რომის კათოლიკური ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

 
==სოციალური მსახურება==
ჯერ კიდევ [[შუა საუკუნეები]]დან რომის კათოლიკე ეკლესია აქტიურად მონაწილეობდა საერო ცხოვრებაში. კათოლიკური სოციალური მოძღვრება თავდაპირველად ემყარებოდა [[წმინდანეტარი ავგუსტინე]]ს სწავლებას, შემდეგ კი [[თომა აქვინელი]]სას. საზოგადოების მოწყობის საფუძვლად კათოლიციზმი მიიჩნევს ინტეგრალურ პერსონალიზმს და [[სოლიდარობა]]ს, უპირისპირდება [[ტოტალიტარიზმი|ტოტალიტარიზმს]], ასევე თავკერძობასა და კონსიუმერიზმს. მისი მიხედვით ხელშეუვალია ადამიანის თავისუფალი ნება და მისი არჩევანი. კათოლიკური თვალსაზრისით, ცოდვით დაცემამ იმოქმედა ადამიანის ბუნებაზე, მაგრამ ვერ წაართვა ბუნებითი უფლებები და ღმერთსაც კი არ შეუძლია წაართვას ადამიანს თავისუფლება. კათოლიკური ეკლესია აღიარებს ადამიანის პიროვნების თავისუფლებასა და ღირსებას ჩასახვიდან სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე, შესაბამისად, ეწინააღმდეგება [[აბორტი|აბორტს]]. კათოლიკური მოძღვრების თანახმად [[ოჯახი]] ქალისა და მამაკაცის ქორწინებას უნდა ემყარებოდეს. კათოლიკური ეკლესიის სოციალური მოძღვრება შეჯამებულ წიგნად ბოლოს 2004 წელს გამოქვეყნდა.
 
==ისტორია==