დიმიტრი ყიფიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

===ოჯახი===
[[ფაილი:Dimitri Kipiani.jpg|200px|მინი|მარცხნივ|დიმიტრი ყიფიანი]]
დიმიტრი ყიფიანი დაიბადა [[1811]] წლის (ზოგიერთ ჩანაწერში [[1814]] წელს) [[26 აპრილი|26 აპრილს]]{{Sfn-2|ყორანაშვილი|2009|გვ=42}} [[გორის მაზრა|გორის მაზრის]] სოფელ მერეთში, ქოჩო (ივანე) ყიფიანისა და ბარბარე ფურცელაძის ოჯახში. დიმიტრის მამა ქოჩო ყიფიანი [[სააბაშიო|სააბაშიოდან]] წამოსული აზნაური იყო. ოჯახს, დიმიტრის გარდა, სამი ვაჟი და ორი ქალიშვილი ჰყავდა. უფროსი ძმა ქაიხოსრო ყიფიანი დიმიტრიზე 20 წლით უფროსი იყო. გარდაიცვალა [[1867]] წელს, სოფელ ქვიშხეთში. მისი მეორე ძმა გიორგი ყიფიანი ([[1800]]-[[1874]]) სიკვდილამდე სოფელ [[ქვიშხეთი|ქვიშხეთში]], დიმიტრი ყიფიანთან ცხოვრობდა, მესამე ძმა იოსებ ყიფიანი ([[1805]]-[[1841]]/[[1851]]) იყო. დიმიტრი ყიფიანის დები იყვნენ თინათინ ყიფიანი-მუსხელიშვილისა და ანასტასია ყიფიანი-კვალიაშვილისა.{{Sfn-2|ყიფიანი|2014|გვ=188-189}}
 
ნიკოლოზ ყიფიანის ჩანაწერების მიხედვით დიმიტრის მამა ადრეულ ასაკში გარდაცვლილა, ხოლო დედაც რამდენიმე წელში, როცა დიმიტრი 7-8 წლის იქნებოდა.{{Sfn-2|ყიფიანი|2014|გვ=189}} მაგრამ მკვლევარი გურამ ყორანაშვილი შენიშნავს, რომ [[1833]] წლის დაკითხვისას ჩანს, რომ იმ დროს ბარბარე ფურცელაძე ცოცხალი უნდა ყოფილიყო.{{Sfn-2|ყორანაშვილი|2009|გვ=44}} ამიტომ დიმიტრი ყიფიანის დედის გარდაცვალების პერიოდი სამეცნიერო ლიტერატურაში სადავოა.