სპორტი საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

 
== სინქრონული ცურვა ==
'''საქართველოში სინქრონული ცურვა პირველად იხილეს [[1978]] წლის [[13 ოქტომბერი|13 ოქტომბერს]] თბილისის საწყლოსნო კომპლექსის (ახლანდელი “ლაგუნა ვერე”)''' გახსნის ცერემონიალზე, როცა მოსკოველმა მოცურავეებმა თეატრალიზებულ-სპორტული სანახაობა წარმოადგინეს. ერთი წლის შემდეგ მოსკოველები კვლავ ჩამოვიდნენ თბილისში და საჩვენებელი გამოსვლები გამართეს. ამ სახეობით სერიოზულად დაინტერესდა თბილისელი ტანმოვარჯიშე ანა ივანოვა, რომელიც სინქრონულ ცურვაში უკვე ავარჯიშებდა რამდენიმე გოგონას. მისი მოწაფეები [[1978]] წლის მიწურულს ელექტროსტალში გამართულ პირველ საკავშირო ჩემპიონატშიც მონაწილეობდნენ და ხუთ გუნდს შორის III ადგილი დაიკავეს. მომდევნო ჩემპიონატი [[თბილისი|თბილისში]] ჩატარდა, მაგრამ მასპინძლები პრიზიორთა შორის ვერ მოხვდნენ. საქართველოში სინქრონული ცურვის აღმავლობა მოსკოვიდან მოწვეული სპეციალისტის [[ნატალია მაშუკი|ნატალია მაშუკის]] სახელს უკავშირდება. მან მოკლე დროში ჩამოაყალიბა ძლიერი გუნდი, რომელიც წარმატებით გამოდიოდა საკავშირო შეჯიბრებებში, ამ გუნდის ლიდერი [[ქრისტინე ფალასინიდი|ქრისტინა ფალასინიდი]] კი ერთ-ერთი საუკეთესო იყო ევროპაში. ფალასინიდიმ პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვება [[1986]] წელს თბილისში გამართულ საკავშირო ჩემპიონატში მოიპოვა (პირად შეჯიბრებაში – ბრინჯაოს მედალი, ჯგუფურში – ოქროსი). მისი წინამძღოლობით საქართველოს გუნდი მომდევნო ჩემპიონატში II ადგილზე გავიდა, წყვილთა შეჯიბრებაში კი [[ლელა მამიაური|ლელა მამიაურმა]] და [[ნინო გელაშვილი|ნინო გელაშვილმა]] III ადგილი დაიკავეს. ფალასინიდისთვის ყველაზე წარმატებული იყო [[1987]]-88[[1988]] წლების სეზონი, როცა ევროპის ჩემპიონატში ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა, სეულის ოლიმპიურ თამაშებში კი VII ადგილი დაიკავა ერთეულთა თანრიგში. შემდეგ იგი საცხოვრებლად [[ათენი|ათენში]] გადავიდა და საბერძნეთის მოქალაქეობა მიიღო.
 
[[1980-იანები|1980-იანი]] წლების მიწურულს საქართველოს რამდენიმე სპორტსმენმა იუნიორთა საერთაშორისო შეჯიბრებებში მაღალი შედეგები აჩვენა, მაგრამ იმ პერიოდიდან სინქრონულ ცურვას ყურადღება მოაკლდა და მათი შემდგომი დაოსტატებაც შეფერხდა.
 
'''საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ფედერაცია.''' დაფუძნდა [[1991]] წლის [[2 აგვისტო|2 აგვისტოს]]. [[1992]] წელს წყალბურთი გამოეყო ცალკე ფედერაციად, ხოლო [[1996]] წელს შეიქმნა საწყლოსნო სპორტის სახეობათა (ცურვა, წყალბურთი, წყალში ხტომა) კონფედერაცია, შემდგომში - ფედერაცია. [[1992]] წლის [[24 ივლისიდან]] ცურვის საერთაშორისო ფედერაციისა (FINA) და ევროპის საწყლოსნო ლიგის (LEN) წევრია. პრეზიდენტები: [[ბაკურ გულუა]] ([[1991]]-96[[1996]]), [[ვლადიმერ ისელიძე]] (წყალბურთის ფედერაციის - [[1992]]-96[[1996]]), [[ვლადიმერ გოიაშვილი]] ([[1996]]-[[2004]]), [[გიორგი უდესიანი]] ([[2004]]-?), [[დავით რურუა]] (დღემდე).<ref>http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=41</ref>
 
== წყალსათხილამურო სპორტი ==
'''საქართველოში წყალთხილამურობას [[1970-იანები|1970 - იანი]] წლებიდან მისდევენ.''' ბავშვთა პირველი სპორტული ჯგუფები შეიქმნა [[1978]] წელს [[ფოთი|ფოთში]], ოქაურიიქაური პედეგოგის [[თამაზ ლაგვილავა|თამაზ ლაგვილავას]] თაოსნობით. პირველი თაობის წყალმოთხილამურეთა გამოირჩეოდნენ, ანჟელა და ვიქტორია ბესელიები, [[გიორგი სურგულაძე,]] [[გენადი პეტრუხინი]] და [[ვასილ ბუდუროვი.]]
 
