ისაბელ ფარნეზე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 62:
 
დედოფალ ისაბელის გავლენა მეფე ფილიპეზე სულ უფრო იზრდებოდა და საბოლოოდ, როგორც ესპანელები ამბობდნენ მასზე „გაბატონდა“. როგორც მატიანეები აღწერენ, ისაბელ ფარნეზე იყო „ფიზიკურად მომხიბვლელი და მიზანდასახული, ინტელიგენტი და კარგი მოსაუბრე, ბედნიერი, მხიარული და ქარიზმატული, თუმცა ამავდროულად ამბიციური და დიდებისმოყვარე“. საფრანგეთის ელჩის განმარტებით, მეფის ძლიერ მიჯაჭვულობასა და დამოკიდებულებას დედოფალზე განაპირობებდა ის ფაქტიც, რომ ღრმადმორწმუნე ფილიპე ქორწინების გარეშე სექსის აბსოლუტური წინააღმდეგი იყო და შესაბამისად, იგი ისაბელზე სექსუალურად დამოკიდებული იყო, რის გამოც ყველაფერს აძლევდა, რასაც მოისურვებდა, მათ შორის პოლიტიკურ ძალაუფლებასაც. აღსანიშნავია ისიც, რომ ფილიპე V [[ბიპოლარული აფექტური აშლილობა|ბიპოლარული აშლილობით]] იტანჯებოდა და პერიოდულად ღრმა დეპრესიაში ვარდებოდა, რის გამოც ქვეყნის მართვაზე ხელს იღებდა, ამ დროს კი მთელი ძალაუფლება დედოფლის ხელში გადადიოდა და ესპანეთს მმართველად ისაბელი ევლინებოდა. ასე მოხდა 1717, 1728, 1731, 1732, 1733 და 1737 წლებში.
[[ფაილი:La familia de Felipe V.jpg|მარცხნივ|მინი|273x273პქ363x363px|ესპანეთის სამეფო ოჯახი 1723 წელს]]
განსხვავებით ესპანეთის წინამორბედი მონარქებისაგან, რომელთაც დედოფლისაგან გამოცალკევებული, პერსონალური საძინებლები ჰქონდათ, [[ფილიპე V (ესპანეთი)|ფილიპე V]]-მ ისაბელი თავის საძინებელში გადაიყვანა და დედოფლისათვის განკუთვნილი საძინებელი კი მინისტრებთან შესახვედრ დარბაზად გადააკეთა. ამრიგად, ისაბელს მარტივად მიუწვდებოდა ხელი ამ შეხვედრებზე შესვლაზე, რის გამოც, იგი თავიდანვე ესწრებოდა ყველა ასეთ შეკრებას. თავდაპირველად მისი დასწრებები წმინდა ფორმალური ხასიათისა იყო: დედოფალი მეფის გვერდით იჯდა და სანამ ის მოლაპარაკებებს აწარმოებდა თავად მშვიდად ქარგავდა ხოლმე, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ თავადაც აქტიურად ჩაება გადაწყვეტილებების განხილვა-მიღებაში. ცნობილია, რომ მეფე და დედოფალი არასოდეს გამოდიოდნენ საძინებლიდან შუა დღის ორ საათამდე. ისინი მხოლოდ ამის შემდეგ გადადიოდნენ დედოფლის პალატებში და იწყებოდა სახელმწიფო საკითხების განხილვაც. აღსანიშნავია, რომ ისაბელს ძალიან უყვარდა ბალ-მასკარადების მოწყობა და ვინაიდან ფილიპე ვერაფერზე ეუბნებოდა უარს, იგი მათ საკმაოდ ხშირად აწყობდა, რის გამოც იგი ხალხის მხრიდან კრიტიკის ობიექტად იქცა. 1719 წელს მისი გავლენით ფილიპემ ალბერონი თანამდებობიდან მოხსნა, რის შემდეგაც დედოფალი ისაბელი ესპანეთის „ნამდვილი და ერთადერთი მმართველი“ გახდა.
 
ხაზი 75:
ფილიპე V ასაკის მატებასთან ერთად სულ უფრო პასიური ხდებოდა პოლიტიკაში, ამიტომაც ესპანეთის მთელს საგარეო პოლიტიკას ისაბელი წარმართავდა. იგი არ აპირებდა დანებებას და თავისი ვაჟებისათვის იტალიის ტახტების მოპოვებისათვის ბრძოლას აგრძელებდა. 1731 წელს იგი დიდად კმაყოფილი დარჩა, როდესაც მისი უფროსი ვაჟი, [[კარლოს III (ესპანეთი)|კარლოსი]] პარმის ჰერცოგად გამოაცხადეს. 1738 წელს გაფორმდა ვენის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც კარლოსი სიცილიისა და ნეაპოლის მეფე გახდა, ხოლო პარმის საჰერცოგო ისაბელის მეორე ვაჟს, [[ფილიპე I (პარმის ჰერცოგი)|ფილიპეს]] დარჩა. ამრიგად, საბოლოოდ, ისაბელმა თავის მთავარ მიზანს მაინც მიაღწია.
 
