დები ალენი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 90:
==ადრეული ცხოვრება==
ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი დები ალენი დაიბადა 1950 წლის 16 იანვარს, ჰიუსტონში, აშშ-ში. არის ორთოდონტი ენდრიუ ალენის და პულიცერის პრემიაზე ნომინირებული არტისტის, პოეტის, დრამატურგის და გამომცემელის, ვივიან ალენის მესამე შვილი. კლასიკური ბერძნული ლიტერატურა და მეტყველება შეისწავლა ჰოვარდის უნივერსიტეტში. მსახიობობა შეისწავლა ჰერბერტ ბერგოფის სტუდიაში, ნიუ-იორკში. არის ჰოვარდის უნივერსიტეტის და ჩრდილოეთ კაროლინას ხელოვნების სკოლის საპატიო დოქტორანტი.
 
==კარიერა==
1976 წელს, ალენმა პირველად მიიღო მონაწილეობა სატელევიზიო სიტკომში, „კარგი დრო“. ამ წელს, იგი გადაიღეს NBC-ს მრავალფეროვან სატელევიზიო შოუში, „3 გოგო 3“. მოგვიანებით ალენი გადაიღეს, 1979 წლის მინისერიალში, „ფესვები:შემდეგი თაობა“, სადაც შეასრულა ალექს ჰეილის მეუღლის როლი. ამ წელს, იგი ასევე გადაიღეს კომედიურ ფილმში, „თევზი, რომელმაც გადაარჩინა პიტსბურგი“. 1981 წელს, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ფილმში, „რეგთაიმი“. ბროდვეის მიუზიკლში იგივე როლის შესრულებისთვის იგი დაჯილდოვდა ტონი ჯილდოთი.
[[File:Debbie Allen 1983.jpg|thumb|ალენი 1983 წელს]]
1980 წელს მან ლიდია გრანტის როლი ითამაშა ამერიკულ მიუზიკლში, „დიდება“. თუმცა მისი როლი ამ ფილმში უმნიშვნელო იყო, მოგვიანებით, ალენი ფილმის სატელევიზიო ადაპტაციაშიც გადაიღეს, სადაც იგი ამჯერად სერიალის ცენტრალური ფიგურა იყო. სერიალის გადაღებები მიმდინარეობდა 1982 წლიდან 1987 წლამდე. სერიალის გადაღებებისას, აღნიშნული როლის გამო, ალენი 4 ჯერ ნომინირდა ემის ჯილდოზე. იგი ერთადერთი მსახიობია, რომელიც „დიდების“ სამივე ეკრანულ პროდუქციაში გამოჩნდა, ითამაშა ლიდია გრანტის როლი როგორც 1980 წლის ფილმში, ასევე 1982-1987 წლის ტელე სერიალში, 2009 წელს სკოლის დირექტორის როლი მოირგო „დიდების“ რიმეიქში. აღნიშნული ტელე-სერიალის და ფილმის ქორეოგრაფობისთვის, იგი დაჯილდოვდა „Primetime“ ემის ჯილდოთი და ერთი ოქროს გლობუსი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის ტელესერიალის მიუზიკლსა ან კომედიაში.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დები_ალენი“-დან