ისაბელ ფარნეზე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 62:
 
დედოფალ ისაბელის გავლენა მეფე ფილიპეზე სულ უფრო იზრდებოდა და საბოლოოდ, როგორც ესპანელები ამბობდნენ მასზე „გაბატონდა“. როგორც მატიანეები აღწერენ, ისაბელ ფარნეზე იყო „ფიზიკურად მომხიბვლელი და მიზანდასახული, ინტელიგენტი და კარგი მოსაუბრე, ბედნიერი, მხიარული და ქარიზმატული, თუმცა ამავდროულად ამბიციური და დიდებისმოყვარე“. საფრანგეთის ელჩის განმარტებით, მეფის ძლიერ მიჯაჭვულობასა და დამოკიდებულებას დედოფალზე განაპირობებდა ის ფაქტიც, რომ ღრმადმორწმუნე ფილიპე ქორწინების გარეშე სექსის აბსოლუტური წინააღმდეგი იყო და შესაბამისად, იგი ისაბელზე სექსუალურად დამოკიდებული იყო, რის გამოც ყველაფერს აძლევდა, რასაც მოისურვებდა, მათ შორის პოლიტიკურ ძალაუფლებასაც. აღსანიშნავია ისიც, რომ ფილიპე V [[ბიპოლარული აფექტური აშლილობა|ბიპოლარული აშლილობით]] იტანჯებოდა და პერიოდულად ღრმა დეპრესიაში ვარდებოდა, რის გამოც ქვეყნის მართვაზე ხელს იღებდა, ამ დროს კი მთელი ძალაუფლება დედოფლის ხელში გადადიოდა და ესპანეთს მმართველად ისაბელი ევლინებოდა. ასე მოხდა 1717, 1728, 1731, 1732, 1733 და 1737 წლებში.
[[ფაილი:DetailLa offamilia thede 1723 portrait of the Family of PhilipFelipe V of Spain, Jean Ranc.jpg|მარცხნივ|მინი|273x273პქ|დედოფალიესპანეთის ისაბელისამეფო ოჯახი 1723 წელს თავის შვილებთან ერთად]]
განსხვავებით ესპანეთის წინამორბედი მონარქებისაგან, რომელთაც დედოფლისაგან გამოცალკევებული, პერსონალური საძინებლები ჰქონდათ, [[ფილიპე V (ესპანეთი)|ფილიპე V]]-მ ისაბელი თავის საძინებელში გადაიყვანა და დედოფლისათვის განკუთვნილი საძინებელი კი მინისტრებთან შესახვედრ დარბაზად გადააკეთა. ამრიგად, ისაბელს მარტივად მიუწვდებოდა ხელი ამ შეხვედრებზე შესვლაზე, რის გამოც, იგი თავიდანვე ესწრებოდა ყველა ასეთ შეკრებას. თავდაპირველად მისი დასწრებები წმინდა ფორმალური ხასიათისა იყო: დედოფალი მეფის გვერდით იჯდა და სანამ ის მოლაპარაკებებს აწარმოებდა თავად მშვიდად ქარგავდა ხოლმე, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ თავადაც აქტიურად ჩაება გადაწყვეტილებების განხილვა-მიღებაში. ცნობილია, რომ მეფე და დედოფალი არასოდეს გამოდიოდნენ საძინებლიდან შუა დღის ორ საათამდე. ისინი მხოლოდ ამის შემდეგ გადადიოდნენ დედოფლის პალატებში და იწყებოდა სახელმწიფო საკითხების განხილვაც. აღსანიშნავია, რომ ისაბელს ძალიან უყვარდა ბალ-მასკარადების მოწყობა და ვინაიდან ფილიპე ვერაფერზე ეუბნებოდა უარს, იგი მათ საკმაოდ ხშირად აწყობდა, რის გამოც იგი ხალხის მხრიდან კრიტიკის ობიექტად იქცა. 1719 წელს მისი გავლენით ფილიპემ ალბერონი თანამდებობიდან მოხსნა, რის შემდეგაც დედოფალი ისაბელი ესპანეთის „ნამდვილი და ერთადერთი მმართველი“ გახდა.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ისაბელ_ფარნეზე“-დან