== დედა-ქვრივი დედოფალი ==
[[ფაილი:Louis-Michel van Loo - Elisabeth Farnese.png|მარცხნივ|მინი|332x332პქ|ახლად დაქვრივებული ისაბელ ფარნეზე]]
 
=== ფერდინანდ VI-ის მეფობა ===
1746 წლის 9 ივლისს ისაბელის მმართველობა ფილიპე V-ის გარდაცვალებასთან ერთად დასრულდა. ამის შემდეგ ესპანეთის მეფე მისი გერი, [[ფერდინანდ VI]] გახდა. აღსანიშნავია, რომ ფერდინანდზე მამის მსგავსად დიდი გავლენა ჰქონდა მის ცოლს, ესპანეთის დედოფალსა და პორტუგალიის ინფანტა [[ბარბარა ბრაგანსა|ბარბარა ბრაგანსას]], რომელიც ისაბელთან არც ისე კარგ ურთიერთობაში იყო. ვინაიდან ამ პერიოდის ესპანეთში დედოფლებს დიდი გავლენა ჰქონდათ მეფეებზე, ფილიპეს სიკვდილის შემდეგ ამასთან დაკავშირებით საფრანგეთის ელჩმა იხუმრა კიდეც:
{{ციტატა|უფრო ბარბარამ ჩაანაცვლა ისაბელი, ვიდრე ფერდინანდმა ფილიპე.}}
ძალაუფლებას მიჩვეული ისაბელი ადვილად არ დათანხმებულა ხელისუფლების სადავეების დათმობას. ფერდინანდის გამეფებისთანავე მან დატოვა მადრიდის სამეფო კარი და იქვე, ოღონდ საკუთარ სასახლეში გადავიდა საცხოვრებლად. შეიძლება ითქვას, რომ მან იქ ესპანეთის მეორე სამეფო კარი მოაწყო. 1747 წელს დედოფალმა ბარბარამ გადაწყვიტა საბოლოოდ ჩამოეცილებინა ისაბელი ჰორიზონტიდან, ამიტომაც თავისი პორტუგალიელი ნათესავებისა და კარდინალ კარვახალის დახმარებით მათ იგი არა მხოლოდ გააძევეს სამეფო კარიდან, არამედ მადრიდში ყოფნაც აუკრძალეს და გადაასახლეს ლა-გრანიის სასახლეში. სწორედ აქ გაატარა ისაბელმა შემდეგი წლები, პოლიტიკურ ძალაუფლებას ყველანაირად ჩამოშორებულმა. ამის მიუხედავად, იგი თავის რეზიდენციაში განაგრძობდა უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრებს, რა დროსაც, ცნობილია, რომ იგი ყველანაირად აკნინებდა, აკრიტიკებდა და მეტიც, დასცინოდა კიდევაც თავის გერს, მეფე ფერდინანდს.
[[ფაილი:Van Loo - Elisabeth Farnese - National Trust.jpg|მინი|277x277პქ|ხანში შესული ისაბელი]]
 
=== კარლოს III-ის გამეფება და გარდაცვალება ===
1758 წელს დედოფალი ბარბარა გარდაიცვალა, თანაც ისე, რომ შვილი არ დარჩენია. საყვარელი ცოლის დაღუპვამ ღრმა დეპრესიაში ჩააგდო მეფე ფერდინანდი, რის გამოც ისაბელ ფარნეზე კვლავ, მესამედ დაუბრუნდა ხელისუფლების სათავეს და გერის ნაცვლად დაიწყო ქვეყნის მართვა. უკვე 1759 წელს ფერდინანდ VI უშვილოდ გარდაიცვალა, რის გამოც ესპანეთის მეფე ისაბელის ვაჟი, [[კარლოს III (ესპანეთი)|კარლოს III]] გახდა. მან იგი სასწრაფოდ ჩაიყვანა ნეაპოლიდან მადრიდში და დაადგა ესპანეთის მეფის გვირგვინიც, იმავდროულად კი ნეაპოლისა და სიცილიის მეფე ისაბელის შვილიშვილი, [[ფერდინანდ I (ორი სიცილია)|ფერდინანდ I]] გახდა. აღსანიშნავია, რომ კარლოსმა 1760 წლამდე ვერ მოახერხა ესპანეთში ჩასვლა, ჩასვლიდან მალევე კი მისი ცოლი, დედოფალი [[მარია ამალია საქსონიელი]] დაიღუპა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გლოვის გამო ვერ ახერხებდა ქვეყნის მართვას. მთელი ამ დროის განმავლობაში ესპანეთს ისაბელი მართავდა.
 
გლოვის დასრულების შემდეგ კარლოსი ენერგიულად შეუდგა ქვეყნის მართვას და ისაბელის მოლოდინების საწინააღმდეგოდ, მან დედამისს მთელი პოლიტიკური ძალაუფლება წაართვა, თუმცაღა სამეფო კარიდან არ გაუძევებია. ამის გამო ისაბელმა დარჩენილი ცხოვრება ლა-გრანიისა და არანხუესის სასახლეებში გაატარა. იგი გარდაიცვალა 1766 წლის 11 ივლისს, 73 წლის ასაკში. მალევე იგი გადაასვენეს და დაკრძალეს მისი ქმრის გვერდით, სან-ილდეფონსოში.
 
==შვილები==
Line 221 ⟶ 229:
{{ahnentafel bottom}}
 
== ჰერალდიკა ==
== გერბი ==
<gallery mode="packed-overlay" heights="225">
ფაილი:Coat of Arms of Elisabeth Farnese, Queen Consort of Spain.svg|ისაბელის გერბი დედოფლობისას
ფაილი:Coat of Arms of Elisabeth Farnese as Queen Dowager of Spain.svg|ისაბელის გერბი დაქვრივების შემდეგ
</gallery>
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ისაბელ_ფარნეზე“-დან