ჭიჭიკო ჩართოლანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 25:
{{!}}}
}}
'''ჭიჭიკო ჩართოლანი''' (დ. 1906, მესტია — გ. 1984, მესტია) — ქართველი მთამსვლელი, მეგზური, მთამსვლელობის ინსტრუქტორი.<ref>ჯაფარიძე, ივანე. სპორტის დამსახურებული ოსტატები. თბ., 2010.</ref> სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1951). სსრკ-ის სამგზის ჩემპიონი ალპინიზმში [[კავკასიონი|კავკასიონსა]] და [[პამირი|პამირზე]] ასვლის ტრავერსების კლასში (1950, 1952, 1957). ბრინჯაოს პრიზიორი 1955 წელს ტექნიკურად რთული ასვლების კლასში. შედიოდა საქართველოს ალპინიზმის ფედერაციის პრეზიდიუმის შემადგენლობაში. [[სსრკ]]-ში პირველად, ჯგუფთან ერთად, განახორციელა კედლოვანი ასვლა [[უშბა|სამხრეთ უშბაზე]] (1937), რითაც სათავე დაედო ამ კლასს მთამსვლელობაში.<ref>ელგუჯა ბერიშვილი. ქართული სპორტის ოქროს წიგნი. თბილისი:პალიტრა L, 2013.</ref>

== ბიოგრაფია ==
ჭიჭიკო ჩართოლანი დაიბადა გლეხის ოჯახში სოფელ [[მესტია]]ში. დაკავებული იყო სოფლის მეურნეობითა და ნადირობით, კარგად იყო ორიენტირებული ადგილობრივ მთებში. [[მეორე მსოფლიო ომი]]ს დროს შედიოდა განსაკუთრებული მნიშვნელობის სვანეთის რაზმში. მონაწილეობდა კავკასიონის მთავარი ქედის უღელტეხილების გამაგრებაში. იყო მთის მეგზური, მონაწილეობდა დაზვერვასა და მოულოდნელ შეტევებში.
 
1934 წელს როჟნოვსკის ხელმძღვანელობით დაამთავრა სამთვიანი კურსები ადგილობრივ მოსახლეობაში ახალი მეგზურების მომზადების საქმეში, რომელიც ორგანიზებული იყო პროლეტარული ტურიზმისა და ექსკურსიების საზოგადოების მიერ. 1937 წელს შეისწავლა [[ალპინიზმი]]ს ინსტრუქტორის საქმე. ამავე წელს სვანეთის ჯგუფის შემადგენლობაში გაბრიელ ხერგიანის ხელმძღანელობით განახორციელა თავის პირველი ასვლა ახალი მარშრუტით სამხრეთ უშბაზე და მონაწილეობა მიიღო ორ ალპინიადაში: გაერთიანებული ბალყარულ-სვანური ზამთრის ალპინიადაში კავკასიისა და ევროპის უმაღლეს მწვერვალ [[იალბუზი|იალბუზზე]] და ზაფხულის სვანურ ალპინიადაში [[თეთნულდი|თეთნულდზე]], რომლის დროსაც მწვერვალზე ავიდა 182 ადამიანი. 1938 წელს ჩართოლანმა განახორციელა ასვლა [[ბეზენგის კედელი|ბეზენგის კედლის]] მწვერვალებზე: [[ლალვერი|ლალვერზე]], [[გისტოლა]]სა და [[კათინთაუ]]ზე. იმავე წელსვე იყო მეორე სვანური ალპინიადის ინსტრუქტორი [[ლაილა]]ზე და [[გულბა]]ზე.<ref name="Эс">П. П. Захаров, А. И. Мартынов, Ю. А. Жемчужников. Альпинизм. Энциклопедический словарь / под ред. Захарова П. П.. — М.: ТВТ Дивизион, 2006. — С. 659. — 744 с</ref>