წილკნისა და დუშეთის ეპარქია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Tsilkani-dusheti.jpg|thumb|250px|წილკნისა და დუშეთის ეპარქია]]
'''წილკნისა და დუშეთის ეპარქია''' — [[შიდა ქართლი|შიდა ქართლის]] ნაწილსა და [[მთიულეთი|მთიულეთ]]-[[გუდამაყარი|გუდამაყარში]], [[მცხეთა|მცხეთის]] [[სვეტიცხოველი|საკათალიკოსო ტაძრის]] ჩრდილოეთით მდებარეობს, მოიცავს [[დუშეთის მუნიციპალიტეტის გერბი|დუშეთის მუნიციპალიტეტის]] დიდ ნაწილს (გარდა [[ფშავი|ფშავ]]-[[ხევსურეთი|ხევსურეთისა]]) და [[მცხეთის მუნიციპალიტეტი|მცხეთის მუნიციპალიტეტის]] სოფლებს: [[წილკანი (მცხეთის მუნიციპალიტეტი)|წილკანს]], [[მუხრანი (მცხეთის მუნიციპალიტეტი)|მუხრანს]], [[საგურამო|საგურამოს]]. მას ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ესაზღვრება [[ალავერდის ეპარქია|თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია]], ჩრდილო-დასავლეთიდან [[სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია|სტეფანწმინდისა და ხევის]], დასავლეთიდან -[[ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია|ნიქოზისა და ცხინვალის]], [[სამთავისისა და გორის ეპარქია|სამთავისისა და კასპის]] ეპარქიები, სამხრეთიდან [[მცხეთა-თბილისის ეპარქია|მცხეთა-თბილისის]] ეპარქია. სამღვდელმთავრო მოიცავს მდინარეების - [[არაგვი|არაგვისა]] და [[ქსანი|ქსნის]] აუზებს და კავკასიის მთიანეთს. წილკნის ვრცელი ეპარქია [[ქსნის ხეობა|ქსნისა]] და [[არაგვის ხეობა|არაგვის]] [[ხეობა|ხეობაში]] მცხოვრებ „ყოველთა მთეულთა“ - „ფხოელნი“ და „[[ფხოვი|ფხოვნი]]<nowiki/>“, „[[გუდამაყარი|გუდამაყარნი]]<nowiki/>“, „[[მოხევეები|მოხევენი]]<nowiki/>“, „ფადელნი“, „[[ცხავატი (მხარე)|ცხავადნი]]<nowiki/>“, „[[ჭართალი (მხარე)|ჭართალელნი]]<nowiki/>“, „[[წილკანი (მხარე)|წილკანელნი]]<nowiki/>“, - აერთიანებდა. ეპარქიის სახელწოდება „[[წილკანი (მცხეთის მუნიციპალიტეტი)|წილკანი]]<nowiki/>“, მთის ხეობაში შესასვლელი წინაკარი - წინკარი - წირკანი - წილკანი - სოფლის სახელიდან წარმომდგარა, სადაც [[ბაქარი (მირიანის ძე)|ბაქარ]] [[მირიან III|მირიანის]] ძემ „აღაშენა ეკლესია [[წილკნის ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსი|წილკნისა]]<nowiki/>“ ([[ლეონტი მროველი]]).
 
== ეპარქიის ისტორია ==
ხაზი 20:
საქართველოში რუსეთის შემოსვლის შემდეგ, ტრადიციული ქართული საეკლესიო სტრუქტურები ძალზე შეიცვალა და გამარტივდა. ეს, უპირველეს ყოვლისა, საეპისკოპოსოების შემცირებით გამოიხატა. [[1803]] წელს, წილკნის მთავარეპისკოპოსის იოანე ქარუმიძის გარდაცვალების შემდეგ, სამღვდელმთავრო ტერიტორია ჯერ სამთავისის, შემდეგ ნიქოზის ეპარქიას მიუერთეს. წილკნელ-სამთავნელ-ნიქოზელი [[ეპისკოპოსი]] [[გერვასი მაჭავარიანი]] იყო ბოლო მღვდელმთავარი, რომელმაც კავკასიის მოსახლეობაში დიდი რელიგიურ-მისიონერული მოღვაწეობით გაითქვა სახელი. იგი 1817 წელს გარდაიცვალა.
 
[[1811]] წელს, [[საქართველო]]ს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, რუსულმა მმართველობამ წილკნის საეპისკოპოსოც გააუქმა და ახლადწარმოქმნილ [[ქართლ-კახეთის ეპარქია]]<nowiki/>ს მიუერთა. საწილკნო, ისე როგორც [[საქართველო]]ს დანარჩენი ეპარქიები, დიდ მატერიალურ გაჭირვებაში აღმოჩნდა.
 
[[1917]] წელს, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, განახლდა წილკნის ეპარქიაც, მაგრამ მისი კუთვნილი ტერიტორიაზე საეპისკოპოსო რეზიდენციის არქონის გამო, დროებით წილკნელი ეპისკოპოსები მცხეთის [[სვეტიცხოველი|სვეტიცხოველში]] ასრულებდნენ წირვა-ლოცვას. [[1917]] წელს წილკნელ მღვდელმთავრად დადგენილ იქნა ეპისკოპოსი [[გიორგი (ალადაშვილი)|გიორგი ალადაშვილი]] ([[1917]]-[[1920]] წწ.).