დიმიტრი ყიფიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
დიმიტრი ყიფიანი იყო თბილისის კეთილშობილთა სასწავლებლის მოსწავლე ([[1830]]) და შემდგომ გიმნაზიად გადაკეთებული სასწავლებლის [[გეოგრაფია|გეოგრაფიის]], [[არითმეტიკა|არითმეტიკის]], [[ქართული ენა|ქართულისა]] და [[რუსული ენა|რუსული ენის]], სუფთად წერის მასწავლებელი. [[1832 წლის შეთქმულება|1832 წლის შეთქმულებაში]] მონაწილეობის გამო გადასახლებული იყო [[ვოლოგდის ოლქი|ვოლოგდაში]], სადაც გუბერნატორის კანცელარიაში მუშაობდა აქედან დაიწყო მისი სახელმწიფო მოხელეობის კარიერაც. იგი [[1837]] წელს [[საქართველო|საქართველოში]] დაბრუნდა და სახელმწიფო და საზოგადოებრივ საქმიანოაბში აქტიურად ჩაერთო.
 
[[1837]]-[[1864]] წლებში იყო [[მთავარმართებელი|მთავარმართლებლის]] კანცელარიის თანამშომელი სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე. იგი, აგრეთვე, იყო მეფისნაცვლის საბჭოს წევრი, აქტიურად მონაწილეობდა ბატონყმობის გაუქმების მომზადებაში. [[1886]] წელს [[თბილისის სასულიერო სემინარია|ტფილისის სასულიერო სემინარიის]] რექტორის ჩუდეცკის მკვლელობასთან დაკავშირებით [[საქართველოს ეგზარქოსები|საქართველოს ეგზარქოსმა]] [[პავლე (ლებედევი)|პავლემ (ლებედევი)]] ქართველი ერი დაწყევლა. წყევლის საპასუხოდ ყიფიანმა მას საქართველოს დატოვება მოსთხოვა. ამის გამო ის თანამდებობიდან გადააყენეს და იმავე წელს [[სტავროპოლი|სტავროპოლში]] გადაასახლეს, სადაც იმპერატორის აგენტებმა მოკლეს.
 
დიმიტრი ყიფიანი ლიტერატურილი მიმართულებითაც აქტიურად მუშაობდა. [[1841]] წელს თარგმნა შექსპირის „[[რომეო და ჯულიეტა]]“, რუსულ ენაზე თარგმნა [[გიორგი ერისთავი|გიორგი ერისთავის]] „გაყრა“ 1857-იდან თანამშრომლობდა „ცისკარში“. აქვე დაიბეჭდა ჟანლისის, ოქტავ ფელიეს, [[მოლიერი|მოლიერის]], [[შექსპირი|შექსპირის]], ბომარშესა და სხვების თხზულებათა თარგმანები, [[1882]] წელს [[სანქტ-პეტერბურგი|სანქტ-პეტერბურგში]] გამოაქვეყნა „ახალი ქართული გრამატიკა“. დიმიტრი ყიფიანი წერდა საისტორი ჟანრის თხზულებებსაც. ის იყო [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ფიგურა, რომელიც ხელმძღვანელობდა [[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიის]] შემადგენლობაში მყოფი საქართველოს მოსახლეობის ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისთვის წამოწყებულ საქმეებს, რაც შემდგომში ცალკეულ ინსტიტუციებად ჩამოყალიბდა.