თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 15:
არსებობის მანძილზე თბილისის კონსერვატორიამ აღზარდა მრავალი გამოჩენილი მუსიკოსი, მათ შორის ქართველ კომპოზიტორთა მთელი თაობა. განსაკუთრებით მაღალი დონე გამოარჩევს ქართულ საშემსრულებლო სკოლას, რომელთა სახელები გასცდა საქართველოს ფარგლებს. ძალზედ დიდია პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსებზე გამარჯვებულ სტუდენტთა თუ კურსდამთავრებულთა სია.
 
თავდაპირველად კონსერვატორია წარმოადგენდა 4-წლიან სასწავლებელს და 2-წლიან უმაღლეს სამუსიკო სკოლას. 30-იანი წლებიდან უმაღლესი განათლების საბჭოური სისტემის გავრცელების შემდეგ დამკვიდრდა 5-წლიანი სწავლება. 90-იანი წლებიდან კონსერვატორია გადავიდა უმაღლესი სამუსიკო განათლების ორსაფეხურიან სისტემაზე (ბაკალავრიატი - 4 წელი, მაგისტრატურა 2 წელი). [[ქუთაისი|ქ. ქუთაისში]] ფუნქციონირებს2007 წლამდე ფუნქციონირებდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ფილიალი.
 
ამჟამად კონსერვატორია აერთიანებს 18 საშემსრულებლო, საკომპოზიტორო და სამუსიკისმცოდნეო კათედრებს, ძველი ქართული საერო და სასულიერო მუსიკის ლაბორატორიას, პედაგოგიური პრაქტიკის სექტორს, საშემსრულებლო პრაქტიკის სექტორს, საოპერო სტუდიას, ბიბლიოთეკას, კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმს, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს. გარდა ამისა, კონსერვატორიასთან არსებობს ექსპერიმენტული სამუსიკო სკოლა.