ნანა ბოლაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 5:
== ბიოგრაფია ==
ნანა ბოლაშვილმა 1989 წელს დაამთავრა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი [[ხმელეთის ჰიდროლოგია|ხმელეთის ჰიდროლოგიის]] სპეციალობით. 1989 წლიდან მუშაობა დაიწყო [[ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი|ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში]] ჯერ ლაბორანტად, 1992 წლიდან უმცროს მეცნიერ თანამშრომლად. 1992–96 წლებში სწავლობდა ასპირანტურაში სპეციალობით [[ხმელეთის ჰიდროლოგია]], [[წყლის რესურსები]] და [[ჰიდროქიმია]]. არის საქართველოს წარმომადგენელი [[გაერო]]ს [[გაუდაბნოება]]სთან ბრძოლის კონვენციის მეცნიერებისა და ტექნიკის კომიტეტში. 2013 წელს იყო ამავე კონვენციის მე-2 სამეცნიერო კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტის წევრი. არის კავკასიოლოგიის საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი საზოგადოებრივი ინსტიტუტის ჟურნალ „ამირანის“ სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს წევრი გეოგრაფია-გეოეკოლოგიის განხრით. მისი კვლევები მოიცავს [[წყალმოვარდნა|წყალმოვარდნების]] პროგნოზირების, [[წყლის რესურსები]]ს შეფასებისა და მართვის, ასევე [[კარსტი]]სა და კარსტული წყლების ფორმირების საკითხებს. მონაწილეობდა ადგილობრივ და საერთაშორისო გრანტებში, გამოქვეყნებული აქვს სტატიები ქართულ და უცხოურ ჟურნალებში. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1999 წელს თემაზე: „წყალმოვარდნების პროგნოზირება სახეთა ამოცნობის თეორიის საფუძველზე (საქართველოს მდინარეთა მაგალითზე)“.<ref>ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი, თბ., 2003</ref>
 
== ბიბლიოგრაფია ==
* საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი (თანაავტორი). თბ., 2009;
* მყინვარების მონიტორინგი კლიმატის ცვლილების ფონზე : მყინვარების ზოფხიტოსა და ჭალაათის მაგალითზე: (თანაავტორი). თბ., 2012;
* საქართველოს კარსტული მღვიმეები, (თანაავტორი), თბ., 2013;
* ჭიათურის მუნიციპალიტეტის სასმელი წყლის მონიტორინგი, მონოგრაფია (თანაავტორი). თბ., 2017.
 
==სქოლიო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნანა_ბოლაშვილი“-დან