დიმიტრი ყიფიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
| პრემიერ-მინისტრი5=
}}
'''დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი''' (დ. [[{{OldStyleDate|26 |აპრილი]]<small>[ძვ. სტ. |1811|14 აპრილი]</small>, [[1811]]||}}/[[1814]]<ref group="შენიშვნა">დიმიტრი ყიფიანის დაბადების წლად დიდი ხნის მანძილზე ითვლებოდა 1814 წელი, თუმცა მკვლევართა მიერ შესაბამისი დოკუმენტების შესწავლით ირკვევა, რომ დიმიტრი ყიფიანი 1811 წელს დაიბადა. წინამდებარე სტატიაშიც ორივე თარიღია წარმოდგენილი.</ref>{{Sfn-2|ყორანაშვილი|2009|გვ=42}} სოფ. [[მერეთი]], [[გორის მაზრა]] — გ. [[{{OldStyleDate|5 |ნოემბერი]]<small> [ძვ. სტ. |1887|24 |ოქტომბერი]</small>, [[1887]]|}}, [[სტავროპოლი]]) — [[ქართველები|ქართველი]] სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, მთარგმნელი. [[ტფილისის გუბერნია|ტფილისის გუბერნიის]] თავადაზნაურობის წინამძღოლი [[1864]]-[[1870]] წლებში, სამეგრელოს მთავრის ქონება-მამულის მეურვე, ტფილისის ქალაქის თავი [[1875]]-[[1879]] წლებში, [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების]] თავმჯდომარე [[1879]]-[[1882]] წლებში, [[ქუთაისის გუბერნია|ქუთაისის გუბერნიის]] თავადაზნაურობის წინამძღოლი [[1885]]-[[1886]] წლებში. [[საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია|საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის]] მიერ შერაცხულია წმინდანად ([[2007]]).
 
დიმიტრი ყიფიანი იყო თბილისის კეთილშობილთა სასწავლებლის მოსწავლე ([[1830]]) და შემდგომ გიმნაზიად გადაკეთებული სასწავლებლის [[გეოგრაფია|გეოგრაფიის]], [[არითმეტიკა|არითმეტიკის]], [[ქართული ენა|ქართულისა]] და [[რუსული ენა|რუსული ენის]], სუფთად წერის მასწავლებელი. [[1832 წლის შეთქმულება|1832 წლის შეთქმულებაში]] მონაწილეობის გამო გადასახლებული იყო [[ვოლოგდის ოლქი|ვოლოგდაში]], სადაც გუბერნატორის კანცელარიაში მუშაობდა აქედან დაიწყო მისი სახელმწიფო მოხელეობის კარიერაც. იგი [[1837]] წელს [[საქართველო|საქართველოში]] დაბრუნდა და სახელმწიფო და საზოგადოებრივ საქმიანოაბში აქტიურად ჩაერთო.