რომის კათოლიკური ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

(→‎მოძღვრება: ვიკიფიც.)
 
რომის კათოლიკური ეკლესია აღიარებს 21 [[მსოფლიო საეკლესიო კრება]]ს და ეკლესიის 33 მოძღვარს. კათოლიკური მოძღვრების თანახმად [[რომის პაპი]] კათედრიდან საუბრის დროს [[პაპის უცდომელობა|უცდომელია]]. ეს დებულება დოგმად გამოცხადდა 1870 წელს. კათოლიკური ეკლესიის მიხედვით მოძღვრების გადმოცემა უნდა ემყარებოდეს [[თომა აქვინელი]]ს სწავლებას. კათოლიკური ეკლესიის მოძღვრება სრულად ჩამოყალიბებულია „კატეხისმოში“, რომელიც ბოლო 1992 წელს გამოიცა.
 
==ლიტურგია==
[[File:Santa Maria del Fiore - Firenze.jpg|thumb|ფლორენციის საკათედრო ტაძარი]]
რომის კათოლიკურ ეკლესიას სხვადასხვა ლიტურგიული ტრადიციები აქვს. კათოლიკეთა უმრავლესობა მიეკუთვნება ლათინურ, ანუ რომაულ წესს. აღმოსავლური კათოლიკური ეკლესიების ლიტურგიული წესები არსებითად მისგან არ განსხვავდება. თავდაპირველად [[ლიტურგია]] აღესრულებოდა [[ლათინური ენა|ლათინურ]] ენაზე, მაგრამ 1962-1965 წლების ვატიკანის II კრების შემდეგ დაშვებულ იქნა ღვთისმსახურება მრევლის მშობლიურ ენაზეც, რაც ამჟამად ჩვეულებრივი პრაქტიკაა. კათოლიკეთა უმეტესი ნაწილისთვის ლიტურგიული წლის საფუძველია [[გრიგორიანული კალენდარი]]., თუმცა ზოგიერთი ქვეყნის კათოლიკეები სარგებლობენ [[იულიუსის კალენდარი|იულიუსის კალენდრითაც]].
 
==სოციალური მსახურება==
ჯერ კიდევ [[შუა საუკუნეები]]დან რომის კათოლიკე ეკლესია აქტიურად მონაწილეობდა საერო ცხოვრებაში. კათოლიკური სოციალური მოძღვრება თავდაპირველად ემყარებოდა [[წმინდა ავგუსტინე]]ს სწავლებას, შემდეგ კი [[თომა აქვინელი]]სას. საზოგადოების მოწყობის საფუძვლად კათოლიციზმი მიიჩნევს ინტეგრალურ პერსონალიზმს და [[სოლიდარობა]]ს, უპირისპირდება [[ტოტალიტარიზმი|ტოტალიტარიზმს]], ასევე თავკერძობასა და კონსიუმერიზმს. მისი მიხედვით ხელშეუვალია ადამიანის თავისუფალი ნება და მისი არჩევანი. კათოლიკური თვალსაზრისით, ცოდვით დაცემამ იმოქმედა ადამიანის ბუნებაზე, მაგრამ ვერ წაართვა ბუნებითი უფლებები და ღმერთსაც კი არ შეუძლია წაართვას ადამიანს თავისუფლება. კათოლიკური ეკლესია აღიარებს ადამიანის პიროვნების თავისუფლებასა და ღირსებას ჩასახვიდან სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე, შესაბამისად, ეწინააღმდეგება [[აბორტი|აბორტს]]. კათოლიკური მოძღვრების თანახმად [[ოჯახი]] ქალისა და მამაკაცის ქორწინებას უნდა ემყარებოდეს. კათოლიკური ეკლესიის სოციალური მოძღვრება შეჯამებულ წიგნად ბოლოს 2004 წელს გამოქვეყნდა.
 
==ისტორია==
კათოლიკური ეკლესიის ისტორია იწყება [[მოციქულები]]ს ეპოქიდა. ან დროს დაიწყო ჩამოყალიბება ეკლესიის მოძღვრებამ, ლიტურგიამ, წყობამ. IV საუკუნემდე ეკლესიის ცხოვრებას განაპირობებდა მოწამეობრივი სულისკვეთება. ამ პერიოდში [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] გავრცელების ძირითადი არეალი იყო [[რომის იმპერია]], რომელიც ახალ რელიგიას დევნიდა. 313 წლის [[მილანის ედიქტი]]ს შემდეგ დამყარდა მშვიდობიანი თანაცხოვრება ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. მოწამეობას ჩაენაცვლა საეკლესიო მოღვაწეობა, დაიწყო სამონაზვნო ცხოვრების აყვავება. დასავლური მონაზვნობის ფუძემდებლად მიიჩნევა [[ბენედიქტე ნურსიელი]], ხოლო დაფუძნების თარიღად 529 წელი.
 
==კათოლიკე ეკლესია საქართველოში==
{{მთავარი|კათოლიციზმი საქართველოში}}
საქართველოში კათოლიკეთა რიცხვი 2014 წლის აღწერით შეადგენს დაახლ. 35 000-ს ანუ მოსახლეობის 0,8%-ს. თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ ციფრში იგულისხმებიან მხოლოდ რომის კათოლიკენი და არ იგულისხმება სომხურ-კათოლიკური მოსახლეობა, რომელიც მოსახლეობის ეთნიკურ აღწერაში გამოტოვებული არ არის (ასე 5,7%-ეთნიკურად სომხური მოსახლეობიდან მხოლოდ 3,9%-ია გრეგორიანული სარწმუნოების). ამგვარად, სომეხ კათოლიკეთა რიცხვი საქართველოში უნდა შეადგენდეს დაახლ. 60 000-ს. შესაბამისად კათოლიკეთა მთლიანი რიცხვი საქართველოში შეადგენს დაახლ. 95 000-ს (ანუ მოსახლეობის 2%-ს).
საქართველოში კათოლიკეთა რაოდენობა დაახლოებით 19,2 ათასს ადამიანს (მოსახლეობის 0,5%) შეადგენს. კათოლიკური ტაძრები და საკრებულოები მოქმედებს [[თბილისი|თბილისში]], [[გორი|გორში]], [[ქუთაისი|ქუთაისში]], [[ბათუმი|ბათუმში]], [[ოზურგეთი|ოზურგეთში]], [[კახეთი|კახეთში]], [[სამცხე]]ში (უდე, არალი, აბასთუმანი, ახალციხე). კათოლიკეებმა ღირსშესანიშნავ კვალი დაამჩნიეს [[ქართული კულტურა|ქართულ კულტურას]], მათი მეურვეობით რომში დაიბეჭდა პირველი ქართული წიგნები: ქართულ-იტალიური ლექსიკონი, [[ქართული ენა|ქართული ენის]] გრამატიკა, ლორეტას ლიტურგია. მათ პირველებმა ჩაწერეს ქართულ ზღაპრები, შეადგინეს ქვეყნის სხვადასხვაგვარი აღწერილობაა და სხვ.
 
== ლიტერატურა==