რომის კათოლიკური ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 39:
 
XI საუკუნეში დაიწყო [[დიდი სქიზმა]], ანუ აღმოსავლეთის და დასავლეთის საქრისტიანოების განხეთქილება, რომელმაც 1054 წლიდან შეუქცევადი ხასიათი მიიღო. XIV საუკუნეში თითქმის 70 წლის განმავლობაში პაპების რეზიდენცია რომიდან გადატანილი იყო საფრანგეთის ქალაქ ავინიონში, რაც [[პაპების ავინიონის ტყვეობა|ავინიონის ტყვეობის]] სახელითაა ცნობილი. პაპის რომში დაბრუნებას მოჰყვა დასავლეთის დიდი განხეთქილება, როდესაც პაპის საყდარი ერთდროულად ორ ან სამ მღვდელმთავარს ეპყრო და ისინი ერთმანეთს არ აღიარებდნენ. შესაბამისად, დაყოფილი იყო ევროპული კათოლიკური ქვეყნები. 1417 წელს [[კონსტანცის საეკლესიო კრება]]ზე მოხერხდა განხეთქილების დაძლევა და კათოლიკური ეკლესია გაერთიანდა. 1439 წლის [[ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრება|ფერარა-ფლორენციის]] კრებამ სცადა აღმოსავლურ და დასავლურ ეკლესიათა გაერთიანება, თუმცა უშედეგოდ. XVI საუკუნის დასაწყისში კათოლიკური ეკლესია აღმოჩნდა [[პროტესტანტული რეფორმაცია|რეფორმაციის]] პირისპირ. რეფორმაციას სათავე დაუდო [[მარტინ ლუთერი|მარტინ ლუთერმა]]. დაიწყო ბრძოლა კათოლიკური მოძღვრების, სამღვდელოების, მონაზვნობის წინააღმდეგ. რეფორმაცია მოედო მთელ [[ევროპა]]ს და ბევრი ევროპული ქვეყნის მოსახლეობა ჩამოშორდა კათოლიკურ ეკლესიას. მოწვეულ იქნა [[ტრიენტის საეკლესიო კრება]] რეფორმაციაზე საპასუხოდ და კათოლიკური მოძღვრების მკაფიოდ ჩამოყალიბებისთვის. რეფორმაციას დაუპირისპირდა [[იგნატიუს ლოიოლა]]ს მიერ დაარსებული [[იეზუიტთა ორდენი]].
[[File:Peter Paul Rubens33.jpg|thumb|„იგნატიუს ლოიოლას ხილვა“, პიტერ-პაულ რუბენსი, XVII საუკუნე]]
1789 წლიდან, [[საფრანგეთის რევოლუცია|საფრანგეთის რევოლუციის]] შემდეგ დაიწყო სისხლიანი [[სეკულარიზაცია (ისტორია)|სეკულარიზაცია]] და კათოლიკური ეკლესიის დევნა, რაც შენელდა [[ნაპოლეონი]]ს იმპერატორობის დროს. ნაპოლეონის იმპერატორობის დროსვე შეწყდა საღვთო რომის იმპერიის არსებობა. ამის შემდეგ მწვავედ დადგა პაპის ოლქის არსებობის საკითხი. 1870 წელს იტალიის ჯარებმა დაკავეს [[რომი]] და გამოაცხადეს ის იტალიის დედაქალაქად. არსებობა შეწყვიტა პაპის ოლქმა. მან არსებობა განაგრძო 1929 წლიდან [[ვატიკანი]]ს სახით. ვატიკანმა [[კონკორდატი|კონკორდატების]] მეშვეობით დაამყარა ურთიერთობა სხვა სახელმწიფოებთან. XX საუკუნეში კატოლიკური ეკლესიის დევნა განხორციელბდა [[საბჭოთა კავშირი|საბჭოთა კავშირში]], აღმოსავლეთ ევროპის კომუნისტურ ქვეყნებში, რესპუბლიკურ მექსიკასა და ესპანეთში, მაოისტურ ჩინეთში. კათოლიკური ეკლესიის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა იყო 1962-1965 წლების [[ვატიკანის II კრება]], რომელიც [[იოანე XXIII]]-მ და [[პავლე VI]]-მ წარმართეს. პაპი [[იოანე პავლე II]] მკაფიოდ დაუპირისპირდა კომუნისტურ ბლოკს და წვლილი შეიტანა მის დანგრევაში. 2013 წლიდან კათოლიკურ ეკლესიას სათავეში უდგას პაპი [[ფრანცისკე]].
 
{{ქრისტიანობის მიმდინარეობები}}