მომხმარებელი:Georgiano/სავარჯიშო1: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 47:
 
530 წელს სპარსელები შეიჭრნენ მესოპოტამიაში და დარასთან დაამარცხეს რომაული ძალები, ხოლო სპარსელების კავკასიაში მეორე შეჭრის მცდელობა აღკვეთა სიტასმა სატალასთან. 531 წელს ველისარიუსის ძალები კალინიკუმის ბრძოლაში სპარსელებთან დამარცხდა, რამაც მისი დაქვეითება გამოიწვია. იმავე წელს რომაელებმა სომხეთში რამდენიმე გამაგრება დაიკავეს, პარალელურად სპარსელებმა აღმოსავლეთ ეგრისში ორი ციხე დაიკავეს. კალინიკუს ბრძოლის შემდეგ იუსტინიანეს დესპან ჰერმოგენესა და კავადს შორის წარუმატებელი მოლაპარაკებები წარიმართა. სპარსელების მიერ მარტიროპოლისის ალყა შეაჩერა კავადის გარდაცვალებამ და სპარსეთის ახალმა მეფემ, ხოსრო I-მა 532 წლის გაზაფხულს მოლაპარაკებები განაახლა და იმავე წლის სექტემბერს დათანხმდა „<nowiki/>[[საუკუნო ზავი (532)|საუკუნო ზავს]]<nowiki/>“, რამაც მხოლოდ 8 წელი იმოქმედა. ორივე მხარე შეთანხმდა რომ დააბრუნებდნენ მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიებს, გარდა ამისა, რომაელები დათანხმდნენ ერთჯერადი სახით 100 ცენტერანიის (11.000 ლბ. ოქრო) გადახდას. რომაელებმა დაიბრუნეს ეგრისის ციხეები, იბერია სპარსეთის ხელში დარჩა და მათ საკუთარ სამეფოში დარჩენის ან რომაულ ტერიტორიაზე გადასვლის უფლება მიეცათ.
 
 
=== იუსტინიანე I ხოსრო I-ის წინააღმდეგ ===
540 წელს სპარსელებმა „<nowiki/>[[საუკუნო ზავი (532)|საუკუნო ზავი]]<nowiki/>“ დააღვიეს, რისი მიზეზიც ალბათ ბიზანტიის მიერ დასავლეთში ყოფილი რომის იმპერიის ტერიტორიების გათავისუფლება უნდა ყოფილიყო, რასაც ხელი შეუწყო აღმოსავლეთ ომის შეწყვეტამ. ხოსრო თავს დაესხა სირიას, გამუდმებით ძარცვავდა სირიისა და მესოპოტამიის ქალაქებს, მათ შორის ქალაქ ანტიოქიას, რომლის მოსახლეობაც სპარსეთის ტერიტორიაზე გადაასახლა. ველისარიუსი დასავლეთის კამპანიებიდან, აღმოსავლეთში, სპარსული საფრთხის წინააღმდეგ მიმართეს, რომელმაც 541 წელს ნისიბინისთვის უშედეგო ლაშქრობა აწარმოა. 542 წელს ხოსრომ მესოპოტამიაში ახალი ლაშქრობა დაიწყო, რა დროსაც მან სერგიოპოლისის აღება სცადა და უკან დაიხია, მას შემდეგ რაც ველისარიუსის არმია გამოჩნდა და უკან მობრინებულმა კალინიკუმი გაძარცვა. რომაულ ქალაქებზე თავდასხმები მოგერიებულ იქნა და სპარსელები დარასთან დამარცხდნენ. 543 წელს რომაელები დვინის მიმართულებით დაიძრდნენ, მაგრამ ანგლონთან მცირე სპარსულ ძალებთან დამარცხება იწვნიეს. 544 წელს ხოსრომ ალყაში მოაქცია ედესა, თუმცა ალყის ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა და ის მეციხოვნეებმა უკუაგდეს. სპარსელების უკან დახევის შემდეგ, ბიზანტიის დესპანები მოსალაპარაკებლად ქტესიფონში ჩავიდნენ. 545 წელს მხარეებს შორის ხუთწლიანი ზავი დაიდო, რის სანაცვლოდაც რომაელებმა თანხის გადახდა იკისრეს.
 
 
 
548 წელს, ეგრისის მეფე გუბაზმა, რომელიც სპარსელთაგან მომავალ საფრთხეს ხედავდა, იუსტინიანეს მიმართა დახმარებისთვის. ამ შანსით ისარგებლა იუსტინიანემ და 548-549 წლებში, გაერთიანებულმა, ბიზანტიურ-ლაზურმა ძალებმა [[დაგისთე|დაგისთეს]] მეთაურობით ზედიზედ რამდენიმე გამარჯვება მოიპოვეს სპარსულ არმიაზე, მაგრამ მათ ვეღარ მოახერხეს პეტრას აღება. ქალაქი საბოლოოდ 551 წელს დაიმორჩილეს, თუმცა იმავე წელს სპარსელებმა [[მერმეროე|მერმეროს]] სარდლობით დაიკავა აღმოსავლეთ ეგრისი. ზავი რომელიც 545 წელს დამყარდა განახლდა ხუთი წლით, რომელიც არ ეხებოდა ეგრისს, იმ პირობით თუ რომაელები ყოველწლიურად 2.000 ლბ ოქროს გადაიხდიდნენ. წლების განმავლობაში ეგრისისთვის ომი არცერთი მხარის უპირატესობით არ მიმდინარეობდა. ხოსრო, რომელიც ამავდროულად თეთრი ჰუნების შემოსევას უმკლავდებოდა, 557 წელს ანახლებს ზავს, მაგრამ ამჯერად ზავის პირობები ეგრისსაც მოიცავდა; სამშვიდობო ხელშეკრულებისთვის მოლაპარაკებები შემდეგშიც გაგრძელდა. 562 წელს ხოსროსა და იუსტინიანეს შორის [[დარას ზავი|ორმოცდაათწლიანი სამშვიდობო ხელშეკრულება]] გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად სპარსელები ეგრისიდან გამოსვლას დათანხმდნენ, რისთვისაც მათ სუბსიდიის სახით 30.000 ნომისმატა (სოლიდი) მიიღეს. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ სასაზღვრო ზოლში არ ააგებდნენ საფორტიფიკაციო ნაგებობებს და შეზღუდვებს მოუხსნიდნენ დიპლომატიასა და ვაჭრობას.
Line 70 ⟶ 73:
 
