ქართველთა ლაშქრობა ხალდიაში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
ხაზი 48:
საომარი მოქმედებები შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარეობდა.<ref name="Mikaberidze" /> ლიხთ-იმერეთში საგანგებოდ შეკრებილმა ქართულმა ლაშქარმა, ალექსი და დავით კომნენოსის მეთაურობით, ერთიმეორის მიყოლებით დაიკავა: [[ლაზიის თემი|ლაზია]], [[ტრაპიზონი]], [[ლიმნია|ლიმანი]], [[ამისოსი]], [[სინოპი]], [[გირესუნი|კერასუნტი]], [[ორდუ|კოტიორა]], [[ამასტრისი]], [[ჰერაკლეა პონტიკა|ჰერაკლეა]], [[პაფლაგონია|პაფლაგონიისა]] და [[პონტო|პონტოს]] სხვა ადგილები.<ref name="ბასილი">[[ბასილი ეზოსმოძღვარი]] - [[wikiquote:ბასილი ეზოსმოძღუარი - "ცხოვრებაჲ მეფეთ-მეფისა თამარისი" (1959)|"ცხოვრებაჲ მეფეთ-მეფისა თამარისი"]] [142]{{oq|ka|„ცნა რა ესე თამარ მეფემან ნაცვლად სხუა უფროსი წარგზავნა მათ წმიდათა მიმართ, და ამით უმეტეს არცხჳნა ეშმაკი. ხოლო განრისხნა მეფესა ზედა ბერძენთასა, წარგზავნნა მცირედნი ვინმე ლიხთ-იქითნი, და წარუღეს ლაზია, ტრაპიზონი, ლიმონი, სამისონი, სინოპი, კერასუნდი, კიტ[ი]ორა, ამასტრია, არაკლია და ყოველნი ადგილნი ფებლაღონისა და პონტოსანი, და მისცა ნათესავსა თჳსსა ალექსის კომნიანოსსა, ანდრონიკეს შვილსა, რომელი იყო მაშინ თჳთ წინაშე თამარ მეფისა შემოხუეწილი.“.}}</ref> ბიზანტიის იმპერიამ ქართველთა წინსვლას ხელი ვეღარ შეუშალა, რადგან სწორედ ამ დროს კონსტანტინოპოლს დასავლეთიდან [[მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა|მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის]] შედეგად, ჯვაროსნები მეორეჯერ დაესხნენ თავს და აიღეს კიდეც.
 
ქართველთა ლაშქრობის ზუსტი მარშრუტი უცნობია და ის თანამედროვე ისტორიკოსების სპეკულაციებს ექვემდებარება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ლაშქრობა საზღვაო ექსპედიციით დაწყებულიყო, რადგან თამარის პერიოდში საქართველოს არ გააჩნდა შესაბამისი პორტები შავი ზღვის სანაპიროზე, გარდა ქ. [[ფოთი|ფოთისა]] (ფაზისი) [[ოდიშის საერისთავო|ოდიშის საერისთავოში]], მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა ექსპედიცია აქედან დაწყებულიყო. გარდა ამისა, ამ პერიოდის ქრონიკები არ გადმოგვცემენ ცნობებს საქართველოს მიერ წარმოებულ საზღვაო ექსპედიციის შესახებ. ამის საწინააღმდეგოდ, არსებობს ცნობები თანმიმდევრული გეოგრაფიული პუნქტებისა, რომელიც ლაზეთიდან იწყება, მასვე მოყვება ტრაპიზონი, რაც მიუთითებს, რომ ლაშქარი ლაზეთიდან დაიძრა. ცნობილია რომ თბილისიდან ტრაპიზონამდე მოგზაურობას 8 დღე დასჭირდა, მაგრამ უცნობი რჩება მარშუტი. ტრაპიზონისკენ მიმავალი ცნობილი გზა [[ერზურუმი|ერზრუმიდან]] (თეოდოსიპოლისითეოდოსიოპოლისი) მიემართებოდა. შემორჩენილი ფოლკლორული სიმღერა შესაძლოა ასახავდეს ამ პრობლემას: იქ თამარი გვევლინება შემდეგნაირად: „''მე თამარმან, დავიპყარი ერზრუმი და დავხარკე [[ისპაჰანი]]''“.<ref>Βασίλιεφ, Α.Α., Η ίδρυση της Αυτοκρατορίας της Τραπεζούντας (reprint), Ποντιακά 1, Παμπούκης, Ι.Τ. (trans.) (Αθήνα 1947), p. 31.</ref> კონკრეტულად ეს ნაწყვეტი მიუთითებს წინარე ლაშქრობას ერზრუმის მიმართულებით, რამაც გამოიწვია ტრაპიზონის იმპერიის შექმნა და რაც უნდა შემორჩენილიყო ხალხის კოლექტიურ მეხსიერებაში. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ალექსის არმიამ ლაზეთი ერზრუმიდან, სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით, გადალახა და ტრაპიზონს სამხრეთიდან მიაღწია.
 
== შედეგი ==