რომის კათოლიკური ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 37:
[[დასავლეთ რომის იმპერიის დაცემა|რომის იმპერიის დაცემის]] შემდეგ ჩამოყალიბდა პაპის სახელმწიფო, როგორც ცალკე პოლიტიკური ერთეული, რომელსაც რომის ეპისკოპოსი ედგა სათავეში. მისი მხარდაჭერით 962 წელს დაარსდა [[საღვთო რომის იმპერია]], სადაც გამოჯნული უნდა ყოფილიყო საერო და სასულიერო ხელისუფლება, თუმცა საუკუნეების განმავლობაში ამ ორს შორის ხშირად ღვივდებოდა კონფლიქტები. [[შუა საუკუნეები|შუა საუკუნეებში]] ეკლესია წარმართავდა იმპერიის მოსახლეობის სულიერ ცხოვრებას, გაშალა ფართო სამისიონერო საქმიანობა, შეიტანა ევროპის ხალხებში კულტურული და სამეურნეო ჩვევები. ამ საქმეში განსაკუთრებული წვლილი ეკუთვნოდათ სამონასტრო ორდენებს. ბენედიქტელთა ორდენს XIII საუკუნეში მხარში ამოუდგა უპოვართა ორდენები, ფრანცისკელები და [[დომინიკელთა ორდენი|დომინიკელები]]. XI-XIII საუკუნეებში ეკლესიის ცხოვრებაში დიდი როლი შეასრულა [[ჯვაროსნული ლაშქრობები|ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა]], რომლებიც მიზნად ისახავდნენ ქრისტიანულ წმინდა ადგილთა გათავისუფლებას.
 
XI საუკუნეში დაიწყო [[დიდი სქიზმა]], ანუ აღმოსავლეთის და დასავლეთის საქრისტიანოების განხეთქილება, რომელმაც 1054 წლიდან შეუქცევადი ხასიათი მიიღო. სქიზმა ვერ შეაჩერა 1439 წლის [[ფერარა-ფლორენციის [[უნიასაეკლესიო კრება|ფერარა-ფლორენციის]] კრებამ, რომელმაც სცადა ეკლესიათა გაერთიანება.
 
{{ქრისტიანობის მიმდინარეობები}}