კვირიას ხატი (ორხევი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''კვირიას ხატი (ორხევი)''' — ეკლესია, არქიტექტურული ძეგლი თი...
 
No edit summary
ხაზი 1:
'''კვირიას ხატი (ორხევი)''' — [[ეკლესია]], არქიტექტურული ძეგლი [[თიანეთის მუნიციპალიტეტი|თიანეთის მუნიციპალიტეტის]] სოფელისოფელ [[ორხევი (თიანეთის მუნიციპალიტეტი)|ორხევის]] განაპირას, სამხრეთ-აღმოსავლეთით, ტყეში. განეკუთვნება გვიანდელ [[შუა საუკუნეები|შუა საუკუნეებს]]. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით. მთლიანად ჩამონგრეულია გადახურვა, დანგრეულია დასავლეთ კედელი და სამხრეთ კედლის დასავლეთ ნახევარი, [[კონქი|კონქისგან]] და ჩრდილოეთ კედლიდან მხოლოდ ნაწილი შემორჩა. შესასვლელი, რომლის აღმოსავლეთ წირთხლიღაა შემორჩენილი, სამხრეთიდანაა. ღრმა ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილია შიგნით სწორკუთხა, გარედან თაღოვანი სარკმელი, რომლის ორივე მხარეს თითო მცირე ზომის სამკუთხათაღიანი [[ნიში (არქიტექტურა)|ნიშია]]. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, შემორჩენილია [[ტრაპეზი|ტრაპეზის]] ნაწილი. აფსიდი დასრულებულია მოგვიანებით ნაწყობი, არაწესიერი ფორმის [[კონქი|კონქით]]. აფსიდის ორივე მხარში კოჭის თითო ბუდეა.
 
ეკლესიას სამხრეთიდან სწორკუთხოვანი მინაშენი ეკვროდა. შემორჩენილია მისი აღმოსავლეთ კედელი და კამარის მცირე ნაწილი. აღმოსავლეთ კედლის ღერზძე გაჭრილია სარკმელი, რომელსაც გადახურვა ჩამოშლილი აქვს.