მამასახლისი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
176.74.109.128-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Surprizi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
No edit summary
 
ხაზი 3:
კავკასიაში მიფის ინსტიტუტის შექმნამდე ქვეყანას მართავდნენ მამასახლისები. ასე მაგალითად ცნობილია მცხეთის მამასახლისები, რომელთაგან [[სამარა (მცხეთის მამასახლისი)|სამარა მამასახლისი]] იყო უკანასკნელი ამათგან. კავკასიაში მამასახლისის ინსტიტუტის დამაარსებლად ითვლებიან კავკასიელ ხალხთა ეთნარქები — [[თარგამოსი]]ს შვილები.
 
სოფლის მამასახლისი უმრავლეს შემთხვევაში გლეხთა წრეს ეკუთვნოდა. იგი იყიიყო ადმინისტრაციული ფუნქციების მქონე დაბალი მოხელე, რომელსაც ევალებოდა ეცნობებინა სოფლისათვის ცენტრალური ორგანოების ბრძანება-განკარგულებანი, გაერჩია სისხლისა და სამოქალაქო სამართლის წვრილი საქმეები, დახმარებოდა სათანადო მოხელეებს გადასახადების გაწერა-აკრეფაში და სხვა. გლეხები მამასახლისის სასარგებლოდ გადასახადს იხდიდნენ, თვით მამასახლისი კი გადასახადებისაგან განთავისუფლებული იყო. [[ვახტანგ VI]]-ის [[დასტურლამალი]]ს მიხედვით, [[სახასო]] მამულებში მამასახლისს მეფე ნიშნავდა. თავიანთი მამასახლისები ჰყავდათ აგრეთვე მსხვილ ფეოდალებს. ქალაქის მამასახლისს [[მოურავი|მოურავთან]], [[მელიქი|მელიქსა]] და [[ნაცვალი|ნაცვალთან]] ერთად ბაზრის, ვაჭრობის საქმეები ექვემდებარებოდა. იგი ახორციელებდა ადმინისტრაციულ ფუნქციებს ქალაქის მოსახლეობის მიმართ, მონაწილეობდა სასამართლო საქმეების გარჩევაში სხვა. თბილისის მამასახლისისა და მელიქის სახელოები XVIII საუკუნეში ერთი პირის ხელში გაერთიანდა.
 
მამასახლისი ერქვა აგრეთვე სამონასტრო ძმობის უფროსს, წინამძღვარს. სასულიერო დაწესებულებათა მამასახლისებს, გარდა სარწმუნოებრივი საკითხებისა, ყოველგვარი ადმინისტრაციული და სამეურბეო ხასიათის საქმეებიც ეხებოდა. რუსეთის მმართველობის პერიოდში რევოლუციამდელ საქართველოში მამასახლისი, რუსული „სტაროსტის“ კვალად, არჩევითი მოხელე იყო სოფლად და ასრულებდა ადმინისტრაციულ-პოლიციურ მოვალეობებს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მამასახლისი“-დან