაქი ისევ აშენდა და სხვა შენობათა შორის, რომელიც ამ დროს აღიმართა, იყო სასახლე–დარბაზისასახლე-დარბაზი (დღევანდელი [[კონსტანტინე ბაზილიკა|კონსტანტინეს ბაზილიკა]]) და [[(კეისრის აბანო (ტრირი))|კეისრის აბანო]].
326 წელს კეისრის ოჯახის სასახლის კერძო, საცხოვრებელი ნაწილები ორმაგ ბაზილიკად გადააკეთეს, რომლის ფრაგმენტების ამოცნობა [[ტრირის ტაძარი|ტაძრისა]] და [[ტრირის ღვთისმშობლის ეკლესია|ღვთისმშობლის ეკლესიის]] მიდამოებში დღესაც შეიძლება. 318 წელს ტრირი დასავლეთ რომის იმპერიის ’’’გალთა პრეფექტურის’’’ ცენტრი ხდება. აქვე, 328–340 წწ. იყო კეისარ [[კონსტანტინე 2–ე2-ე (რომი)|კონსტანტინე 2]]–ის-ის რეზიდენცია. 367 – -392 წწ. ტრირი [[ვალენტინიანე I.|ვალენტინიანე]]ს, [[გრაციანე]]ს, [[მაგნუს მაქსიმუსი]]სა და [[ვალენტინიანე II.]]–ს-ს მმართველობის ქვეშ იმყოფება, შესაბამისად დასავლეთ რომის იმპერიის სამთავრობო ცენტრია, ამავდროულად ქალაქის მოსახლება 80.000–დან 000-დან 100.000– 000- მდე მცხოვრებს შეადგენს და [[ალპები]]ს ჩრდილოეთით ყველაზე დიდი ქალაქად ითვლება.
407 წელს გალიაში [[ვანდალები]]ს, [[ალანები]]სა და [[სვებები/სუებები|სვებები]]ს შემოსევის შემდეგ ’’’გალთა პრეფექტურა’’’ [[არლი|არლში]] გადაიტანეს [[რონი|რონთან]]. V საუკუნეში ტრირი სავარაუდოდ 413–421413-421 [[ფრანკები|ფრანკებს]], ხოლო 451 წელს [[ატილა]]ს მეთაურობით [[ჰუნები|ჰუნებს]] დაუპყრიათ. 475 წლის დამდეგს კი ტრირი საბოლოოდ ფრანკთა ხელში გადავიდა იხ. ([[არბოგასტ უმცროსი]]).