რომის კათოლიკური ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 28:
რომის კათოლიკურ ეკლესიას სხვადასხვა ლიტურგიული ტრადიციები აქვს. კათოლიკეთა უმრავლესობა მიეკუთვნება ლათინურ, ანუ რომაულ წესს. აღმოსავლური კათოლიკური ეკლესიების ლიტურგიული წესები არსებითად მისგან არ განსხვავდება. თავდაპირველად [[ლიტურგია]] აღესრულებოდა [[ლათინური ენა|ლათინურ]] ენაზე, მაგრამ 1962-1965 წლების ვატიკანის II კრების შემდეგ დაშვებულ იქნა ღვთისმსახურება მრევლის მშობლიურ ენაზეც, რაც ამჟამად ჩვეულებრივი პრაქტიკაა. კათოლიკეთა უმეტესი ნაწილისთვის ლიტურგიული წლის საფუძველია [[გრიგორიანული კალენდარი]]., თუმცა ზოგიერთი ქვეყნის კათოლიკეები სარგებლობენ [[იულიუსის კალენდარი|იულიუსის კალენდრითაც]].
 
==სოციალური მსახურებასწავლება==
{{მთავარი|ეკლესიის სოციალური სწავლება}}
ჯერ კიდევ [[შუა საუკუნეები]]დან რომის კათოლიკე ეკლესია აქტიურად მონაწილეობდა საერო ცხოვრებაში. კათოლიკური სოციალური მოძღვრება თავდაპირველად ემყარებოდა [[ნეტარი ავგუსტინე]]ს სწავლებას, შემდეგ კი [[თომა აქვინელი]]სას. საზოგადოების მოწყობის საფუძვლად კათოლიციზმი მიიჩნევს ინტეგრალურ პერსონალიზმს და [[სოლიდარობა]]ს, უპირისპირდება [[ტოტალიტარიზმი|ტოტალიტარიზმს]], ასევე თავკერძობასა და კონსიუმერიზმს. მისი მიხედვით ხელშეუვალია ადამიანის თავისუფალი ნება და მისი არჩევანი. კათოლიკური თვალსაზრისით, ცოდვით დაცემამ იმოქმედა ადამიანის ბუნებაზე, მაგრამ ვერ წაართვა ბუნებითი უფლებები და ღმერთსაც კი არ შეუძლია წაართვას ადამიანს თავისუფლება. კათოლიკური ეკლესია აღიარებს ადამიანის პიროვნების თავისუფლებასა და ღირსებას ჩასახვიდან სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე, შესაბამისად, ეწინააღმდეგება [[აბორტი|აბორტს]]. კათოლიკური მოძღვრების თანახმად [[ოჯახი]] ქალისა და მამაკაცის ქორწინებას უნდა ემყარებოდეს. კათოლიკური ეკლესიის სოციალური მოძღვრება შეჯამებულ წიგნად ბოლოს 2004 წელს გამოქვეყნდა.