ლაშარის ჯვრის ნიში: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ლაშარის ჯვრის ნიში''' — საკულტო ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტ...
(განსხვავება არ არის)

09:34, 29 ნოემბერი 2020-ის ვერსია

ლაშარის ჯვრის ნიში — საკულტო ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟებოტას ნასოფლარ იხინჭის მიდამოებში, მშრალი ხევის მარჯვენა ნაპირზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ნაგებია მოზრდილი ზომის ნატეხი ქვით, გეგმით თითქმის კვადრატული. მასიური ნაგებობის სამხრეთ-აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ წახნაგებში თითო სწორკუთხა ნიშია. სახურავი ქვისაა, ორფერდა.

სალოცავს შემოვლებული აქვს ნატეხი ქვით ნაგები დაბალი გალავანი.

ლიტერატურა