ჩვეულებრივი დუმასოკო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 60:
==აღწერა==
სოკოს ქუდის დიამეტრი 3–14 [[სანტიმეტრი|სმ]]-მდე აღწევს. თავდაპირველად ნახევარსფეროსებრია, ამობურცული, შემდეგ — გაშლილი, თითქმის ბრტყელი. შუაში ბორცვაკი აქვს, გლუვი, ლორწოვანი ზედაპირით. ყავისფერი, მუქი ყავისფერი, მოყავისფრო-შოკოლადისფერი, მოყავისფრო-მურა, მოყავისფრო-მურა-მოწითალო, მოყავისფრო-მურა-მოყვითალო, მოყავისფრო-მურა-ზეთისხილისფერი, მოყავისფრო-მურა-წაბლისფერი. ფორების შრე ყვითელი ფერისაა და შეზრდილი. ნორჩობაში დაფარულია თეთრი ან მოთეთრო-რძისფერი აფსკით. ფორები წვრილი და მომრგვალოა, თავიდან მოთეთრო ან მკრთალი ყვითელია, შემდგომში უფრო მუქ შეფერილობას იღებს, მარტივად სცილდება ქუდის რბილობს.
 
ფეხის სიგრძე 3–11 სმ-მდე აღწევს, ხოლო სისქე 1–2,5 სმ-მდე. მთლიანია, ცილინდრული, სიგრძივ-ბოჭკოვანი, გააჩნია მოთეთრო საყელო, თავიდან თეთრი, მოთეთრო, მოთეთრო-მოყვითალო ან მკრთალი ყვითელი, ხოლო შემდეგ უფრო მუქი, მოყავისფრო-მურა-ჭუჭყისფერი. რბილობი ხორცოვანი და წვნიანია, მოთეთრო-მოყვითალო, ჰაერზე ფერს არ იცვლის.{{Sfn-2|ნახუცრიშვილი|2006|გვ=62}}
განსაკუთრებული გემოს გარეშე. ახასიათებს სუსტად გამოხატული ხილის სუნი. კანი ადვილად სცილდება რბილობს.<ref>{{cite web|url=http://fungi.biodiversity-georgia.net/suillus-luteus-l-roussel Suillus luteus|title=Suillus luteus|publisher=საქართველოს სოკოებისა და ლიქენების ეთნობიოლოგია/Ethnobiology of fungi and lichens of Georgia|accessdate=24 ოქტომბერი, 2020}}</ref>
 
[[სპორა|სპორები]] თითისტარისებრია ან მოგრძო-ელიფსური, გლუვი, მოყვითალო-ჟანგმიწისფერი, უდაბნოს ქვიშისფერი, მდოგვისფერი-მოყავისფრო, 6–10x3–3.5 [[მიკრომეტრი|მკმ]].