რომის კათოლიკური ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[[დასავლეთ რომის იმპერიის დაცემა|რომის იმპერიის დაცემის]] შემდეგ ჩამოყალიბდა პაპის სახელმწიფო, როგორც ცალკე პოლიტიკური ერთეული, რომელსაც რომის ეპისკოპოსი ედგა სათავეში. მისი მხარდაჭერით 962 წელს დაარსდა [[საღვთო რომის იმპერია]], სადაც გამოჯნული უნდა ყოფილიყო საერო და სასულიერო ხელისუფლება, თუმცა საუკუნეების განმავლობაში ამ ორს შორის ხშირად ღვივდებოდა კონფლიქტები. [[შუა საუკუნეები|შუა საუკუნეებში]] ეკლესია წარმართავდა იმპერიის მოსახლეობის სულიერ ცხოვრებას, გაშალა ფართო სამისიონერო საქმიანობა, შეიტანა ევროპის ხალხებში კულტურული და სამეურნეო ჩვევები. ამ საქმეში განსაკუთრებული წვლილი ეკუთვნოდათ სამონასტრო ორდენებს. ბენედიქტელთა ორდენს XIII საუკუნეში მხარში ამოუდგა უპოვართა ორდენები, ფრანცისკელები და [[დომინიკელთა ორდენი|დომინიკელები]]. XI-XIII საუკუნეებში ეკლესიის ცხოვრებაში დიდი როლი შეასრულა [[ჯვაროსნული ლაშქრობები|ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა]], რომლებიც მიზნად ისახავდნენ ქრისტიანულ წმინდა ადგილთა გათავისუფლებას.
 
XI საუკუნეში დაიწყო [[დიდი სქიზმა]], ანუ აღმოსავლეთის და დასავლეთის საქრისტიანოების განხეთქილება, რომელმაც 1054 წლიდან შეუქცევადი ხასიათი მიიღო. XIV საუკუნეში თითქმის 70 წლის განმავლობაში პაპების რეზიდენცია რომიდან გადატანილი იყო საფრანგეთის ქალაქ ავინიონში, რაც [[პაპების ავინიონის ტყვეობა|ავინიონის ტყვეობის]] სახელითაა ცნობილი. პაპის რომში დაბრუნებას მოჰყვა დასავლეთის დიდი განხეთქილება, როდესაც პაპის საყდარი ერთდროულად ორ ან სამ მღვდელმთავარს ეპყრო და ისინი ერთმანეთს არ აღიარებდნენ. შესაბამისად, დაყოფილი იყო ევროპული კათოლიკური ქვეყნები. 1417 წელს [[კონსტანცის საეკლესიო კრება]]ზე მოხერხდა განხეთქილების დაძლევა და კათოლიკური ეკლესია გაერთიანდა. 1439 წლის [[ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრება|ფერარა-ფლორენციის]] კრებამ სცადა აღმოსავლურ და დასავლურ ეკლესიათა გაერთიანება, თუმცა უშედეგოდ. XVI საუკუნის დასაწყისში კათოლიკური ეკლესია აღმოჩნდა [[პროტესტანტული რეფორმაცია|რეფორმაციის]] პირისპირ. რეფორმაციას სათავე დაუდო [[მარტინ ლუთერი|მარტინ ლუთერმა]]. დაიწყო ბრძოლა კათოლიკური მოძღვრების, სამღვდელოების, მონაზვნობის წინააღმდეგ. რეფორმაცია მოედო მთელ [[ევროპა]]ს და ბევრი ევროპული ქვეყნის მოსახლეობა ჩამოშორდა კათოლიკურ ეკლესიას. მოწვეულ იქნა [[ტრიენტის საეკლესიო კრება]] რეფორმაციაზე საპასუხოდ და კათოლიკური მოძღვრების მკაფიოდ ჩამოყალიბებისთვის. რეფორმაციას დაუპირისპირდა [[იგნატიუს ლოიოლა]]ს მიერ დაარსებული [[იეზუიტთა ორდენი]].
XI საუკუნეში დაიწყო [[დიდი სქიზმა]], ანუ აღმოსავლეთის და დასავლეთის საქრისტიანოების განხეთქილება, რომელმაც 1054 წლიდან შეუქცევადი ხასიათი მიიღო. სქიზმა ვერ შეაჩერა 1439 წლის [[ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრება|ფერარა-ფლორენციის]] კრებამ, რომელმაც სცადა ეკლესიათა გაერთიანება.
 
{{ქრისტიანობის მიმდინარეობები}}