რომის კათოლიკური ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 2:
'''რომის კათოლიკური ეკლესია''' — ყველაზე მრავალრიცხოვანი აღმსარებლობა მსოფლიოში არსებულ [[რელიგია]]თა შორის. სხვა [[ქრისტიანობა|ქრისტიანული]] დენომინაციებისგან გამოირჩევა ინსტიტუციური ერთიანობით, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა [[კათოლიკეები|კათოლიკე]] თავის ამქვეყნიურ მეთაურად მიიჩნევს [[რომის პაპი|რომის პაპს]]. 2018 წლის მონაცემებით კათოლიკეთა რიცხვი მსოფლიოში შეადგენს 1,329 მილიარდ ადამიანს, რაც მსოფლიოში ქრისტიანების 50,1%. კათოლიკეები მსოფლიოს ყველა კონტინენტზე ყველა ქვეყანაში არიან წარმოდგენილნი. კათოლიკეებს სწამთ, რომ ეკლესია დაარსებულია [[იესო ქრისტე]]ს მიერ და თავად მეთაურობს მას. მათი რწმენით, ქრისტე მართავს ეკლესიას რომის პაპისა და ეპისკოპოსთა დასის მეშვეობით. ქრისტემ [[წმინდა პეტრე]]ს, როგორც მოციქულთა მეთაურს, მიანდო, ყოფილიყო ეკლესიის პირველი მოძღვარი. მის შემდეგ კი მსახურებას ქრისტეს [[მეორედ მოსვლა]]მდე გააგრძელებენ პეტრეს უშუალო და უწყვეტი მემკვიდრეები, რომის ეპისკოპოსები, ანუ პაპები. კათოლიკური ეკლესიის იერარქიას სათავეში უდგას რომის პაპი, ამჟამად [[ფრანცისკე]], რომელიც ირჩევა [[კარდინალი (რელიგია)|კარდინალთა]] კოლეგიის მიერ. კარდინლების შემდეგ პასუხისმგებლობა აკისრიათ სხვადასხვა რანგის [[ეპისკოპოსი|ეპისკოპოსებს]].
 
სიტყვა „კათოლიკე“ [[ბერძნული ენა|ბერძნული]] წარმოშობისაა და ნიშნავს ყოვლის მომცველს, „საყოველთაოს“, „მსოფლიოს“. 1054 წელს მომხდარი [[დიდი სქიზმა|დიდი სქიზმის]], ანუ ქრისტიანული სამყაროს ორად გაყოფის შემდეგ „კათოლიკე ეკლესიის“ სახელწოდება შეინარჩუნა ქრისტიანული სამყაროს დასავლეთ ნაწილმ, რომელიც ექვემდებარებოდა რომის პაპს.
 
==საეკლესიო წყობა==
ხაზი 34:
==ისტორია==
[[File:SiegeofAntioch.jpeg|thumb|ანტიოქიის აღება ჯვაროსნების მიერ, XIII საუკუნე]]
კათოლიკური ეკლესიის ისტორია იწყება [[მოციქულები]]ს ეპოქიდაეპოქიდან. ან დროს დაიწყო ჩამოყალიბება ეკლესიის მოძღვრებამ, ლიტურგიამ, წყობამ. IV საუკუნემდე ეკლესიის ცხოვრებას განაპირობებდა მოწამეობრივი სულისკვეთება. ამ პერიოდში [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] გავრცელების ძირითადი არეალი იყო [[რომის იმპერია]], რომელიც ახალ რელიგიას დევნიდა. 313 წლის [[მილანის ედიქტი]]ს შემდეგ დამყარდა მშვიდობიანი თანაცხოვრება ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. მოწამეობას ჩაენაცვლა საეკლესიო მოღვაწეობა, დაიწყო სამონაზვნო ცხოვრების აყვავება. დასავლური მონაზვნობის ფუძემდებლად მიიჩნევა [[ბენედიქტე ნურსიელი]], ხოლო დაფუძნების თარიღად 529 წელი. რომის იმპერიის ნგრევის კვალდაკვალ გამყარდა საეკლესიო მოძღვრება და წყობა აღმოსავლეთ საქრისტიანოში ამ დროს არ წყდებოდა თეოლოგიურ-დოგმატური კამათები, მაგრამ დასავლეთ საქრისტიანო კანონიკურად და სტრუქტურულად მოწესრიგებულად ვითარდებოდა.
 
[[დასავლეთ რომის იმპერიის დაცემა|რომის იმპერიის დაცემის]] შემდეგ ჩამოყალიბდა [[პაპის ოლქი]], როგორც ცალკე პოლიტიკური ერთეული, რომელსაც რომის ეპისკოპოსი ედგა სათავეში. მისი მხარდაჭერით 962 წელს დაარსდა [[საღვთო რომის იმპერია]], სადაც გამოჯნული უნდა ყოფილიყო საერო და სასულიერო ხელისუფლება, თუმცა საუკუნეების განმავლობაში ამ ორს შორის ხშირად ღვივდებოდა კონფლიქტები. [[შუა საუკუნეები|შუა საუკუნეებში]] ეკლესია წარმართავდა იმპერიის მოსახლეობის სულიერ ცხოვრებას, გაშალა ფართო სამისიონერო საქმიანობა, შეიტანა ევროპის ხალხებში კულტურული და სამეურნეო ჩვევები. ამ საქმეში განსაკუთრებული წვლილი ეკუთვნოდათ სამონასტრო ორდენებს. ბენედიქტელთა ორდენს XIII საუკუნეში მხარში ამოუდგა უპოვართა ორდენები, ფრანცისკელები და [[დომინიკელთა ორდენი|დომინიკელები]]. XI-XIII საუკუნეებში ეკლესიის ცხოვრებაში დიდი როლი შეასრულა [[ჯვაროსნული ლაშქრობები|ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა]], რომლებიც მიზნად ისახავდნენ ქრისტიანულ წმინდა ადგილთა გათავისუფლებას.