საქართველოს წყალმოთხილამურეთა შორის ტრამპლინიდან ხტომაში ბუდუროვმა პირველმა გადალახა 50-მეტრიანი ბარიერი და სსრკ ჩემპიონი გახდა - 50,1მ.
 
თავდაპირველად ვარჯიშობდენ მდინარე კაპარჭინაზე, მწვრთნელად მოიწვიესმიმოიწვიეს ნისკელიმინსკელი [[ვიაჩესლავ კობიალკო]]. იმავე პერიოდში მალთაყვის ტყე-პარკის მიდამოებში „ოქროს ტბაზე“ დაიწყეს წყალსათხილამურო ბაზის მშენებლობა. ამ საქმეს მეთავეობდა ფოთის საოკეანო თევზჭერის სამმართველოს უფროსი [[გურამ დოლბაია]]. ამ ბაზაზე [[1991]] წელს ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი. დიდ სარბიელზე პირველად სწორედ მაშინ გამოჩნდენ [[ხათუნა კორკელია]], [[გენადი გურალია]], [[კახა ქაჯაია]], [[ვალერი ბერაია]].  ამათგან  განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია [[გენადი გურალია|გენადი გურალიამ]], რომელიც [[2008]] წელს სენიორთა შორის ევროპის საუკეთესო წყალმოთხილამურედ აღიარეს.
 
'''საქართველოს წყალსათხილამურო სპორტის ფედერაცია შეიქმნა [[1990]] წელს (უცვლელი პრეზიდენტი - [[რომან მელია]]).''' <ref>http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=63</ref>
 
== მაგიდის ჩოგბურთი ==
'''საქართველოში მაგიდის ჩოგბურთი XX საუკუნის დასაწყისში შემოვიდა,''' მაგრამ მასობრივად [[1950-იანები|1950-იანი]] წლებიდან განვითარდა, განსაკუთრებით – თბილისსა და ზღვისპირეთში. თავდაპირველად თამაშობდნენ გართობის მიზნით, შემდეგ გაჩნდა სპეციალური სპორტული ჯგუფები. თბილისის პირველი ჩემპიონატი ჩატარდა [[1950]] წელს, ორი წლის შემდეგ კი [[ბათუმი|ბათუმში]] საქართველოს პირველი ჩემპიონატიც მოეწყო.
 
ერთეულთა თანრიგში გაიმარჯვეს [[ლალი იზაშვილი|ლალი იზაშვილმა]] და [[ირაკლი ხიმშიაშვილი|ირაკლი ხიმშიაშვილმა]]. პირველი სპორტის ოსტატები გახდნენ ლალი იზაშვილი და [[რობერტ კუდაშვილი]]. [[1954]] წელს რობერტ კუდაშვილის ინიციატივით თბილისში გაიხსნა მაგიდის ჩოგბურთის ბავშვთა სპორტული სკოლა. სსრ კავშირის ჩემპიონატის პირველი მედლები მოიპოვეს ლალი იზაშვილმა ([[1958]], ბრინჯაო), [[სარქის სარხოიანი|სარქის სარხოიანმა]] ([[1966]], ოქრო), [[თეიმურაზ რამაზაშვილი|თეიმურაზ რამაზაშვილმა]] ([[1966]], ბრინჯაო). აქედან იწყება სარხოიანის მრავალწლიანი წარმატებული სპორტული კარიერა. ის სხვადასხვა თანრიგში 23-ჯერ იყო [[სსრკ]] ჩემპიონი, პარალელურად არაერთი მედალი მოიპოვა საერთაშორისო ტურნირებში, მათ შორის – ევროპის ჩემპიონატებსა და სტუდენტთა მსოფლიო პირველობაში. სარხოიანს მოპოვებული აქვს მსოფლიოს ჩემპიონატის თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი და საუკეთესოა საქართველოს ყველა თაობის მაგიდის ჩოგბურთელთა შორის.
 
''''''საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ფედერაცია''''''. დაფუძნდა [[1991]] წლის [[19 ივლისი|19 ივლისს]]. [[1992]] წლის 15 სექტემბრიდან მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციისა (ITTF) და ევროპის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის (ETTF) წევრია. პრეზიდენტები: [[იური გონაძე]] ([[1991]]-94[[1994]]), [[კოტე ბაირამაშვილი]] ([[1994]]-96[[1996]]), [[იური გონაძე]] ([[1996]]-[[2005]]), [[თემურ ქურხული]] ([[2005]]-?), [[გურამ გოგოლაძე]] (დღემდე).<ref>http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=27</ref>
 
''''''საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ფედერაცია''''''. დაფუძნდა 1991 წლის 19 ივლისს. 1992 წლის 15 სექტემბრიდან მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციისა (ITTF) და ევროპის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის (ETTF) წევრია. პრეზიდენტები: იური გონაძე (1991-94), კოტე ბაირამაშვილი (1994-96), იური გონაძე (1996-2005), თემურ ქურხული (2005-?), გურამ გოგოლაძე (დღემდე).<ref>http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=27</ref>
== იხილეთ აგრეთვე ==
 
1 179

რედაქტირება