ორხევის სამაროვანი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ორხევის სამაროვანი''' — არქეოლოგიური ძეგლი თიანეთის მუნიც...
 
(განსხვავება არ არის)

უკანასკნელი რედაქცია 09:32, 29 ნოემბერი 2020-ის მდგომარეობით

ორხევის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ორხევის განაპირას, სამხრეთით, მდინარე ივრის მარცხენა ტერასაზე, ირმისსალოკელაზე. თარიღდება ძვ. წ. II ათასწლეულის დასასრულითა და I ათასწლეულის პირველი მეოთხედით. ძეგლი 1979-1983 წლებში გათხარა ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიის კვლევითი ცენტრის ივრის ხეობის კომპლექსურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი გ. მირცხულავა).

სამაროვანი მჭიდროა და მრავალიარუსიანი, განფენილია დამრეც რელიეფზე და სტრატიგრაფიის დადგენა საკმაოდ რთულია. ეს არის ქვაყრილიანი ორმოსამარხები რომელთა კამერაში სავარაუდოა ხის კონსტრუქციის არსებობა. სამარხთა უმეტესი ნაწილი ინჰუმაციურია, ორიენტირებულია ძირითადად სამხრეთიდან, ჩრდილოეთისაკენ. მიცვალებული დაკრძალულია ძირითადად მარჯვენა გვერდზე, ხელ-ფეხმოკეცილი. არის როგორც ინდივიდუალური, ასევე კოლექტიური სამარხები, სადაც ორი ან სამი მიცვალებულის ნაშთი ჩანს. ძვლები ცუდად არის შემონახული, გათხრილია რამდენიმე კენოტაფი, შეიმჩნევა კრემაციის კვალი. სამარხებში ხშირად არის მსხვილფეხა საქონლის ძვლები. სამარხეულის ინვენტარი საკმაოდ მრავალრიცხოვანია, კერამიკა მორუხო-მონაცისფროა, ძალზე ცუდადაა გამომწვარი, კეცი იფშვნება, შემკულობა მწირია. არის უყურო და ორყურა ქოთნები, სასმისები, ქილები. გვხვდება პასტისა და სარდიონის მძივები. ლითონი წარმოდგენილია მასრიანი შუბისპირებით, სატევრებით, ზოომორფულთავიანი მასიური სამაჯურებით, საყურეებით, კირკალით და სხვა.

აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა ინახება არქეოლოგიის კვლევითი ცენტრის ივრის ხეობის კომპლექსური ექსპედიციის ბაზაში, დაბა სიონში.

ლიტერატურა რედაქტირება