ესპანეთის იმპერია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.7
No edit summary
ხაზი 6:
{{ლეგენდა|#734A12| [[ესპანეთის მაროკო]] და [[ესპანეთის საჰარა]] ([[1884]]-[[1975]])}}]]
 
'''ეპანეთის იმპერია''' '''''ესპანეთის კოლონიური იმპერია'''''; ({{lang-es|''Imperio colonial español''}}) — [[ესპანეთი]]ს სამფლობელო, რომელიც იქმნებოდა XV საუკუნის დასასრულიდან. იარსება XIX საუკუნის დასაწყისამდე. შედგებოდა კოლონიური სამფლობელობისაგან [[ამერიკა]]ში, შორეულ აღმოსავლეთსა და [[აფრიკა]]ში. [[XV საუკუნე]]ში ესპანეთმა დაიპყრო [[კანარის კუნძულები]] და ტერიტორიები აფრიკის ჩრდილოეთ-დასავლეთ სანაპიროზე. [[ქრისტეფორე კოლუმბი|კოლუმბის]] აღმოჩენათა ([[1492]]-[[1504]]) შემდეგ დაარსდა პირველი ესპანური ახალშენები კ. ესპანიოლაზე ([[ჰაიტი (კუნძული)|ჰაიტი]]), საიდანაც ესპანელები ამერიკის მატერიკის სიღრმეში შეიჭრნენ. [[ვასკო ნუნიეს დე ბალბოა]]ს ([[1513]]), [[ერნან კორტესი]]სა და მისი კაპიტნების ([[1519]]-[[1525]]), [[ფრანსისკო პისარო]]ს ([[1532]]-[[1534]]) და სხვ. კონკისტადორთა ექსპედიციების შედეგად ესპანეთი გაბატონდა [[მექსიკა|მექსიკის]], [[კალიფორნია|კალიფორნიის]], [[ფლორიდა|ფლორიდის]], ცენტრალური და მთელი სამხრეთ ამერიკის (გარდა [[ბრაზილია|ბრაზილიისა]] და გვიანისა) ტერიტორიაზე. ამის შემდეგ ესპანეთმა დაიწყო [[პორტუგალია|პორტუგალიის]] წინააღმდეგ ბრძოლა სამხრეთ-აღმოსავლეთ [[აზია|აზიის]] კუნძულებზე გაბატონებისათვის. [[ფერნანდო მაგელანი]]ს ექსპედიციამ [[1521]] წელს მიაღწია კუნძულებს , რომელთაც შემდეგში [[ფილიპინების კუნძულები]] ეწოდა. [[1570]]-[[1571]] წწ. ესპანელები განმტკიცდნენ ვისაის კუნძულებსა და კ. ლუსონზე, ადგილობრივი მოსახლეობის დიდი წინააღმდეგობის გამო, კ. [[მინდანაო]]ს დასავლეთი ნაწილი და [[სულუს არქიპელაგი]] მათ მხოლოდ XIX საუკუნის შუა წლებში დაიმორჩილეს. XVII საუკუნის ესპანეთმა გააფართოვა თავისი სამფლობელოები [[წყნარი ოკეანე|წყნარ ოკეანეში]], დაეუფლა მარიანასა და კაროლონის კუნძულებს. ესპანეთი სასტიკად ახშობდა აბორიგენთა წინააღმდეგობას, თითქმის ამოწყვიტა ისინი და ამგვარად ეს სამფლობელოები [[XIX საუკუნე]]მდე შეინარჩუნა. მეფისა და კონკისტადორთა შორის მიღწეული კომპრომისის შედეგად ესპანეთის კოლონიურ სამფლობელოებში დამკვიდრდა ენკომიენდოს სისტემა, ინდიელები მეფის თავისუფალ ვასალებად გამოაცხადესხოლო მათი ექსპლუატაციის უფლება განუსაზღვრელი ვადით და გარკვეული პირობებით კოლონიზატორებს მიეცათ.
 
[[XVI საუკუნე]]ში შეიქმნა ესპანეთის იმპერიის ადმინისტრაციული აპარატი. [[1503]] წელს [[სევილია]]ში შეიქმნა სავაჭრო პალატა, რომელსაც ახალ ქვეყნებთან საზღვაო მიმოსვლის განსაკუთრებული უფლება მიეცა. [[1511]] წელს დაარსდა ინდიელების საქმეთა საბჭო, რომელსაც ახალი ზღვისგაღმა ტერიტორიების მართვა-გამგეობა ევალებოდა. [[1550]] წლისათვის საბოლოოდ ჩამოყალიბდა ესპანეთის იმპერიის პოლიტიკურ-სოციალური და ადმინისტრაციული ინსტიტუტები. ახალი ქვეყნის მთელი ტერიტორია თავდაპირველად დაიყო 2 ვიცე-სამეფოდ (ახალი ესპანეთი და პერუ). ვიცე-სამეფოები შედგებოდა პროვინციებისგან , რომელთაც განსაკუთრებული სასამართლო პალატები (აუდიენსიები) მართავდნენ. ვიცე-მეფეებსა და აუდიენსიათა პრეზიდენტებს მეფე ნიშნავდა (3-4 წლით); ხელმძღვანელ თანამდებობებზე ესპანელები ინიშნებოდნენ.
 
ესპანეთის იმპერიაში დიდი გავლენით სარგებლობდა [[კათოლიციზმი|კათოლიკური]] [[ეკლესია]], რომელიც მონაწილეობდა მმართველობაში. ეკლესიის შემოსავლის დიდი ნაწილი სამეფო ხაზინაში შედიოდა.