წითელი ხიდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 1:
[[ფაილი:Red bridge.jpg|მინი|300პქ|წითელი ხიდი]]
'''წითელი ხიდი''', ''გატეხილი ხიდი'' ({{lang-az|Qırmızı Körpü}}) — ხიდი [[მდინარე]] [[ხრამი]]ს ნაპირზე, [[თბილისი]]ს სამხრეთ-აღმოსავლეთით, [[საქართველო]]სა და [[აზერბაიჯანი]]ს საზღვარზე. ხიდი ქართული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლია, აშენებულია ქართლის მეფის, [[როსტომი (ქართლის მეფე)|როსტომის]] მიერ [[XVII საუკუნე|XVII საუკუნის]] შუა წლებში. ხიდი დღიდან აშენებისა არასოდეს არ დანგრეულა და არც ჩატეხილა, თუმცა მას მაინც შერჩა "გატეხილი„გატეხილი ხიდის"ხიდის“ სახელი. ამის მიზეზი არის დღეს არსებული ხიდიდან იქვე 95 მეტრის მოშორებით მდინარე ხრამის ორივე ნაპირზე მდებარე ძველი, უფრო ადრინდელი ხიდის ნაშთები, რომლისაგან საყრდენი ბურჯებიღაა შემორჩენილი.
 
X საუკუნის სომეხი ისტორიკოსის [[მოსე კალანკატუელი]]ს ცნობების მიხედვით, მის დროს აღნიშნული ხიდი უკვე დანგრეული იყო. X-XVII საუკუნეებში ამ ადგილებში ხიდი არ არსებობდა, რის გამოც ხალხის მეხსიერებაში დარჩა "გატეხილი„გატეხილი ხიდის"ხიდის“ სახელი. თანამედროვე ხიდი წითელი აგურითაა ნაშენი, რის გამოც მას მეფის რუსეთის დროს "წითელი„წითელი ხიდი"ხიდი“ შეარქვეს.
ხიდის სიგრძე 175 მეტრია, სიგანე შუა წელში 4,3 მ., სიმაღლე კი 10 - 12 მეტრია. ხიდის ბურჯებში არის სხვადასხვა სახის სათავსოები, რომლებიც შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო საბაჟოდ, სადარაჯოდ ან ქარავნების დასასვენებლად.
 
ხიდზე გადიოდა თბილისიდან წინა აზიის ქვეყნებისაკენ მიმავალი საქარავნე გზა, საიდანაც შემდეგ აზიისაზიისა და ევროპის ქვეყნებში შეიძლებოდა გასვლა. ხიდს საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
 
ხიდის მიდამოებში ხშირი იყო სახვადასხვა ბრძოლები და შეტაკებები, რომლებსაც საქართველოსათვის დამცველობითი მნიშვნელობა ჰქონდა. [[1795]] წლის 7 სექტემბერს, [[აღა-მაჰმად-ხანი]]ს მრავალრიცხოვან არმიას აქ დაუპირისპირდა [[ერეკლე II]]–ის მებრძოლთა 200 კაციანი ჯგუფი, რომლებიც ხიდის დასაცავად იყვნენ დატოვებული. ხიდის დამცველებმა ვერ გაუძლეს მრავალათასიანი მტრის რაზმების შემოტევას და დიდი დანაკარგით უკან დაიხიეს. [[1921]] წლის თებერვალში, ამ მიდამოებში გაიმართა ბრძოლა [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის]] მებრძოლებსა და ბოლშევიკური, წითელი არმიის ნაწილებს შორის. ბოლშევიკების არმიის ცენტრალურმა დაჯგუფებამ, მიუხედავად ქართველთა წინაამღდეგობისა, წითელი ხიდი აიღო და თბილისს შეუტია.
 
ხიდს თავისი ფუნქცია დღესაც შენახული აქვს. [[2012]] წლის, [[საქართველოს პრეზიდენტი]]ს ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია<ref>[https://matsne.gov.ge/ka/document/view/1742280 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 811, 2012 წლის 13 სექტემბერი, ქ. თბილისი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის განსაზღვრის შესახებ]</ref>.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/წითელი_ხიდი“-დან