დიმიტრი ყიფიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[1837]]-[[1864]] წლებში იყო [[მთავარმართებელი|მთავარმართლებლის]] კანცელარიის თანამშომელი სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე. იგი, აგრეთვე, იყო მეფისნაცვლის საბჭოს წევრი, აქტიურად მონაწილეობდა ბატონყმობის გაუქმების მომზადებაში. [[1886]] წელს [[თბილისის სასულიერო სემინარია|ტფილისის სასულიერო სემინარიის]] რექტორის ჩუდეცკის მკვლელობასთან დაკავშირებით [[საქართველოს ეგზარქოსები|საქართველოს ეგზარქოსმა]] [[პავლე (ლებედევი)|პავლემ (ლებედევი)]] ქართველი ერი დაწყევლა. წყევლის საპასუხოდ ყიფიანმა მას საქართველოს დატოვება მოსთხოვა. ამის გამო ის თანამდებობიდან გადააყენეს და იმავე წელს [[სტავროპოლი|სტავროპოლში]] გადაასახლეს, სადაც იმპერატორის აგენტებმა მოკლეს.
 
დიმიტრი ყიფიანი ლიტერატურილი მიმართულებითაც აქტიურად მუშაობდა. [[1841]] წელს თარგმნა შექსპირის „[[რომეო და ჯულიეტა]]“, რუსულ ენაზე თარგმნა [[გიორგი ერისთავი|გიორგი ერისთავის]] „გაყრა“. 1857-იდან თანამშრომლობდა „ცისკარში“. აქვე დაიბეჭდა ჟანლისის, ოქტავ ფელიეს, [[მოლიერი|მოლიერის]], [[შექსპირი|შექსპირის]], ბომარშესა და სხვების თხზულებათა თარგმანები, [[1882]] წელს [[სანქტ-პეტერბურგი|სანქტ-პეტერბურგში]] გამოაქვეყნა „ახალი ქართული გრამატიკა“. დიმიტრი ყიფიანი წერდა საისტორისაისტორიო ჟანრის თხზულებებსაც. ის იყო [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ფიგურა, რომელიც ხელმძღვანელობდა [[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიის]] შემადგენლობაში მყოფი საქართველოს მოსახლეობის ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისთვის წამოწყებულ საქმეებს, რაც შემდგომში ცალკეულ ინსტიტუციებად ჩამოყალიბდა.
 
==ბიოგრაფია==