სპორტი საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 559:
 
== ბეისბოლი ==
'''ბეისბოლის ქართული ისტორია 1985 წლიდან იწყება.''' პირველი, ვინც სპორტის ამ სახეობით დაინტერესდა, იყო  [[გელა ჩიხრაძე]], სსრკ სპორტის ოსტატი ხმლით ფარიკაობაში. იგი გაეცნო ბეისბოლის წესებს, შეკრიბა ენტუზიასტთა მცირე ჯგუფი და მათთან ერთად ვარჯიშს შეუდგა. [[1986]] წელს  გელა ჩიხრაძემ იმოგზაურა [[კუბა|კუბაში]], საიდანაც მეთოდური ლიტერატურა და სპორტული ინვენტარი ჩამოიტანა. იმავე წელს ჭადრაკის სასახლეში მისი თაოსნობით მოეწყო შეხვედრა, რომელიც საქართველოში ბეისბოლის დანერგვა-განვითარების საკითხებს მიეძღვნა.  [[1986]] წელს დაფუძნდა [[საქართველოს ბეისბოლის ფედერაცია]] და შეიქმნა ბეისბოლისტთა პირველი სპორტული კლუბი „ივერია“- [[1987]]-88[[1988]] წლებში გელა ჩიხრაძე კვალიფიკაციის ასამაღლებლად კუბასა და [[ამერიკის შეერთებული შტატები|აშშ]]-ში იმყოფებოდა. [[1987]] წელს „ივერიამ“ პირველი ოფიციალურ საკავშირო ტურნირში III ადგილი დაიკავა (ქართველებთან ერთად შეჯიბრებაში მონაწილეობდენ კიევის, ლენინგრადის, მოსკოვის, ტასკენტისა და ნოვოსიბირსკის გუნდები). [[1988]]-90[[1990]] წლებში გელა ჩიხრაძე სსრკ ნაკრების მწვრთნელი იყო.  [[1989]] წელს თბილისში შეიქმნა ბეისბოლის მეორე ქართული კლუბი - „მერანი“ (მცვრთნელები - გიორგი პაიჭაძე და [[დავით ღოთვაძე]] - „ივერიამ“ და „მერანმა“ [[1989]]90[[1990]] წლებში პირველი საერთაშორისო მატჩები გამართეს კუბაში. უფრო ადრე ამხანაგური შეხვედრების ჩასატარებლად საქართველოში ჩამოვიდნენ ამერიკის გუნდები „მიკერ-ბოკერი“ ([[1988]])  და „ბულდოქსი“ ([[1989]]) . [[1988]] წელს გაიხსნა ბეისბოლის ბავშვთა სპორტული სკოლა (მთავარი მწვრთნელი - ნუგზარ კაპანაძე ). ბეისბოლის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ჩვენს ქვეყანას ესტუმრნენ კუბელი ([[ხუან ფისტუერი]]) და ამერიკელი ([[როჯერ სმიტი]], [[რენდი ბრაუნი]]) სპეციალისტები. [[1992]] წელს დაფიძნდა კლუბი „კოტრა“ (მთავარი მწვრთნელი - გიორგი ბროლაძე). [[1994]] წელს ლაგოდეხში  ჩამოყალიბდა კლუბი „ლელიანი“, რომელიც [[1995]] წელს ევროპის საკლუბო თასის გათამაშებაში IV ადგილი დაიკავა. [[1990]]-91[[1991]] წლებში ქართველ მოზარდთა გუნდი საკავშირო ტურნირების ჩემპიონი იყო, [[1992]]-93[[1993]] წლებში - რუსეთის ღია პირველობის ჩემპიონი, [[1994]] წელს კი - ევროპის „ბ“ ჯგუფის ფინალისტი.
 
[[1994]] წელს კიევში გამართული ევროპის ჩემპიონატში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ვერცხლის მედლები დაისაკუთრა, [[1997]] წელს კი ჰალში (ინგლისი) IV ადგილზე გავიდა. [[1988]] წელს ვენაში ევროპის ჩემპიონატი „ბ“ ჯგუფში საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. [[2001]] წელს ქალაქ კუტნოში (პოლონეთი)  ბეისბოლის ბავშვთა გუნდმა „რაინდებმა“ მსოფლიო „ლითლ ლიგის“ ევროაზიური დივიზიონის   გათამაშებაში  (მონაწილეობდა 69 ქვეყანა)  II ადგილი დაიკავა, [[2002]] წელს კი  - III.
 
2007 წელს ევროპა-შუა  აზია-აფრიკის ექვსგუნდიან ჯგუფში  საუკეთესო იყო საქართველოს 19 - წლამდელთა ნაკრები. <ref>http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=5</ref>