ზარზმის მონასტერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იარლიყი: გაუქმებულია
212.58.103.17-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Surprizi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 58:
 
==ისტორია==
მონასტრის დაარსების დროის შესახებ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს (VIII საუკუნე, IX საუკუნე).თავდაპირველად დაუარსებია ადრინდელი ფეოდალური ხანის სასუიეროსასულიერო მოღვაწეს [[სლოქო სერაპიონ ზარზმელი|სლოქო სერაპიონ ზარზმელს]], წარმოშობით კარაჯიკლარჯს, რომლის ცხოვრებაც აღწერილია [[ბასილი ზარზმელი]]ს ცნობილ თხზულებაში. სერაპიონისათვის დიდი დახმარება გაუწევია ადგილობრივ მთავარს [[გიორგი ჩორჩანელი|გიორგი ჩორჩანელს]], მას ახალი მონასტრისათვის სოფლები და მამულები შეუწირავს. სერაპიონის დროინდელი ეკლესია, რომელსაც დღემდე არ მოუღწევია, ხუროთმოძღვარ გარბანელს აუშენებია, და როგორც ჩანს, მარტივი ნაგებობა ყოფილა. ზარზმის ახლანდელი ტაძარი და სამრეკლო აგებულია XIV საუკუნის პირველ წლებში სამცხის მთავრის [[ბექა]] [[მანდატურთუხუცესი]]ს დროს. უძველესი ისტორიული ნაშთია ერთ-ერთი სამლოცველოს შესასვლელის თაღში ჩასმული, უფრო ადრინდელი, შენობიდან გადმოტანილი, X საუკუნის ბოლო ათეული წლების წარწერა, რომელიც მოგვითხრობს [[დავით III]] დიდი კურაპალატის გალაშქრების ამბავს ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ.
 
ზარზმის ტაძარი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელშიც მკაფიოდ ჩანს მაშინდელი ქართული ხუროთმოძღვრების დამახასიათებელი ზოგი ახალი ნიშანი (ცვლილებები შენობის პროპორციებსა და ფასადთა მორთულობის სისტემაში. მრავალრიცხოვანი ჩუქურთმა, რომელიც კარ-სარკმელთა საპირეებს ამკობს, ტექნიკური შესრულების მხრივ მაღალ დონეზე დგას, მაგრამ რამდენადმე მშრალია). მნიშვნელოვანია კედლის მხატვრობაც, სადაც ტრადიციული სიუჟეტებთან ერთად შემონახულია სამცხის მფლობელ ჯაყელთა ([[სარგის I|სარგისის]], [[ბექა I|ბექა]] [[მანდატურთუხუცესი|მანდატურთუხუცესის]], [[სარგის II|სარგის II-ის]], [[ყუარყუარე|ყუარყუარეს]]), აგრეთვე XVI საუკუნის ისტორიულ პირთა (იმერეთის მეფის [[ბაგრატ III, ალექსანდრე II-ის ძე|ბაგრატ III-ის]], სერაპიონ ხურციძის და სხვ.) პორტრეტები. ზარზმის მონასტრის სამრეკლო ერთ-ერთი უდიდესია საქართველოში და ამ ტიპის ქართული ნაგებობათა ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. 1577 ზარზმის ახალმა მფლობელებმა - ხურციძეებმა, რომელთაც ეკლესიის ძველი მხატვრობის ნაწილი ახლით შეცვალეს, სამრეკლოს I სართულს თაღები ამოუშენეს და [[იოანე მახარებელი|იოანე მახარებლის]] ეკლესიად აქციეს. XX საუკუნის დასაწყისში ჩატარდა ზარზმის ეკლესიის, სამრეკლოსა და მხატვრობის რესტავრაცია. ამის შედეგად მხატვრობის კოლორიტი და ნაწილობრივ სტილისტიკური თავისებურებაც შეილახა.