ამასობაში ჰერაკლემ კავშირი დაამყარა დასავლეთ თურქულ სახაკანოსთან, რომელმაც გამოიყენა სპარსელთა დასუსტება და მოარბია მათი ტერიტორია კავკასიაში. 627 წელს ჰერაკლემ წამოიწყო ზამთრის ექსპედიცია მესოპოტამიაშ, სადაც, მიუხედავად თურქების მიერ მისი მიტოვებისა, რომელიც მას მოყვებოდა, მან დაამარცხა სპარსელები ნინევიის ბრძოლაში. გაუყვა სამხრეთს ტიგროსის გასწვრივ, მან გაძარცვა ხოსროს დიდებული სასახლე დასტაგირდთან და ქტესიფონზე თავდასხმის არ განხორციელების მიზეზი ნაჰრავანის არხზე ხიდების განადგურებამ გამოიწვია. ხოსრო დაამხეს და მოკლეს კავად II-მ, რომელმაც გადატრიალება მოაწყო, რომელმაც უმალვე მშვიდობა მოითხოვა და დასთანხმდა ოკუპირებული ტერიტორიების დატოვებას. 629 წელს ჰერაკლემ იერუსალიმში დიდებული ცერემონიის ფონზე ჭეშმარიტი ჯვარი დააბრუნა.
 
== შედეგები ==
უკანასკნელი ომის დამანგრეველმა შედეგმა ორივე იმპერიის დასუსტება გამოიწვია. როდესაც კავად II ორთვიანი მეფობის შემდეგ გარდაიცვალა, სპარსეთი დაუსრულებულ დინასტიურმა ბრძოლებმა და სამოქალაქო ომმა მოიცვა. კავად II-ის მიერ წარმოებულმა ლაშქრობებმა, რამაც გადასახადების გაზრდა გამოიწვია, დაასუსტა სპარსეთის ეკონომიკა, ამას ემატებოდა არეულობები რელიგიური ნიშნით და პროვინციული მიწათმფლობელების გაძლიერება. ომის შედეგემა სასტიკად იმოქმედა ბიზანტიის იმპერიაზეც, რომლის ფინანსური რეზერვი ამოწურა ბალკანეთში წარმოებულმა ომებმა, რომელიც ახლა დიდწილად სლავების ხელში იყო მოქცეული. ანატოლია სპარსეთის გამუდმებულმა ლაშქრობებმა დაასუსტა; იმპერიის მმართველობა ახლად გათავისუფლებულ ტერიტორიებზე კავკაასია, სირია, მესოპოტამია, პალესტინა და ეგვიპტეში, ხანგრძლივი სპარსული ოკუპაციის გამო შესუსტებული იყო.
 
არცერთ იმპერიას არ მიეცა აღდგენის შანსი, რამდენიმე წელიწადში ორივე იმპერია არაბების (ისლამის მიერ ახლად გაერთიანებული) შემოტევამ მოიცვა, რომელიც ჰოვარდ-ჯონსტონის თანახმად „მხოლოდ ადამიანთა ცუნამს შეიძლება შევადაროთ“. ჯორჯ ლინკის თანახმად „ზედმეტად გახანგრძლივებული ბიზანტიურ-სპარსულმა კონფლიქტმა გზები გაუხსნა ისლამს“. სასანური ირანი მალევე დამორჩილა შემოტევებს და დაპყრობილ იქნა. ბიზანტურ-არაბეთის ომების შედეგად, ახლად გათავისუფლებული აღმოსავლეთ რომის ყოფილი ტერიტორიები: სირია, სომხეთი, ეგვიპტე და ჩრდილოეთ აფრიკა, არაბების ხელში აღმოჩნდა, რამაც იმპერია ტერიტორიულ ნამსხვრევებად აქცია, მოცული მიმოფანტული კუნძულებითა და საყრდენი წერტილებით ბალკანეთსა და იტალიაში. დარჩენილი ტერიტორიები, გამუდმებული შემოტევების შედეგად სრულად გაღარიბდა, რამაც სოციუმის კლასიკური ურბანული ცივილიზაციიდან, უფრო რურალურ, შუა საუკუნოვან სოციუმად ჩამოყალიბება გამოიწვია. მაგრამ სპარსეთისგან განსხავებით, საბოლოო ჯამში, რომის იმპერია გადაურჩა არაბულ შემოტევებს, თუნდაც ნარჩენი ტერიტორიების შენარჩუნებითა და არაბთა მიერ დედაქალაქისგან ალყის მოგიერებით 674-678 და 717-718 წლებში. შემდგომ კონფლიქტებში, რომის იმპერიამ ასევე დაკარგა კრეტა და სამხრეთ იტალიაც, მაგრამ, საობლოო ჯამში, ისინიც გათავისუფლებული იქნა.