ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 565:
სალამი ყველას. ვაპირებ, რომ სამხრეთ ოსეთის თემასთან ახლოს მყოფ სტატიებში რიგი ცვლილებები შევიტანო შესაბამისი წყაროების თანახმად. ერთ-ერთი საკითხი, რომელიც სახალხო წარმოდგენასთან თანხმობაში არ მოდის, არის რუკა, დე იურე რუკა. საქმე ისაა, რომ ცხინვალის რეგიონი არ შედის არც შიდა ქართლის, არც მცხეთა-მთიანეთის, არც რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეებში. ამის ერთ-ერთი მტკიცებულება არის [https://declaration.gov.ge/Home/DownloadPdf/84598 შიდა ქართლის გუბერნატორის 2008 წლის (ომამდელი) დეკლარაცია] (რეალურად გუბერნატორის დეკლარაციაა იმის განმსაზღვრელი, თუ რას მოიცავს საგუბერნატორო ანუ ე.წ. „მხარე“), რომლის მიხედვითაც შიდა ქართლი მხოლოდ 4 მუნიციპალიტეტით შემოიფარგლება (2006-დან რეგიონში 3 ახალი მუნიციპალიტეტი გაჩნდა და ისინი შიდა ქართლს არ მიეკუთვნა). გარდა ამისა, ოფიციალური დოკუმენტებით არ დასტურდება ამ მხარეებში ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არსებული რომელიმე მუნიციპალიტეტის არსებობა. პირადადაც კი მაქვს ნანახი სამხრ. ოსეთის ადმინისტრაციაში გამოქვეყნებული საქართველოს ოფიციალური რუკა, თუმცა ეს წყაროდ არც მომყავს, არის ამ საკითხის დამამტკიცებული ოფიციალური წყაროები. 2007 წლიდან არსებობს ადმინისტრაცია და ამ წყაროების გათვალისწინებით რუკაზე უნდა მოხდეს სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის დატანა, ასევე შიდა ქართლი ამოსაღებია ამ რეგიონის სოფლებიდან და სხვა სტატიებიდან. რუკები უნდა ჩასწორდეს, შეიქმნას ახლები და ა.შ. ვიცი, რომ ეს კონფლიქტური თემაა და ამიტომ ჯერ ფორუმზე ვწერ. იხ. აგრეთვე [[სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული]]. [[მომხმარებელი:გიო ოქრო|<font color="gold">'''''გიო'''''</font>]] [[მომხმარებლის განხილვა:გიო ოქრო|<font color="#66FF00">'''''ოქრო'''''</font>]] 19:37, 29 ნოემბერი 2020 (UTC)
:ჩემის აზრით არც შიდა ქართლის, არც კახეთის არც გურიის და სხვა მხარე არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებს. ადმ.-ტერ. ერთეულები როგორც ვიცი არის მუნიციპალტეტეტები და არა მხარეები. მხარეების გუბერნატორებს ნიშნავს თბილისი და არ წარმოადგენს ხალხისმიერ არჩეულ პიროვნებებს. მხარის გუბერნატორებიცა და სამხრეთ ოსეთის "ზედამხედველიც" შემოიფარგლებიან მეთვალყურისა და თბილისისთვის ინფორმაციის მიმწოდებლის ფუნქციით. ისინი ვერანაირად ვერ მოქმედებენ რეგიონის მართვა-გამგეობაზე. ჩემის აზრით თარგებში მხარის გრაფაში უნდა მიეთითოს "სამხრეთ ოსეთი", მაგრამ სამხრეთ ოსეთის განმარტებაში ისევე როგორც მხარეების განმარტებაში უნდა ჩამოვყალიბდეთ, რამდენად უპრიანია რომ მათ ვუწოდოთ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, იმიტორომ არც ადმინისტრირებენ და არც ემორჩილება მათ მუნიციპალიტეტები. ისე თარგში "სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის" მითითება უფრო გასაგები იქნებოდა რიგითი მომხმარებლისათვის, რომ დაბნევა ავიცილოთ თავიდან, თუმცა ურიგო არ იქნებოდა რომ ბმული გადასულიყო სამხრეთ ოსეთის სტატიაზე. ისე ცხინვალის რეგიონი რაღა განსაზღვრებაა მაშინ?-[[მომხმარებელი:Surprizi|Surprizi]] <sup>[[მომხმარებლის განხილვა:Surprizi|განხილვა]]</sup><sub style="margin-left:-4.5em">[[სპეციალური:Contributions/Surprizi|წვლილი]]</sub> 00:38, 30 ნოემბერი 2020 (UTC)
::კი, ზუსტად ეგრეა რაც მხარეებზე ისაუბრე. საქართველო ადმინისტრაციულად იყოფა მხოლოდ მუნიციპალიტეტებად. ცხინვალის რეგიონი, სახელიდან გამომდინარე, რაიმე ადმინისტრაციის განსაზღვრება ვერ იქნება. [[მომხმარებელი:გიო ოქრო|<font color="gold">'''''გიო'''''</font>]] [[მომხმარებლის განხილვა:გიო ოქრო|<font color="#66FF00">'''''ოქრო'''''</font>]] 05:51, 30 ნოემბერი 2020 (UTC)