66 127
რედაქტირება
მ (წაიშალა კატეგორია:საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ხუროთმოძღვრების ძეგლები გაჯეტ HotCat-ით) |
|||
ციხე-ქალაქი აგებულია მდინარე [[იორი|ივრის]] მარჯვენა სანაპიროზე მდებარე მაღალ გორაზე და წარმოადგენდა ივრის ვიწრო გასასვლელის ჩამკეტ კარიბჭეს. ქალაქს რამდენიმე კარი ჰქონდა. მთავარი კარი ციხის დასავლეთით იყო. ციხე-ქალაქის მთავარ ციტადელში ჩატანებულია სადარაჯო კოშკები. ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთით კუთხეში აღმოჩენილია ორსართულიანი საცხოვრებელი ნაგებობის ნანგრევები.
ციხეში ჩაშენებულია ჯვარპატიოსანის სახელობის ორსართულიანი ეკლესია. პირველი სართული შედარებით ძველია, მეორე სართული X-XI საუკუნეებში დააშენეს<ref>
ციხის გალავანი გრძელდებოდა ჩრდილოეთით მხრიდან, დამრეც კლდოვან ფერდობზე, მდინარის ნაპირამდე. ამ კედლებში თანაბარ მანძილზე 9 კოშკი იყო ჩატანებული. კოშკების მეორე და მესამე სართულები განკუთვნილი იყო მეციხოვნე ჯარისათვის საცხოვრებლად. კოშკებს ჰქონდა დახურული, ბანური სახურავი. ბანის პერიმეტრზე ყოფილა ქონგურები, ხოლო მათ უკან დერეფანი-გასასვლელი.
|