1 038
რედაქტირება
== თანამედროვე ხუთჭიდი ==
'''საქართველოში თანამედროვე ხუთჭიდი [[1950-იანები|1950-იან]] წლებში დაინერგა.''' [[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|სსრკ]] ჩემპიონატში პირველი მედალი (ბრინჯაო) მოიპოვა თბილისელმა [[ანატოლი პევცოვი|ანატოლი პევცოვმა]]. პირველი თაობის ხუთჭიდელთა შორის იყვნენ [[რევაზ მანჯავიძე]], [[ივანე მიხაილიცკი]], [[ანატოლი პევცოვი]], [[ჯუანშერ ზალდასტანიშვილი,]] [[გურამ კალმახელიძე]], [[ვალერიან როგავა]] და სხვები. [[1981]] წელს საქართველოს გუნდმა სსრკ ჩემპიონატში გაიმარჯვა, ევროპის თასის გათამაშებაში კი სსრკ ნაკრების სახელით მესამე ადგილზე გავიდა. [[1985]] წელს იგორ ბრიზგალოვმა პირად შეჯიბრებაში ევროპის თასი დაისაკუთრა. [[1988]] წელს [[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|სსრკ]] ნაკრებთან ერთად ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [[როლანდ ლოხიშვილი]]. განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია [[ვახტანგ იაგორაშვილი|ვახტანგ იაგორაშვილმა]] (მწვრთნელი – [[ამირან შეროზია]]), რომელიც [[1980-იანები|1980-იან]] წლებში მსოფლიოს უძლიერეს ხუთჭიდელთა რიგებში შედიოდა. მან სეულის ოლიმპიურ თამაშებში პირად ჩათვლაში ბრინჯაოს მედალი აიღო, მომდევნო წელს ასევე პირად ტურნირში მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი გახდა, [[1990]] წელს კი სსრკ ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა.
'''საქართველოს''' '''თანამედროვე''' '''ხუთჭიდისა''' '''და''' '''ტრიათლონის''' '''ფედერაცია
== სინქრონული ცურვა ==
|
რედაქტირება